• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, October 11, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

პროკურატურამ სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი დააკავა

9 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე,  პაციენტებისგან დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებისა და სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემქმნელიგარემოების შესახებ ინფორმაციის დამალვის ფაქტზე, დააკავა სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტი“-ს დირექტორი ფ.ჯ.დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის III ნაწილითა და ამავე კოდექსის 247-ე მუხლის Iნაწილით.

ქ.თბილისში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კმ.-ზე მდებარე სამედიცინო დაწესებულება შპს „ლანცეტის“ დირექტორმა ფ.ჯ-მ, რომელსაც სანებართვო მოწმობის შესაბამისად, მოპოვებული ჰქონდა ორგანოთა გადანერგვისა და ტრანსპლანტაციის ნებართვა, 2016 წლის დასაწყისში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მოიწვია ქირურგ-ტრანსპლანტოლოგი მ.კ, რომელსაც არ გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო სერთიფიკატი არცერთ საექიმო სპეციალობაში. მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, ფ.ჯ-მ მასმედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით, პაციენტების მიზიდვის მიზნით გაავრცელა განცხადებები, მომზადდა სატელევიზიო სიუჟეტები, რომ თითქოსდა შპს „ლანცეტში“ თურქეთის რესპუბლიკიდან მოწვეული ჰყავდათ  ტრანსპლანტაციის დარგის სპეციალისტები და ღვიძლით დაავადებული პაციენტებისთვის ტარდებოდა უფასო კონსულტაციები.

2016 წლის 12 თებერვალს საქართველოს მოქალაქეებმა – გ.ჩ-მ და  კ.კ-მ გამოკვლევების ჩატარებისა და კონსულტაციის მიღების მიზნით მიაკითხეს დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ფ.ჯ-მ და მისი დავალებით კლინიკის თანამშრომლებმა, ნდობის მოპოვების მიზნით განუცხადეს, რომ თითქოსდა კლინიკაში თურქეთიდან მოწვეული იყო ტრანსპლანტაციის სპეციალისტთა ჯგუფი, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა გადანერგვის არაერთი წარმატებული ოპერაცია.

კონსულტაციებისა და შესაბამისი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ, კ.კ-ს და გ.ჩ-ს მოტყუებით განუცხადეს, რომ თითქოსდა მათ სასწრაფოდ ესაჭიროებოდათ ღვიძლის გადანერგვა, რის სანაცვლოდაც 2016 წლის 28 თებერვალს შპს „ლანცეტის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი ფ.ჯ. მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა კ.კ-ს კუთვნილ ფულად თანხას 99204 ლარის ოდენობით, ხოლო გ.ჩ-ს შემთხვევაში, 2016 წლის 07 მარტს ბრალდებულის დავალებით, ოპერაციის ჩატარებამდე, დაჩქარებული წესით, მოტყუებით გაფორმდა ხელშეკრულება ვალის აღიარების შესახებ, რომლის შესაბამისადაც პაციენტ გ.ჩ-ს კლინიკის იურისტისთვის 2016 წლის 10 აპრილამდე უნდა გადაეხადა 40000 აშშ დოლარის ოდენობის თანხა.

ოპერაციის ჩატარებამდე, შპს ,,ლანცეტის“ დირექტორი ფ.ჯ. ვალდებული იყო პაციენტების, დონორების და მისი ოჯახის წევრებისთვის  მიეწოდებინა ინფორმაცია იმ რისკების შესახებ, რაც ახლდა ღვიძლის გადანერგვას და ასევე მოეხდინა მათი წარდგენა  ტრანსპლანტაციის საბჭოს წინაშე და თანხმობა აეღო ოპერაციის ჩატარებაზე, რაც მის მიერ არ იქნა შესრულებული.

აღნიშნული მოთხოვნების უგულებელყოფით 2016 წლის 03 მარტს მოქალაქეებს კ.კ-ს, ხოლო იმავე წლის 08 მარტს, გ.ჩ-ს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საფრთხეს უქმნიდა პაციენტთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

სახელმწიფო ლიცენზიისა და ნებართვის გარეშე ჩატარებული ღვიძლის გადანერგვის ოპერაციების შედეგად კ.კ. კლინიკაში გარდაიცვალა 2016 წლის 10 მარტს, ხოლო გ.ჩ. 2016 წლის 15 მარტს.

შპს ,,ლანცეტის“ დირექტორის ფ.ჯ.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით. საქმეზე გრძელდება გამოძიება ამ დანაშაულში ჩართული კლინიკის სხვა თანამშრომლების მიმართ.

ShareTweet

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს
ახალი ამბები

20 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს

09/24/2026
პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა
ახალი ამბები

პოლიციამ დმანისში მომხდარ ძალადობის ფაქტზე 1 პირი ცხელ კვალზე დააკავა

09/21/2026
“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა
ახალი ამბები

“კაცმა 15 წლის ბიჭი რუსთავში, სახლში, სადილზე დაპატიჟა, ბინაში ჩაკეტა და მასზე სექსუალური ძალადობა სცადა…”- მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვანს ბრალი შეუმსუბუქდა

09/15/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა
ახალი ამბები

4-წლიანი პატიმრობა შეეფარდა სანიტარს, რომელმაც ბათუმის კლინიკის საპირფარეშოში იმშობიარა და ახალშობილს სასიკვდილო დაზიანებები მიაყენა

08/06/2026

საინტერესო

თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი – ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ქართველ მხატვარზე

თვითნასწავლი ჯადოქარი ნიკო ფიროსმანი – ფრანგული გამოცემა „ფიგარო“ ქართველ მხატვარზე

7 years ago
ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

ბრედ პიტი მოხუც მეზობელს 40-მილიონიან ვილაში, წლების მანძილზე უფასოდ აცხოვრებდა

4 years ago
ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

ლოცვა ანჩისხატის დაბრუნებისა და ერის კეთილდღეობისათვის

5 years ago
“სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება”

“სტიქიის გამომწვევი მიზეზების შესასწავლად სამუშაო ჯგუფი შეიქმნება”

11 years ago

ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა
ახალი ამბები

ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა

10/10/2026

მძიმე ტრაგედიის შემზარავი გაგრძელება ქუთაისში - ავანგარდის დასახლებაში, რამდენიმე დღის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, ხოლო...

მეტის ნახვაDetails
გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს

10/08/2026
„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

„ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში

10/08/2026
მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

მეწყერი თურქეთი-საქართველოს საზღვართან – არის მსხვერპლი

10/08/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • ავარიის შედეგად დაშავებული ქვეითი კლინიკაში გარდაიცვალა, მძღოლი კი ნერვიულობისგან დაიღუპა 10/10/2026
  • გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს 10/08/2026
  • „ახალგაზრდა ქალს სატვირთო დაეჯახა“ – მძიმე ავარია ვარკეთილში 10/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by