• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

აკაკი ცომაია: „განათლების საკითხის მოგვარებას სჭირდება დრო, თუმცა შესაძლოა უახლოეს მომავალში ტაქტიკის შემუშავება“

13 years ago
კატეგორია: მთავარი მოვლენები, საზოგადოება
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში, გაიმართა Doctrina Business Review-ს (DBR) კვლევის პრეზენტაცია თემაზე – „გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიში და საქართველო“.

პრეზენტაციის დროს განხილულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს  სდასუს უნივერსიტეტში ბიზნეს ფაკულტეტის დეკანმა, ექსპერტმა ეკონომიკის საკითხებში აკაკი ცომაიამ და სსიპ კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ბაზრის ანალიზის სპეციალისტმა, პროფესორმა სლავა ფეტელავა.მ

სლავა ფეტელავამ, ყურადღება გაამახვილა ანტიმონოპოლიურ საკითხზე. მისი თქმით, ამ პრობლემის მოგვარებისას სახელმწიფომ უნდა გაითვალისწინოს საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი. ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს ანტიმონოპოლიური სამსახური. გაძლიერება არ ნიშნავს ვინმეს დასჯას, არამედ საუბარია სამსახურისთვის მინიჭებული ფუნქციების სრულყოფაზე.

„ანტიმონოპოლიური სამსახური უნდა იყოს ორგანო, რომელიც აწარმოებს ანალიტიკურ საქმიანობას, მისცემს რეკომენდაციებს, კონსულტაციებს მეწარმეებს, რაც დაიცავს მათ უფლებებს და ამის შედეგად უფრო ეფექტური იქნება სამეწარმეო საქმიანობა“, – განაცხადა ფეტელავამ.

მისივეთქმით, ანტიმონოპოლიური სამსახურის გაძლიერება, ხელს შეუწყობს ბაზრის გაჯანსაღებას, მაგრამ საზოგადოებას არ უნდა გაუჩნდეს იმის მოლოდინი, რომ მოხდება ბაზარზე არსებული ფასების შეცვლა, ვინაიდან აღნიშნული საკითხს არეგულირებენ თვითონ მეწარმეები და არა ანტიმონოპოლიური სამსახური.

აკაკი ცომაიას თქმით, საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროა განათლების ხარისხზე გაკეთდეს აქცენტი. იმისათვის, რომ საქართველო გახდეს კონკურენტუნარიანი, უნდა შეიქმნას მაღალი დონის ტექნოლოგიები. რასაკვირველია, ეს ვერ მოხდება, თუ განათლების საკითხს და უპირველესყოვლისა საბუნებისმეტყველო მეცნიერებას არ მიექცევა სათანადო ყურადება. აღნიშნულის არ გათვალისწინების შემთხვევაში, ეკონომიკის გაუმჯობესებაზე რთული იქნება საუბარი.

,,რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ანტიმონოპოლიური საკითხების გადაწყვეტაც. თუმცა აღნიშნული საკითხი ქვეყნის ეკონომიკაზე რადიკალურ გავლენას  არ ახდენს,’’- აცხადებს ცომაია.

მისივე თქმით, განათლების საკითხის მოგვარებას სჭირდება დრო, თუმცა შესაძლოა უახლოეს მომავალში ტაქტიკის შემუშავება, თუ რა ღონისძიებები შეიძლება ჩატარდეს, მათ შორის ინფრასტრუქტუსის, ლაბორატორიების გაუმჯობესება.

როგორც DBR -ში აცახადებენ, ღონისძიების მიზანი იყო:

  • წარმოაჩინოს საქართველოს კონკურენტუნარიანობის შემაფერხებელი ფაქტორები.
  • შესთავაზოს საზოგადოებას ვითარების კრიტიკული ანალიზი.
  • წარმოადგინოს რეკომენდაციები ქვეყნის კონკურენტუნარიანობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის.

„გლობალური კონკურენტუნარიანობის ანგარიშში“ წარმოდგენილია „გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი“, რომელიც მსოფლოს 148 სახელმწიფოს რეიტინგს მოიცავს. საქართველო რეიტინგში 148 ქვეყნიდან 72 ადგილზე გავიდა, აღსანიშნავია, რომ იგი გასულ წელს 77–ე პოზიციაზე იყო, თუმცა კვლევა 144 ქვეყანას მოიცავდა. გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსი მრავალ პარამეტრს და ინდიკატორს მოიცავს, რომლებიც თავის მხრივ სხვადასხვა რეიტინგების წარმოების საშუალებას იძლევა.

პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ რეიტინგში საქართველოს ყველაზე ცუდი შედეგები დაუფიქსირდა შემდეგი მიმართულებით:

  • საკუთრების უფლების დაცვა –120–ე ადგილი
  • ინტელექტუალური საკუთერების დაცვა–124 –ე ადგილი
  • უმცირესობაში მყოფი აქციონერების ინტერესების დაცვა – 125 –ე ადგილი
  • კვლევითი და სატრეინინგო მომსახურებების ხელმისაწვდომლობა – 130 ადგილი
  • ადგილობრივი კონკურენციის ინტენსივობა – 123 ადგილი
  • ანტი–მონოპოლიური პოლიტიკის ეფექტურობა – 138 ადგილი

 

გარდა ზემოთჩამოთვლილი მაჩვენებლებისა საქართველოს კიდევ ბევრ ინდიკატორში აღენიშნება მნიშვნელოვანი ჩავარდნა, რაც საბოლოო ჯამში უაღრესად კრიტიკული და საგულისხმო დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა, აღნიშნავენ  DBR-ში.

ცნობისთვის, Doctrina Business Review (DBR) – წარმოადგენს ახალგაზრდა ანალიტიკოსთა და მეცნიერთა დარბაზის „DOCTRINA”-ს ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევებისა და კონსულტაციების ცენტრს, რომელიც ატარებს კვლევებს მიკრო-მაკრო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში.

12.09.13

მარინა ფიდუაშვილი

Tags: აკაკი ცომაია: „განათლების საკითხის მოგვარებას სჭირდება დროთუმცა შესაძლოა უახლოეს მომავალში ტაქტიკის შემუშავება“
ShareTweet

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026

საინტერესო

შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

დაბა ჩაქვში საცხოვრებელი სახლი გაქურდეს

8 years ago
შსს-მ 529 აბი “კოდეინი” ამოიღო

შს სამინისტრო ე.წ. „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ კანონმდებლობის გამკაცრების ინიციატივით გამოდის

9 years ago
დონალდ ტუსკი საქართველოშია

დონალდ ტუსკი საქართველოშია

11 years ago
ჩოხატაურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეოთხე ბიჭიც გარდაიცვალა

ჩოხატაურში მომხდარი ავარიის დროს დაშავებული მეოთხე ბიჭიც გარდაიცვალა

2 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by