საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილმა თანამდებობა დატოვა.
უშიშროების საბჭოში დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.
ლევან ბოძაშვილი საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თანამდებობას 2015 წლის ივნისიდან იკავებდა.