• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

რა არის მეტანია და რა კავშირი აქვს ჩვენს სხეულთან?

9 years ago
კატეგორია: კატეგორიის გარეშე, რელიგია
A A
რა არის მეტანია და რა კავშირი აქვს ჩვენს სხეულთან?
20
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ღვთისადმი თაყვანისცემას ადამიანები სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ: ლოცვით, მარხვით, მეტანიებით, ტაძრის შესაწირისა თუ ღარიბთათვის მოწყალების გაღებით. თაყვანისცემის აქტში ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სურვილი, რომ მის მიერ გადაგმული ნაბიჯით ადიდოს უზენაესი არსება, რომლისგანაც მიიღო ყოველივე – სიცოცხლე თავისი სევდითა თუ სიხარულით. თაყვანისცემა მაშინ კარგავს აზრს, თუ მხოლოდ სხვისი თვალის მოხიბლვას ემსახურება. ამის დასტურად, სახარებიდან მეზვერისა და ფარისევლის ამბის დამოწმებაც შეგვიძლია.

მეტანია ქრისტიანობაში, და არა მხოლოდ, ღმერთის თაყვანისცემის ფორმაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, „თბილისი თაიმსს“ მთაწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დეკანოზი ალექსი ქშუტაშვილი ესაუბრა.

რას ნიშნავს მცირე და დიდი მეტანია?

– მცირე თუ დიდი მეტანია ღმერთის თაყვანისცემის ერთ-ერთი ფორმაა, რომელსაც ჩვენი სხეულით ვასრულებთ. ადამიანი არა მხოლოდ სულიერი, არამედ ხორციელი, მატერიალური არსებაცაა, შესაბამისად, ჩვენი ლოცვის აქტში მონაწილეობს არა მხოლოდ გული და გონება, ანუ ჩვენი სული, არამედ მთლიანად სხეული. ადამიანი თუ შეუძლოდ არის, შესაძლოა იჯდეს კიდეც და მეტანიები არ შეასრულოს, მაგრამ შეზლონგზე წამოწოლის ვერავის ნახავთ. ფეხზე დგომით თუ მუხლზე ჩოქვით ადამიანი ცდილობს, იყოს მობილიზებული და თავს მოდუნების უფლება არ მისცეს. განმარტებისთვის, მცირე მეტანია გულისხმობს პირჯვრის გადაწერას და წელში მოხრას ისეთ დონემდე, რომ ხელით იატაკს მივწვდეთ. დიდი მეტანიის დროს ისევ პირჯვარს ვიწერთ, დავიჩოქებთ ორივე მუხლზე და შუბლით იატაკს ვეხებით.

საინტერესოა, რომ მუსლიმებიც თითქმის ანალოგიურად სცემენ ღმერთს თაყვანს, რა თქმა უნდა, პირჯვრის გამოსახვის გარეშე.

– ამაში განსაკუთრებული არაფერია, რადგან მუსლიმებისა და ქრისტიანების ანატომია ერთი და იგივეა. შესაბამისად, წელში მოვიხრებით თუ დავიჩოქებთ, ადამიანები ვართ ყველანი და ფიზიკურად ერთნაირ მოძრაობებს ვაკეთებთ. გარკვეული განსხვავებები მაინც არის, მაგრამ ორივე შემთხვევაში ღმერთს ვადიდებთ და მისადმი მორჩილებას გამოვხატავთ.

ხელის იატაკთან შეხებას თუ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა?

– ხელის იატაკთან შეხებას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს. ეს პრობითად ერთგვარი საზომია იმისა, რომ საკმარის დონეზე ვიხრებით მცირე მეტანიის შესრულებისას. თუმცა ზოგან ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ, მაგალითად, ათონის მთაზე ვნახე, რომ მეტანიის შესრულებისას იატაკს ხელით მაინცდამაინც არ ეხებოდნენ. ზოგადად მეტანიას რაც შეეხება, საინტერესოა სიტყვის ეტიმოლოგია: „მეტა“ ბერძნულად გონებას ნიშნავს, ხოლო „ნოე“ – განახლებას, განწმენდას, ანუ მეტანია ბუნებრივი მდგომარეობიდან უფრო ზებუნებრივში გადასვლაა. რეალურად ღმერთის ამგვარი თაყვანისცემით ვცდილობთ, რომ ჩვენი გონება და აზროვნება უკეთესობისკენ შევცვალოთ.

საეკლესიო სასჯელის სახით როდის ადგენენ მეტანიას?

– სიტყვას თუ კარგად ჩავუღრმავდებით, სასჯელი მსჯელობას გულისხმობს. ადამიანმა უნდა იმსჯელოს, რა ჩაიდინა და ამ გზით სინანულამდე მივიდეს. მეტანიის დანიშნულებაც იგივეა, მისით ცოდვის გამოსყიდვა კი არ ხდება, არამედ სინანულის გამოხატვის ერთგვარი ფორმაა.

ზოგჯერ ხომ არ იქცევა მეტანია მექანიკურ, შინაარსდაცლილ მოძრაობებად?

– ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხია. ჩემი პირადი დამოკიდებულების შესახებ მოგახსენებთ. მე, როგორც სასულიერო პირი, სასჯელის სახით მეტანიებს შეგნებულად არ ვაძლევ ტაძარში მოსულს ზუსტად იმიტომ, რომ მექანიკურ ფორმად არ იქცეს, ანუ ადამიანმა არ უნდა იფიქროს ასე: „მორჩა, შევასრულე დანიშნული ათი მეტანია და ვალი მოვიხადე“. ადამიანს უნდა სურდეს, რომ ღმერთს ქედი მოუხაროს ან მუხლებზე დაუჩოქოს, რაც სათანადო განწყობის გარეშე, შესაძლოა მართლაც იყოს სულისკვეთებას მოკლებული. თუ მეტანია ეპიტემიის სახით ვინმესთვის მიმიცია ან მომავალში მომიწევს მიცემა, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ვიქნები, რომ სწორად გაიგებს, და არა იმიტომ, რომ ვალის მოსახდელად ვარჯიში დაიწყოს. როცა შინაგან განწყობას მოკლებული ვარ, მეც ვცდილობ, რომ მოჩვენებით არ დავიჩოქო.

მეტანიის ნაცვლად რა სახის ეპიტემია შეიძლება დაუწესოთ?

– მე უფრო ხშირად ლოცვების კითხვას ვავალებ. თუ ადამიანს მძიმე ცოდვა აქვს ჩადენილი, მაშინ გარკვეული პერიოდი უზიარებლობას ვუწესებ, რაც ყველაზე დიდი ორი თვე გრძელდება ხოლმე.

როგორც წესი, მართლმადიდებელ ეკლესიაში, მრევლს ფეხზე დგომა ხანგრძლივად უწევს. ზოგჯერ ხალხის სიმრავლიდან გამომდინარე არის უჰაერობა და ჩახუთულობა (სავარაუდოდ, ასეთივე მდგომარეობა იქნებოდა კატაკომბებში, სადაც პირველმა ქრისტიანებმა საღამოს საათებში შეკრება და მსახურების ჩატარება დაიწყეს). მეტანიის დროს ტვინი სისხლით უფრო აქტიურად მომარაგდება. შესაძლებელია თუ არა მეტანიას ამგვარი ბიოლოგიური ახსნა მოვუძებნოთ?

– ეს თეორიაც რომ ვივარაუდოთ, ამაში ცუდი არაფერია. სხეულის ამოძრავებით, დიდი თუ მცირე მეტანიის შესრულებით, სისხლის მიმოქცევაც გააქტიურდება, შინაგანად გავმხნევდებით და გამოვფხიზლდებით.

მამა ალექსიმ რამდენიმე საინტერესო და სახუმარო ამბებიც გაიხსენა:

“მოლდოვის ერთ-ერთ ტაძარში მსახურება მიმდინარეობდა და ეპისკოპოსიც ესწრებოდა. მღვდელმა რაღაც დააშავა და ეპისკოპოსმა უთხრა, რომ ამბიონზე ხალხის თანდასწრებით სამოცდაათი მეტანია შეესრულებინა. მღვდელი უხერხულად გრძნობდა თავს, საკურთხეველში ან სახლში კიდევ შეასრულებდა, მაგრამ ახლა უამრავი ხალხის წინაშე უნდა მიეღო სასჯელი.  გამოვიდა ამბიონზე, მიიხედა ხალხისკენ და უთხრა: „აბა, ყველამ ერთად გავაკეთოთ სამოცდაათი მეტანია“. ერთი სიტყვით, თვითონ ხომ შესარულა ეპისკოპოსის დავალება და თან მოხუცს თუ ახალგაზრდას, ყველას ქანცი გააძრო.

რუმინეთში კი ეპისკოპოსთან ქალი მივიდა თხოვნით, მოძღვარმა ძალიან ბევრი მეტანია დამავალა და იქნებ სასჯელი სხვა ფორმით შემიცვალოთო. ქალი ჭარბწონიანი იყო და სამ მეტანიასაც ვერ გააკეთებდა. ეპისკოპოსი მღვდელზე უფრო გონიერი აღმოჩნდა და ქალს რამდენიმე ათეული მეტანიის ნაცვლად, მოწყალების გაცემა  დაავალა. ამრიგად, როცა სასულიერო პირი ადამიანს რამეს ავლებს, უნდა გაითვალისწინოს მისი მდგომარეობა და შესაძლებლობები.

ეს კი აქაური ამბავია. პიროვნება, ვისზეც ვსაუბრობ მღვდელია ახლა. ადრე მძიმე ცოდვა ჩაიდინა და მონასტრის წინამძღვრმა შვიდი მცირე მეტანია დააკისრა. ეს ადამიანი ცოტა გაკვირვებული და იმედგაცრუებული დარჩა, ჩადენილი ცოდვის კვალობაზე, მიღებული სასჯელი ეცოტავა. თუმცა, როგორც მიამბო, იმ საღამოსვე წელი გაუკავდა და შვიდი მეტანია იმდენად მძიმე აღმოჩნდა მისთვის, რომ ერჩივნა, ჯანსაღად ყოფილიყო და ათასი მეტანია შეესრულებინა.”

მარიამ ქალებაშვილი

Share8Tweet5

ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

06/26/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს
ახალი ამბები

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული
ახალი ამბები

პატრიარქი: როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით, ჩვენ ყოველთვის განვაახლებთ ერთმანეთთან ერთობას და შევიგრძნობთ ჩვენს თავს ქრისტეს ერთიანი სხეულის წევრებად. უფალმა გვიბრძანა, რომ შევინარჩუნოთ ეს ერთობა მისგან ბოძებული

05/25/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

70 წლის ქართველი ქალი დაღუპული შვილის პიტბულმა მოკლა 

4 years ago

გიორგი ისაკაძე ”მაესტროდან” გაათავისუფლეს

10 years ago
უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის სისტემაში ჩვენს ადგილს ვიპოვით – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის სისტემაში ჩვენს ადგილს ვიპოვით – ვოლოდიმირ ზელენსკი

5 years ago

ბიძინა ივანიშვილი კონფლიქტოლოგ გოგი ხუციშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

13 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by