• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ისლამის მიხედვით, რატომ არ არის მიღებული მამაკაცის მიერ ქალისათვის ხელის ჩამორთმევა?!

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ისლამის მიხედვით, რატომ არ არის მიღებული მამაკაცის მიერ ქალისათვის ხელის ჩამორთმევა?!
18
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ერთი მუსლიმური ჩვეულების შესახებ უნდა გიამბოთ. ომანიდან სტუმარი იყო ჩამოსული, რომელსაც ქუვეითში დიპლომატიური მუშაობის გამოცდილება ჰქონდა, არც განათლება აკლდა და არც წიგნიერება. მეუღლეც ახლდა, რომელიც ომანის ერთ-ერთი სკოლის დირექტორად მუშაობდა. შეხვედრის დროს ხელი გავუწოდე ჩამოსართმევად, იმათაც გამომიწოდეს. უამრავ საკითხზე ვისაუბრეთ და უცხოობის განცდამ თანდათან რომ გაიარა, კიდევ უფრო საინტერესო თემებზე გავაბით საუბარი. სიტყვა ქალისთვის ხელის ჩამორთმევაზეც ჩამოვარდა და ამიხსნა, რომ მუსლიმებში ასეთი წესი მიღებული არ არისო. მიზეზი, რომ ვკითხე, მიპასუხა: “ალმასს ერთი ნაკაწრიც რომ გაუჩნდეს, ვინმე იყიდისო?”

ამას წინათ ბათუმში ქართველ მუსლიმ რესპოდენტთან მქონდა შეხვედრა. ამ შემთხვევაში ხელის გაწოდებისგან თავი შევიკავე და არც მას უაქტიურია.

ზოგადად, ხელის ჩამორთმევის ჟესტს სხვადასხვა ახსნა აქვს. მისალმების ეს ფორმა ბევრ ქვეყანაში, განსაკუთრებით აზიურ სახელმწიფოებში, მიღებული არ არის.

აღნიშნულ თემაზე “თბილისი თაიმსს” თეოლოგი და შუახევის მუნიციპალიტეტის მუფთი ასლან შარაშიძე ესაუბრა.

 ისლამის მიხედვით, რატომ არ არის მიღებული მამაკაცის მიერ ქალისათვის ხელის ჩამორთმევა?

– ისლამში მისალმება და ერთმანეთის დალოცვა შუამავლის ქცევებიდან და მოწოდებებიდან გამომდინარეობს. ის ამბობდა, “გაავრცელეთ სალამი” – ანუ მიესალმეთ ერთმანეთს, ხალხს, საზოგადოებას ღვთის ულმაზესი სალამით “ეს სელამუ ალეიქუმ”, რაც ნიშნავს  “ღვთის ლოცვა და მშვიდობა თქვენ”. ეს არის ის ფორმა, რომელიც გავრცელებულია ყველგან, სადაც მუსლიმები სახლობენ და არ აქვს მნიშვნელობა, ქალი იქნება თუ კაცი, დიდი თუ პატარა, ყველასთვის მისაღებია.

რაც შეეხება უშუალოდ ხელის ჩამორთმევას, აქ ორი სხვადასხვა აზრია, რომელიც სწორად უნდა გავიგოთ. პირველი ის, რომ ისლამის პირველწყაროში, ანუ წმინდა ყურანსა და შუამავლის გამონათქვამებში მისი ამკრძალავი არც აიათი და არც ჰადისი არ გვხვდება. შუამავალ მუჰამმედს, მაშინდელი არაბული კულტურის გათვალისწინებით,  უცხო ქალებისთვის ხელი არ ჩამოურთმევია, მაგრამ ეს ქმედება არც აუკრძალავს, რაც გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ ხელის ჩამორთმევა ჰარამი ანუ აკრძალული არაა.

თუმცა მეორე საკითხია, თავის არიდება ისეთი ცუდი ქმედებისგან, რომელიც ადამიანს მრუშობისკენ უბიძგებს, აქ იგულისხმება ფლირტი, უწესო ფიქრი და სურვილი, რომელიც ყურანის მე-17 სურის 32-ე აიათით არის აკრძალული: “და არ მუახლოვდეთ მრუშობას! უეჭველად, იგი ზნედაცემულობა და ცუდი გზაა.”

ამ აიათზე დაყრდნობით და შუამავლის ცხოვრებაზე დაკვირვებით, ისლამის სწავლულები მოსაწონ საქმედ არ მიიჩნევენ უცხო მამაკაცისა და ქალის ხელის ჩამორთმევით მისალმებას.

თუმცა გასათვალისწინებელია ადგილობრივი ტრადიცია და კულტურაც. მაგალითად, თუ არის ოფიციალური შეხვედრები, მუსლიმი მამაკაცი თავს იკავებს მისალმებისას ხელის ჩამორთმევის ინიციატივისგან, ხოლო გამოწვდილი ხელი შეუძლია, და უკეთესიცაა, რომ ჩამოართვას.

მარიამ ქალებაშვილი

Share7Tweet5

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა
ახალი ამბები

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026
„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია
ახალი ამბები

„წმინდა ნექტარიოს ეგინელს წირვის დროს ეკეთა…“ – სასწაულმოქმედი სარტყელი თბილისშია

07/14/2026
„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები
ახალი ამბები

„შინ დაბრუნდი და ეგ წყალი შეინახე, იგი ციებით შეპყრობილთ განკურნავსო…“ – ახტირის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

07/14/2026
იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
ახალი ამბები

იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება

07/01/2026
შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა
ახალი ამბები

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

06/26/2026

საინტერესო

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 15.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 16.7 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

9 years ago

შსს: აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველო დადებითადაა შეფასებული

11 years ago

უზენაესი სასამართლო მთავარ პროკურატურას ადანაშაულებს

13 years ago

შსს ბულგარეთის სამი მოქალაქე დააკავა

12 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by