• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, August 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
შუახევიჰესის მშენებლობა დასრულდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო 50 წლის მანძილზე საქართველოში აშენებული ყველაზე მსხვილი ჰესის, შუახევიჰესის პროექტი დასრულდა. ელექტროსადგური 450 გიგავატ/საათ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და უზრუნველყოფს სათბური გაზების შემცირებას წელიწადში 200 000 ტონაზე მეტით.

შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი დაესწრო. გიორგი კვირიკაშვილმა ჰიდროელექტროსადგური დაათვალიერა და დამსწრე საზოგადოებას საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი პირდაპირი უცხოური ინვესტიციით განხორციელებული პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა  კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“, რომელმაც, მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკულ სექტორს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური შესძინა. მანვე მადლობა გადაუხადა ძირითად ინვესტორებს – ნორვეგიულ კომპანია „ქლინ ენერჯისა“და  ინდურ კომპანია „ტატა ჯგუფს“. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის მნიშვნელოვან წვლილს.

„მოგეხსენებათ, ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული თითოეული პროექტი, თითოეული ახალი მეგავატი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, იმპორტირებული ენერგეტიკული რესურსები მოკლე პერიოდში ჩავანაცვლოთ ადგილზე წარმოებული ელექტროენერგიით. ამისათვის აუცილებელია ხალხისა და მთავრობის ერთიანობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერა და როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორების მაქსიმალური ჩართულობა.  განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რომ ეს გახლავთ გამორჩეული პროექტი გარემოზე ზემოქმედების კონტექსტში.

ეს არის პირველი ჰიდროელექტროსადგური საქართველოში, რომელიც სერტიფიცირებულია „კლიმატის ცვლილებების შესახებ“ გაეროს ჩარჩო-კონვენციის მიერ ნახშირბადის გამოყოფის შესამცირებლად და უზრუნველყოფს სათბური გაზების წელიწადში 200 ათას ტონამდე შემცირებას. ასევე აღსანიშნავია „შუახევიჰესის“ პროექტის ტექნიკური მახასიათებლებიც, განსაკუთრებით კი – 37-კილომეტრიანი გვირაბი, რომელიც მსოფლიოში მეორეა  სიდიდით,“–განაცხადა პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ საქმიანობა მაღალმთიან აჭარაში მხოლოდ ჰესის მშენებლობით არ შემოიფარგლა– კომპანიამ  შექმნა პრეცედენტი  სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და ქვეყანაში ამ მხრივ საქმიანობის მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა. პრემიერის თქმით, პროექტმა დიდი სარგებელი მოუტანა ადგილობრივ მოსახლეობას სოციალური პროექტების, დასაქმების, კომპენსაციების კუთხით და გადასახადების სახით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ადგილობრივ ბიუჯეტში.

ჩვენთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შუახევის ჰიდროელექტროსადგური მუდმივად დაასაქმებს 300 კაცს, რაც მოტივაციას შეუქმნის მათ, არ მიატოვონ მშობლიური კუთხე და ხელი შეუწყონ მთიანი აჭარის განვითარებას.   აქვე, მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ სახელმწიფო მხარს უჭერს და მუშაობს განახლებადი ენერგიების ათვისების, ქარისა და მზის ელექტროსადგურების პროექტების შესწავლისა და მშენებლობის მიმართულებით. ორი დღის წინ მე მთავრობის სხდომაზე განვაცხადე, რომ ჩვენს მთავრობას საქართველოს საფონდო ბირჟაზე გასაყიდად გამოაქვს ქარის ელექტროსადგურის აქციები და მოქალაქეებს მათ შეძენას სთავაზობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს მოქალაქეებს გაუჩნდეთ ჩართულობის შეგრძნება იმ ძალიან მნიშვნელოვან პროექტებში, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ,“–აღნიშნა პრემიერ–მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ  „შუახევიჰესი“ თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის მიღწევაში და იქნება ერთ-ერთი სამაგალითო პროექტი პოტენციური ინვესტორებისთვის.

სიტყვით გამოსვლის დასასრულს პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძეს ენერგეტიკის სფეროში განხორციელებული არაერთი  მნიშვნელოვანი პროექტისთვის. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კახა კალაძეს საინტერესო პოლიტიკური გეგმები აქვს. “დარწმუნებული ვარ, სადაც კახა კალაძე იქნება, იქ იქნება წარმატება”,-განაცხადა პრემიერმა.

ენერგეტიკის სექტორში  უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტის, შუახევიჰესის მშენებლობის დასრულებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ: საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე; ინდოეთის უმსხვილესი ენერგოკომპანიის „TATA POWER“–ის აღმასრულებელი დირექტორი, კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯიას“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე  ანილ სარდანა;  „Clean Energy Invest”-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბარდ მიკელსენი;  IFC -ის რეგიონული მენეჯერი სამხრეთ კავკასიაში იან ვან ბილსენი.

შუახევიჰესის მშენებლობა დაიწყო 2013 წლის შემოდგომაზე და განხორციელდა უახლესი ტექნოლოგიებით, უმაღლესი ხარისხით და უმოკლეს დროში.  პროექტის საინვესტიციო ღირებულება 416 მილიონ ამერიკულ დოლარს შეადგენს.  პროექტის ფარგლებში დასაქმებული იყო  საქართველოს 730 მოქალაქე. ჰესების დადგმული სიმძლავრე ჯამურად 187 მეგავატია,  ჰიდროელექტრო სადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ზამთრის თვეებში, ენერგოდეფიციტის დროს, მთლიანად დარჩება საქართველოში, ხოლო ჭარბი გამომუშავების დროს, განხორციელდება ექსპორტი თურქეთის მიმართულებით.

 

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

ვლადიმერ პუტინის ქართველი მწვრთნელის ამბავი

12 years ago
საქართველოში უმუშევრობის დონე 0.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა

წლიური ინფლაციის დონემ 2,3% შეადგინა-საქსტატი

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “ვგეგმავთ ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას”

ირაკლი ღარიბაშვილი: “ვგეგმავთ ორ წელიწადში ახალი ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობას”

12 years ago
7 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰაერის დაბინძურების შესახებ

7 შოკისმომგვრელი ფაქტი ჰაერის დაბინძურების შესახებ

10 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by