• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს

9 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
ლადო ჭანტურია სტრასბურგში მოსამართლეობისათვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

ლადო ჭანტურია ევროპული კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს – ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტ მრჩეველთა კოლეგიის დასკვნაში, რომელიც საქართველოს მთავრობამ მიიღო.

შესაბამისად, ლადო ჭანტურია კონკურსს წარმატებით აგრძელებს. წარმატებულ კანდიდატებთან გასაუბრება კი შემოდგომაზე უნდა შედგეს.

ექსპერტ მრჩეველთა დასკვნით, კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს – სოფიო ჯაფარიძესა და შოთა გეწაძეს. თუმცა, იმ ახალი წესებისა და რთული მექანიზმის გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ „ფასდება არა მხოლოდ ის, თუ რამდენად კარგი განათლება აქვს კანდიდატს ადამიანის უფლებათა სამართალში ან გამოცდილება – როგორც მოსამართლეს, არამედ მოცემული პროფესიული გამოცდილების ხანგრძლივობა, რაც გარკვეულწილად დამოკიდებული ასაკზეც, ამ გამოცდილების სიღრმე და მასშტაბი“.

შესაბამისად, დასკვნაში პირდაპირ არის ხაზი გასმული შოთა გეწაძის „ახალგაზრდა ასაკსა“ (35 წლის) და აქედან გამომდინარე შედარებით ხანმოკლე სამოსამართლო კარიერაზე (6,5 წელი), ხოლო სოფიო ჯაფარიძესთან დაკავშირებით ნათქვამია, რომ მიუხედავად მისი კარგი ცოდნისა ადამიანის უფლებების სფეროში, მიუხედავად მისი „ღირებული პროფესიული გამოცდილებისა“, ამ ეტაპზე მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი საკმარისად მაღალი და საკმარისი ხანგრძლივობის არ არის.

ვინაიდან კანდიდატთა სია 3 პირისგან უნდა შედგებოდეს, მოცემული ორი კანდიდატის ნაცვლად ახალი კანდიდატების შესარჩევად დღეს ქვეყნის შიგნით კონკურსი გამოცხადდება, ხოლო ლადო ჭანტურია სტრასბურგის ორგანოების წინაშე წარმატებულად შეფასებულ კონკურსანტად დარჩება.

ქვეყნის შიგნით გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საბუთების შემოტანისთვის მსურველებს ვადა 25 აგვისტომდე ექნებათ.

საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლეობის სამი კანდიდატი 1 მაისს შეარჩია. კანდიდატები იმ ხუთკაციანი სიიდან შეირჩნენ, რომელიც მთავრობას სათათბირო ორგანომ −  სპეციალურად ამ მიზნისათვის შექმნილმა სამთავრობო კომისიამ, წარუდგინა.

მთავრობამ წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შემდეგი სამი პირი შეარჩია:

ლადო ჭანტურია

სოფიო ჯაფარიძე

შოთა გეწაძე

სტრასბურგის სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების შესარჩევად კონკურსი 21 თებერვალს გამოცხადდა. მოსამართლეობის სურვილი  68  პირმა გამოთქვა. სპეციალურმა სამთავრობო კომისიამ კონკურსანტების საბუთების საკონკურსო განაცხადთან შესაბამისობის დადგენის შემდგომ უცხოური ენის გამოცდაზე 24 კანდიდატი მიიწვია. მათ უფლება ჰქონდათ, ევროსაბჭოს ორი ოფიციალური ენიდან (ინგლისური, ფრანგული) აერჩიათ ერთ-ერთი და ჩაებარებინათ გამოცდა. ინგლისურ ენაში კანდიდატებისთვის ტესტირება − ბრიტანეთის საბჭომ, ხოლო ფრანგულ ენაში საქართველოს ფრანგულმა ინსტიტუტმა ჩაატარა.

უცხოური ენის ცოდნის დონის შემოწმების შემდეგ გასაუბრების ეტაპზე 24 კანდიდატი გადავიდა, მათგან 23-ს სამთავრობო კომისია ინდივიდუალურად გაესაუბრა. რაც შეეხება ერთ კანდიდატს − გიორგი პაპუაშვილს, ის კონკურსს საკუთარი სურვილით გასაუბრების ეტაპზე გამოეთიშა და წერილობით დაადასტურა, რომ აღარ სურდა კონკურსში მონაწილეობა.

გასაუბრებები ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. კომისიის წევრები თითოეულ კანდიდატს ქულებით აფასებდნენ. კონკურსის დასრულების შემდეგ ქულათა დაჯამების შედეგად 28 მაისს გამოვლინდა  ხუთი კანდიდატი, რომლებმაც ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს. ხუთეულში მოხვდნენ: ლადო ჭანტურია − 5 ქულა, სოფიო ჯაფარიძე − 4.69 ქულა, შოთა გეწაძე − 3.85 ქულა, თამარ ალანია − 3.77 ქულა, ირაკლი დონდოლაძე − 3.69 ქულა. დადგენილი წესის თანახმად, სია გენდერული ნიშნით შედგა.

სამკაციან სიას საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს ივნისში წარუდგენს, საიდანაც ევროპის საბჭო ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ერთ-ერთ კანდიდატურას, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შეარჩევს.

 

 

Share1Tweet1

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

“ვარშავის სამიტზე ველოდები საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების შესახებ ძლიერ განცხადებას”

ჯეიმს აპატურაი: საქართველოში ნატო-ზე მიმტანმაც კი ყველაფერი იცის

9 years ago

ქართულ-ავსტრიული სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობაზე იმსჯელეს

9 years ago
კრისტინ ლაგარდი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება კორუფციის დაძლევისთვის ერთდროულად უნდა მუშაობდეს

კრისტინ ლაგარდი – საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლება კორუფციის დაძლევისთვის ერთდროულად უნდა მუშაობდეს

7 years ago

დეკანოზ მამალაძის ოჯახი პატრიარქთან შეხვედრას ადვოკატებთან ერთად ითხოვს

9 years ago

ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო
ახალი ამბები

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციას Marneulinews.ge ავრცელებს. მათივე ცნობით, უმუდ სოფიევი გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარიდან იყო. თანასოფლელების ინფორმაციით,...

მეტის ნახვაDetails
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by