• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 17, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება

9 years ago
კატეგორია: სპორტი
A A
2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

2-28 სექტემბერს თბილისში ჭადრაკში მსოფლიო თასის გათამაშება გაიმართება. ტურნირთან დაკავშირებით სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ დღეს ფიდე-ს მაღალჩინოსნებს, ვიცე-პრეზიდენტს ისრაელ გელფერს და გენერალურ მდივანს ჯეფრი ბორგს უმასპინძლა.

თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი შეჯიბრების ისტორიაში ყველაზე პრესტიჟული იქნება, რადგან მასში მონაწილეობას მიიღებს ფიდე-ს საერთაშორისო რეიტინგში საწყის 25 პოზიციაზე მყოფი მოჭადრაკე. ასეთი რამ ისტორიაში არ მომხდარა.

დღევანდელ შეხვედრას, რომელიც მსოფლიო თასისთვის მზადების გარდა გაისად, ბათუმში დაგეგმილ საჭადრაკო ოლიმპიადასაც შეეხო, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძეც დაესწრნენ.

ფიდე-ს რეიტინგის ლიდერი, მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი, ვლადიმირ კრამნიკი, ვიშვანათან ანანდი, ვესელინ ტოპალოვი, უესლი სო, ფაბიანო კაურანა, ჰიკარუ ნაკამურა… ეს იმ საერთაშორისო დიდოსტატების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც 2-28 სექტემბერს თბილისში ითამაშებენ. ორასამდე სპორტსმენს სასტუმრო ჰუალინგ პრეფერენსი უმასპინძლებს. მსოფლიო თასიც იქვე გათამაშდება.

„ფიდე-სთვის საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული ასოციაციაა, ჩვენ ჯეროვნად ვაფასებთ ქართული ჭადრაკის წარსულს და აწმყოს, მომავალს კი იმედის თვალით შევყურებთ. ფიდე-ს გენერალურ მდივანთან ერთად თბილისს მსოფლიო თასის საორგანიზაციო საკითხების ინსპექტირების მიზნით ვეწვიეთ. თბილისში დაგეგმილი ტურნირი არნახულად ძლიერი იქნება, რადგან მასში რეიტინგის პირველი 25 ლიდერი ითამაშებს, ასეთი რამ კი შეჯიბრების ისტორიას არ ახსოვს. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილისგან, ბატონ აკაკი ლოდიასგან დამაიმედებელი ინფორმაცია მივიღეთ და ვიმედოვნებ, მსოფლიო თასის გათამაშება უმაღლეს დონეზე ჩატარდება”, – განაცხადა ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტმა ისრაელ გელფერმა.

„საქართველო საჭადრაკო ქვეყანაა, მომავალ ერთ წელიწადში კი აქ ორი უმაღლესი დონის შეჯიბრება გაიმართება – მსოფლიო თასი და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ჩვენ თბილისს ამ ტურნირების საორგანიზაციო საკითხებთან დაკავშირებით ვეწვიეთ, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ეს ღონისძიებები შეუფერხებლად ჩაივლის. ის ინფორმაცია, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე მოვისმინეთ, იმედით აღგვავსებს. მჯერა, რომ თბილისში დაგეგმილი მსოფლიო თასი უმაღლეს დონეზე ჩატარდება, რაც შეეხება საგაისო ოლიმპიადას, ვიმედოვნებ, ისიც ბრწყინვალედ იქნება ორგანიზებული”, – განაცხადა ფიდე-ს გენერალურმა მდივანმა ჯეფრი ბორგმა.

„მოჭადრაკეთა მსოფლიო თასი რიგით მეთორმეტე საერთაშორისო შეჯიბრებაა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო 2017 წელს სახელმწიფო პროექტის Check in Georgia Sport-ის ეგიდით ჩაატარებს. აქამდე მიღებულმა ყველა შეჯიბრებამ საერთაშორისო ფედერაციების უმაღლესი შეფასება დაიმსახურა და ვფიქრობ, გამონაკლისი არც მოჭადრაკეთა მსოფლიო თასი იქნება. ჩვენთვის ამ ტურნირის მიღება საამაყოა, რადგან თბილისში დაგეგმილი შეჯიბრება უმაღლესი დონისა იქნება, მასში ხომ მსოფლიო რეიტინგის 25 მოწინავე მოჭადრაკე მიიღებს მონაწილეობას, მათ შორის მსოფლიოს ჩემპიონი მაგნუს კარლსენი. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო ნაყოფიერად თანამშრომლობს ფიდე-სთან, ეს შეხვედრაც ამის დასტურია და ვფიქრობ, ეს ურთიერთობა მომავალ ტურნირებზე სათანადოდ აისახება”, – განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადას ბათუმი გაისად, 23 სექტემბრიდან 7 ოქტომბრის ჩათვლით უმასპინძლებს.

ShareTweet

ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია
ახალი ამბები

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026
“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა
ახალი ამბები

“ნიცა არც მოდელია, არც კინოვარსკვლავი, მაგრამ…” – უცხოურმა გამოცემამ კვარას მეუღლეს ვრცელი სტატია მიუძღვნა

01/02/2026
„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა
ახალი ამბები

„ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა

12/02/2025
დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა
ახალი ამბები

დაკავებულია 28 წლის კაცი, რომელიც 16 წლის გოგოს თბილისის საროსკიპოში მეძავად ამუშავებდა

10/29/2025
ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ
ახალი ამბები

ᲡᲐᲡᲬᲐᲣᲚᲘ ᲑᲣᲠᲗᲗᲐᲜ 10 ᲨᲔᲮᲔᲑᲘᲗ – ᲛᲘᲥᲐᲣᲢᲐᲫᲘᲡ 20 ᲒᲝᲚᲘ TOP 5-ᲨᲘ

03/16/2025

საინტერესო

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა

5 years ago

“პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 123 საწარმო დავაფინანსეთ”

11 years ago
ISET-მა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა

ISET-მა სოფლის მეურნეობის სამინისტროს მუშაობა დადებითად შეაფასა

9 years ago
„ვაკეს” დირექტორი  წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

„ვაკეს” დირექტორი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს

13 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by