ლონდონის მეტროში სადგურ პარსონს-გრინზე აფეთქება მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, არიან დაშავებულები. ადგილზე უკვე იმყოფებიან პოლიციისა და სასწრაფო დახმარების თანამშრომლები.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
BBC-ის ცნობით, ლონდონში მეტროსადგურ პარსონს-გრინზე აფეთქებას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა, საქმეს ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილება იძიებს.