• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, August 25, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ღვთისმშობლის შობა – იაკობის სახარების მიხედვით

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ღვთისმშობლის შობა – იაკობის სახარების მიხედვით
16
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეს, ახალი სტილით 21 სექტემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის შობას ზეიმობს. ქალწული მარიამი მოიხსენიება როგორც მეორე ევა, რომელმაც კაცობრიობას მხსნელი მოუვლინა. ღვთისმშობლის შობისა და ყრმობის შესახებ ინფორმაცია დაცულია იაკობის აპოკრიფულ სახარებაში, რომელიც ეკლესიის მიერ შეწყნარებული ტექსტია.

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ იაკობის სახარების რამდენიმე თავის რეზიუმეს, რომელიც  მარიამის ამქვეყნად მოვლინებას ეხება.

აპოკრიფის თანახმად, იოაკიმე საკმაოდ შეძლებული ადამიანი იყო ისრაელის თორმეტ ტომში და მოწყალებასაც ორმაგად გასცემდა. ერთხელაც უთხრეს, რომ უშვილობის გამო არ ჰქონდა უფლება, ტაძარში პირველს მიეტანა შესაწირი. ძველი ებრაული ტრადიცია მიიჩნევდა, რომ წყვილზე, რომელსაც შვილი არ უჩნდებოდა, ღმერთი იყო გამწყრალი. დამწუხრებული იოაკიმე უდაბნოში განმარტოვდა ისე, რომ თავის მეუღლეს ანნას არც დამშვიდობებია. უდაბნოში ორმოცი დღე მარხულობდა და განუწყვეტლივ იმეორებდა, რომ ლოცვა იქნებოდა მისი საკვები და წყალი მანამ, სანამ ღმერთი მის გულისტკივილს არ შეისმენდა.

ანნაც გლოვობდა ორი მიზეზის გამო, ქვრივი რომ იყო და ამასთან, უშვილოდ დარჩენილი. ერთ-ერთ მსახურ ქალთან უსიამოვნო საუბრის შემდეგ, ანნამ გადაწყვიტა სამგლოვიარო ტანსაცმელი გაეხადა და თავისი ქორწილის კაბა ჩაეცვა. შემდეგ ბაღში გავიდა სასეირნოდ და დაფნის ხესთან ჩამოჯდა. ზემოთ აიხედა და დაინახა, რომ ხეზე ბეღურებს ბუდე მოეწყოთ. ანნა მწარდე ატირდა და ღმერთს სთხოვდა შეწყალებას, ისევე როგორც ძველად სარა შეიწყალა და ნუგეშად ისააკი მოავლენინა.

მოულოდნელად უფლის ანგელოზი გამოჩნდა და აუწყა,  რომ გააჩენდა ბავშვს, რომლის შესახებაც მთელი დედამიწის ზურგზე ილაპარაკებდნენ. ანგელოზი იოაკიმესაც გამოეცხადა და უთხრა, რომ შინ დაბრუნებულიყო, რადგან ღმერთმა მისი ლოცვა შეისმინა და ანნამ მუცლადიღო. ანნამ შინ მომავალი მეუღლე რომ დაინახა, გაიქცა და ყელზე შემოეხვია.

ცხრა თვის შემდეგ მათ გოგონა შეეძინათ და მარიამი დაარქვეს. როცა ბავშვი ექვსი თვის გახდა, დედამისმა ფეხზე დააყენა, რომ ენახა, შეძლებდა თუ არა სიარულს. მარიამმა შვიდი ნაბიჯი გადადგა და დედის მკერდს მიეკრა. ანნამ მარიამი ხელში აიყვანა და განიზრახა, რომ სანამ ბავშვს ტაძარში არ მიიყვანდნენ, მანამდე მიწაზე აღარ გაატარებდნენ. მარიამს საძინებელი ტაძარივით მოუწყეს, რომ შიგნით უწმინდური არაფერი შესულიყო.

მარიამი ერთი წლის რომ შესრულდა, დიდი დღეობა გადაუხადეს და მთელი ერი და სამღვდელოება დაპატიჟეს. მღვდლებმა ღვთისმშობელი შემდეგი სიტყვებით დალოცეს: „ღმერთო წინაპართა, დალოცე ეს ბავშვი და მარადიული დიდება მიანიჭე მის სახელს მომავალ თაობებში!“

ანნამ ბავშვი ისევ საძინებელში გაიყვანა, რომ ეჭმია. გახარებული დედა ამღერდა და მადლობდა ღმერთს, რომ  სიმართლის ნაყოფი გამოუჩინა: „ისმინე, ისრაელის თორმეტო ტომო: ანნა ძუძუთი კვებავს თავის ბავშვს!“

22 სექტემბერი კი წმინდა მშობლების, ანნას და იოაკიმეს, ხსენების დღედაა დადგენილი.

მარიამ ქალებაშვილი

Share6Tweet4

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ფოსტის ყოფილ შენობაში სასტუმრო კომპლექსი მოეწყობა

10 years ago

უჩა ნანუაშვილი სომხულ ეკლესიასთან მომხდარი ინციდენტის ადეკვატურ გამოძიებას მოითხოვს

12 years ago
საუდის არაბეთში მოთოვა🌨️❄️

საუდის არაბეთში მოთოვა🌨️❄️

5 years ago
ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია”

ირაკლი ღარიბაშვილი: “საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი შეუქცევადია”

12 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by