• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ქისა“- სტუდენტის მიერ შექმნილი ორიგინალური ქართული ხელნაკეთი ჩანთები წარმატებულ ბიზნესად იქცა

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
„ქისა“- სტუდენტის მიერ შექმნილი ორიგინალური ქართული ხელნაკეთი ჩანთები წარმატებულ ბიზნესად იქცა
15
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ქართულ ბაზარს ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი საინტერესო ხელნაკეთი ნივთები ემატება. ახალგაზრდები მარტივად ახერხებენ საკუთარი იდეები  წარმატებულ ბიზნესად აქციო და წამოიწყონ  საინტერესო და საყვარელი საქმიანობა, რომელსაც თავად განკარგავენ. ასე მოხდა კატო რამიშვილი შემთხვევაშიც.

სტუდენტმა გოგონამ ორი წლის წინ დაიწყო ხელთნაკეთი ნივთების შექმნა და დამზადება. თავიდან  აქსესუარებს ქმნიდა, მას შემდეგ კი რაც მიხვდა რომ  განსხვავებული რაღაცის შექმნა შეეძლო, ტყავის ჩანთების წარმოება დაიწყო. როგორც კატო რამიშვილი „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ჩანთების წარმოება სულ რაღაც ორი თვის წინ დაიწყო და შექმნა „ქისა“, რომელიც დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს.

მოგვიყევით, როგორ შეიქმა თქვენი ბიზნესი?

– ვსწავლობდი აგრარულ უნივერსიტეტში ბიზნესის ფაკულტეტზე, საბოლოო ნამუშევრად წარვადგინე პროექტი, რამაც შემდგომში უკვე პრაქტიკული სახე მიიღო და დავიწყე ჩანტების დამზადება. მსგავსი სახის პროდუქცია ჩვენს ქვეყანაში არ იწარმოება. ძალიან მომწონდა ჩანთების კეთება და ბევრს ვფიქრობდი თუ როგორ შემექმა განსხვავებული დიზაინი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე შემექმნა „ქისა“.

საიდან გაჩნდა იდეა შეგექმნა განსხავებული დიზაინის  ჩანთები და საიდან მოდის  თავად ბრენდის სახელი?

– ქისა ძველად ცნობილი იყო ნივთი, რომელსაც ქალები კერავდნენ თავიანთი ქმრებისთვის. ქისა იყო ძალიან მოსახერხებელი და პრაქტიკულად გამოსაყენებლი. ჩვენი ჩანთებიც სწორედ იმ ქისას ჰგავს, თუმცა თანამედროვე ელემენტებით და დახვეწილი დიზაინით. დატვირთვა ორგვარია, პირველი, ის ძველი ტრადიციებისა და ქართული ისტორიის მატარებელი თანამედროვე ვერსიაა და მეორე მნიშვნელოვანია იმიტომაც, რომ თითოეული ჩანთის წარწერა გამოარჩევს “ქისას“ სხვებისგან.

რა მასალისგან მზადდება ჩანთები და როგორ იქმნება დიზაინი?

– ვცდილობთ რაც შეიძლება მყარი და გამძლე მასალისგან შევკეროთ. მასალა, რომელსაც ჩვენ ვიყენებთ ჩანთების შეასქმნელად ძალიან ჰგავს „ზამშს“, რომელიც საკმაოდ რბილი და მოსახერხებელია. ამავე დროს ძალიან პრაქტიკული და გამძლე. თითოეული მათგანი განსხვავებული და ორიგინალურია. განსხვავებული ფერითა და დიზაინით იქნება. ასევე ვუკეთებთ წარწერებს ცნობილი ფილმებიდან. ხშირად თავად მომხმარებელი გვთხოვს მათთვის სასურველი წარწერის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სამი ადამიანი ვართ დასაქმებული ჩვენს მცირე ბიზნესში, მაქსიმალურად ვცდილობთ დავაკმაყოფილოთ მომხმარებლის მოთხოვნები.

როგორია ფასები და სად შეიძლება თქვენი ჩანთების შეძენა?

– პატარა ჩანთების ფასები იწყება 60 ლარიდან.  რაც შეეხება დიდ ჩანთებს მათი ფასი იწყება 150 ლარიდან. ყველაფერი ხელით იკერება, შესაბამისად ჯერ მასშტაბურ გაყიდვაზე არ გადავსულვართ. ჩვენი ჩანთების შეძენა ჯერჯერობით მხოლოდ ფეისბუკ გვერდის საშუალებითაა შესაძლებელი.

როგორია კონკურენცია და როგორ გაგიცნოთ მომხმარებელმა მცირე დროში?

– ზოგადად ხელნაკეთი ნივთების ბაზარზე საკმაოდ დიდი კონკურენციაა. ბევრი ადამიანი ქმნის განსხვავებულ ნივთებს, შესაბამისად დაინტერესებაც დიდია. ასევეა ჩანთების შემთხვევაშიც. მართალია სულ ორი თვეა რაც „ქისა“ შეიქმნა, თუმცა დღეს დიდი მოწონებით სარგებლობს. შეკვეთებსაც ხშირად ვიღებთ და მომხმარებელის სიყვარულს და მოწონებასაც ვგრძნობთ.რაც შეეხება იმას, თუ საიდან გაიცნო „ქისა“ მომხმარებელმა, ხშირად ვიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა კონკურსში. „სტარტ აფ მარკეტზე“ დაახლოებით ექვსჯერ მივიღეთ მონაწილეობა. ვმონაწილეობთ ფესტივალებზეც: “Open air”, “Janfest”-ზე. ვგეგმავთ თბილისობაზეც გავიტანოთ ჩვენი ნამუშევრები.

როგორია თქვენი  სამომავლო გეგმები, გეგმავს თუ არა „ქისა“ გაფართოებას?

– ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ ორი ტიპის პატარა ჩანთები და ზურგჩანთები.ყოველდღიურად ვიხვეწებით და ვცვლით დიზაინს და მოდელებს. ნელ-ნელა ვითარდება ჩვენი ჩანთები როგორც სტილითა და დიზაინით, ასევე სამომავლოდ შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა ტიპის მოდელიც.  უახლოეს მომავალში ვგეგმავთ “Fashion  Week”-ზე გავიტანოთ ჩვენი ჩანთები, რაც საშუალებას მოგვცემს კიდევ  უფორ მეტმა გაიცნოს „ქისა“.

მარიამ ლეკიაშვილი

 

fb-share-icon
Tweet
Share6Tweet4

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In