პეტრო პოროშენკოს არ მისცეთ უფლება პუტინის ბრძანებით გამიტაცონ, – ასე მიმართა მიხეილ სააკაშვილმა საცხოვრებელი სახლის სახურავიდან შეკრებილ მხარდამჭერებს.
„არ მისცეთ მათ საშუალება ეს დანაშაული ჩაიდინონ. მათ სურდათ ჩემი გატაცება, მაგრამ არ გამოუვიდათ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ბინაში ჩხრეკას უკრაინის გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური ატარებს.
„ჩვენი სპეცდანიშნულების რაზმი უზრუნველყოფს გენერალური პროკურატურის მიერ საგამოძიებო ქმედებების ჩატარებას“, – განაცხადა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის პრესმდივანმა.












