„მსგავსი „თამაში“ გერმანიაშიც ჰქონდათ,როცა ყავისფერებით დადიოდნენ. ეს სერიოზულად ჯდება მეხსიერებაში. ეს საშიშროების, ავტორიტარიზმის მაჩვენებელია,როდესაც მეტროს ვაგონის ფერი როგორი იქნება, მობილურის ინდექსი როგორი იქნება, ამასაც კი წყვეტენ“ , – განაცხადა გია გაბრიჩიძემ. წინასაარჩევნოდ ქალაქის ინფრასტრუქტურის „გალურჯებაზე“, ჟურნალისტმა გია გაბრიჩიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა
„ბელგიაში მსგავსი რამ არ მოხდება, ნორმალურ ქვეყანაში ავტობუსის ფერებს არ შეცვლიან გამარჯვებული პარტიის სიმბოლოს სახით. საზოგადოებასთან ამით ადვილი სამუშაოა. ეს არის 25-ე კადრის ეფექტი.
ისევ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გვიწევს არჩევანის გაკეთება. გასათვალისწინებელია ასევე „ევროპული საქართველოს“ ამომრჩევლის ფსიქოლოგია. როცა იძახდნენ,რომ 500 ათასი ამომრჩეველი გვიჭერს მხარს, აქ იყო მთლიანად „ნაციონალური მოძრაობა“, ახლა საინტერესოა ვინ გახდება მთავარი ოპოზიციური ძალა და როგორ განაწილდება ხმები. არც ის მგონია, რომ ამ ორივე პარტიამ ერთად მოიპოვის 500 ათასი ხმა. ამომრჩეველმა უნდა იაქტიუროს, რაც შეიძლება მეტი ნაწილი უნდა მივიდეს არჩევნებზე“ , – განაცხადა გია გაბრიჩიძემ.
მანანა ღოღობერიძე











