• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,,ამას ვერ მოყვები. ეს უნდა ნახო“ – კახა ბაკურაძის ,,მოძრაობის თეატრი“

9 years ago
in კულტურა
A A
17
SHARES
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

,,მოძრაობის თეატრის“ ისტორია, შექმნა და არსებობა მისი დამფუძნებლის, კახა ბაკურაძის, ცხოვრების უმთავრესი და განუყოფელი ნაწილია. ორიგინალურად გაფორმებული თეატრი, რომელიც მაყურებელს უამრავ სიახლესა და საინტერესო სპექტაკლებს სთავაზობს როგორც მისმა შემქმნელმა გვითხრა ,, მუდმივ მოძრაობაშია“. ,,თბილისი თაიმსი“ დაინტერესდა ,,მოძრაობის თეატრის“ ისტორიით, სპექტაკლებითა და სამომავლო გეგმებით.  ჩვენს კითხვებს თეატრის დამფუძნებელმა და სამხატვრო ხელმძღვანელმა – კახა ბაკურაძემ უპასუხა.

გვიამბეთ, როდის შეიზმნა საქართველოში მოძრაობის თეატრი და როგორ შენდებოდა ის?

– 2001 წელს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად დავდგი პირველი სპექტაკლი ,,რიჩარდ მესამე“. სტუდენტებისგან შეკრულმა დასმა დამანახა ახალი თეატრის ჩამოყალიბების შესაძლებლობა და მოგზაურობა მოძრაობის სამყაროში. თავდაპირველად, დასმა საჯარო გამოსვლები ყოველგვარი ანონსებისა და ანაზღაურების გარეშე დაიწყო და იმ დროს დასის გამოჩენა თბილისის ნებისმიერ ქუჩაზე დიდი დღესასწაული იყო. შემდეგ იყო თეატრალური სარდაფის მიმდებარედ პატარა ფართი, სადაც აეწყო პირველი სცენა მოძრაობის თეატრისთვის. ეს კონსტრუქცია, რომელიც მაშინ მოეწყო, დღესაც გამოიყენება თეატრში. ჩვენი თეატრი სულ მოძრაობაში იყო და მუდმივად იცვლიდა ფართებს დაწყებული აკაკი ხორავას სახლიდან და დამთავრებული რკინიგზელთა სახლის პატარა ოთახით. ამასობაში ჩვენი თეატრის მშენებლობაც დასრულდა, რომელიც თითოეულმა ჩვენგანმა (სამხატვრო ხელმძღვანელმა და დასმა) საკუთარი ხელით ავაგეთ.

ჩვენი შენობა მუშთაიდის ბაღში მდებარეობს. სამი წელი შენდებოდა და დასრულებული სახე 2013 წელს მიიღო.

ვიცით, რომ უცხოეთში საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცხოვრობდით და მოღვაწეობდით. რამ გადაგაწყვეტინათ საქართველოში დაბრუნება?

– საქართველოში ჩემი სახლია, ჩემი ქვეყანაა. მეც მიყვარს ჩემი სამშობლო. ჩემთვის მთავარია ქართულად ფიქრი. უცხოეთში დამღალა უცხო ენაზე ფიქრმა, საუბარმა. თუკი მაინც ამდენი უნდა ვიფიქრო, უკეთესია ვიფიქრო ქართულად. თუ მაქვს რაიმეს სწავლის უფლება და თუ ვარ მასწავლებელი, ვასწავლი ჩემებს, ჩემს შვილებს. ჩვენიანებსაც ხომ სჭირდება, ჩვენც ხომ გვჭირდება. არამარტო იტალიაშია ეს სწავლა-განათლება, ჩვენთანაც არის, თან საკმაოდ კარგად. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ აქ ვასწავლოთ ერთმანეთს. ჯონ რემბო გამახსენდა. ჯარისკაცის სიტყვებია ,,ჩვენ გვინდა, რომ ჩვენს სამშობლოს ისე ვუყვარდეთ, როგორც ჩვენ გვიყვარსო ჩვენი სამშობლო“ და ამას ვეთანხმები. ყველაფერი მაინც ქვეყნის სიყვარულია.

,,მოძრაობის თეატრში“ ყველაფერი სხეულზე, მიმიკებსა და, ბუნებრივია, მოძრაობაზეა დამოკიდებული. გვითხარით, როგორ ხდება სათქმელის მაყურებლამდე მიტანა?

– ამას ვერ მოყვები. ეს უნდა ნახო. მოყოლით არ არის, ეს მოთხრობა არა რის და არც ლექსი. უნდა შეიგრძნო, უნდა ნახო. ვიზუალური ხელოვნებაა, რომელიც უშუალოდ აღიქმება ნახვის დროს.

ძირითადად რა ასაკის მაყურებლები გსტუმრობენ და როგორ არჩევთ სპექტაკლებს დასადგმელად?

– მაყურებელი ნებისმიერი ასაკის გვსტუმრობს, ვისაც ეს აინტერესებს. ცენზი ჩვენთან არ არის.  ერთი სპექტაკლი გვაქვს ,,ბეტონის ზონა“, რომელზეც 16 წლამდე მაყურებელი არ დაიშვება.

ხომ არ გეგმავთ საქართველოს ფარგლებს გარეთ სპექტაკლების გატანას?

– პატარა გასვლები უკვე გვქონდა. რამდენიმე დღით. ჩვენ მოხეტიალე თეატრი ვართ.  პერიოდულად ყოველთვის გაგვაქვს სპექტაკლები. დიდ გასტროლებზე უარს ვამბობთ, რადგან სტაციონარის ათვისება მჭირდება. თეატრი  ასე ვთქვათ უნდა ,,მოიქოქოს“ როგორც საჭიროა. საზღვარგარეთაც წავალთ. შემოთავაზებები გვააქვს.

თქვენ, როგორც ამ თეატრის დამფუძნებელი, როგორ შეაფასებდით თეატრის ამჟამინდელ მდგომარეობას და როგორ ხედავთ მას მომავალში?

– ამ შეფასებას ორი პოზიცია აქვს: ფინანსურ-სოციალური და შემოქმედებითი. სოციალურ-ფინანსური მდგომარეობით, სახელმწიფო თეატრებისგან განსხვავებით, ჩვენ შორს ვართ. ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფო ბიუჯეტი. ისე არ გაიგოთ, რომ ჩვენ რომ ეს ბიუჯეთი გვქონდეს, რადიკალურად შეიცვლება აქ სიტუაცია. ჩვენ რაც გვავქს  აქ ამ ყველაფერს გზაში ვიგონებთ, გზაში ვთხზავთ და გზაშივე ვთამაშობთ. რასაც ვშოულობთ, იმით ვაგვარებთ საქმეებს.

რაც შეეხება შემოქმედებით ამბავს, მოუხედავად ყველაფრისა, გვაქვს 8 სპექტაკლი. მეცხრეს ვაკეთებთ. მეათე ახალი წლისთვის გამოვა. ვაპირებთ მულტფილმის გადაღებას. როგორც იქნა სახელოსნო ავაწყე. მოკლედ რომ ვთქვა, შემოქმედებითი მხარე ჩვენს თეატრში საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. ერთი სპექტაკლის დადგმას ძალიან დიდი შრომა, ნიჭი და ენთუზიაზმი სჭირდება.

მარიამ გობიანიძე

Share7Tweet4

ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
ახალი ამბები

მსახიობი სოსო გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

12/10/2024
„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

„აზიური ოსკარი“ ჩვენია! – დათა ჩაჩუამ საუკეთესო ახალი შემსრულებლის ჯილდო მიიღო

11/14/2024
„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე
ახალი ამბები

„საქართველოში, გრანპრი მოგვაქვს“ – ოთო ბაზერაშვილის წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

11/01/2024
ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს
ახალი ამბები

ვიდეო: ,,ეს ბავშვი არ არის დედამიწელი!…გენიალურია” – ანდრია ფუტკარაძემ და გიგაშამ ,,ჩემს სიმღერას ვინ გაიგებს” შეასრულეს

04/12/2024
ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა
ახალი ამბები

ახალი “რომეო და ჯულიეტა” ტომ ჰოლანდი და ფრანჩესკა ამევუდა იქნებიან – ჯულიეტას როლის შემსრულებელი რასისტული შეურაცხყოფის ობიექტი გახდა

04/07/2024

საინტერესო

100 000 კაცზე ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ-  იმნაძე

პაატა იმნაძე – 24 დეკემბერს ყველაფრის გახსნა ცოტა სახიფათო იქნება

5 years ago
ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

ცნობილია, ვინ არის ნაძალადევზე ავარიის დროს დაღუპული ახალგაზრდა ქალი

5 months ago
თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

თანამედროვე კინოს დიდოსტატი ანდრეი ზვიაგინცევი საქართველოს ეწვევა

8 years ago
აქციაზე 14 პირია დაკავებული – შსს

აქციაზე 14 პირია დაკავებული – შსს

2 years ago

ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”
ახალი ამბები

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026

"ტვ პირ­ვე­ლის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თბი­ლის­ში, ერთ-ერთ სა­ცხოვ­რე­ბელ ბი­ნა­ში ინ­კა­სა­ტო­რე­ბის სა­ხე­ლით შე­სულ­მა ყა­ჩა­ღებ­მა, 3 ადა­მი­ანს ყუ­რე­ბი და თი­თე­ბი და­აჭ­რეს, რათა დიდი ფული...

Read moreDetails
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026
  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by