მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი და ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი დაკავებულია.
დაკავებულია ასევე ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო უწყება ავრცელებს.
როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, სამართალდამცავებმა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორი ცეზარ ჩოჩელი და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით გიორგაძე მისცეს.
18.09.13