• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, May 24, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება

9 years ago
in საზოგადოება
A A
1 ნოემბრიდან ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი ამოქმედდება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
1 ნოემბრიდან ძალაში შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესი.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში უმასპინძლა და სამინისტროში მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე ისაუბრა.
„თანამედროვე მსოფლიო გამოწვევების ფონზე, შს სამინისტრო მუდმივად ორიენტირებულია განვითარებაზე. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის ინოვაციური პროექტების დანერგვა და ტექნოლოგიური რეფორმა, რაც მოსახლეობის უსაფრთხოების ხარისხს კიდევ უფრო გააუმჯობესებს. ჩვენი პოლიციის ტექნოლოგიური რეფორმა ახალ ფაზაში გადადის,“ – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა მედიასაშუალებების წარმომადგენლებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა.
შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში ჟურნალისტებს პრაქტიკულად უჩვენეს თუ როგორ ხდება, უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით, სამართალდარღვევების მონიტორინგი, მათი ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება და ვიდეოჯარიმის გამოწერა.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, 2017 წელს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 3000-მდე ე.წ. ჭკვიანი კამერა მონტაჟდება. შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით მოხდება სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება. დამრღვევი მძღოლი კი  შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:
•       შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
•       ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
•       სიჩქარის გადაჭარბება;
•       მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
•       მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.
ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე,  დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ვიდეოჯარიმების აღსრულების ახალი წესის მიხედვით:
•       საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ,  ჯარიმის ათი კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს 20%-იანი შეღავათით;
•       თუ პირი მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის ვადაში ვიდეოჯარიმას არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
•       ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით ეგზავნება;
•       საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.police.ge;
•       საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა;
•       ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში.  გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი, რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში –  ამოქმედდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
•       ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა იზრდება 1 წლამდე.
•       მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის საშუალებით;
აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა კლების სისტემა არ ვრცელდება.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი მინისტრის თანამდებობებს, გიგლა აგულაშვილმა კი ”რესპუბლიკურ პარტიას” ტოვებს

10 years ago
საქართველოში შშმ პირების 34,4% დასაქმებულია

საქართველოში შშმ პირების 34,4% დასაქმებულია

7 years ago
„როდესაც თავებს ითვლიან, ძალიან ეშლებათ, რადგან იქ თავები კი არა გულებია მთავარი“ – ნინო ქათამაძე

„როდესაც თავებს ითვლიან, ძალიან ეშლებათ, რადგან იქ თავები კი არა გულებია მთავარი“ – ნინო ქათამაძე

2 years ago
“დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი ბიოგრაფიიდან გამომდინარე უფრო ფინანსისტია, ვიდრე ეკონომისტი” – გია ხუხაშვიოლი

გია ხუხაშვილი: „პროკურატურამ გაუგებარი განცხადებებით კითხვის ნიშნები გაზარდა“

9 years ago

ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა
ახალი ამბები

მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა

05/23/2026

მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა.  38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...

Read moreDetails
ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა

05/23/2026
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა

05/22/2026
„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

„პირველად ცხოვრებაში, არ ვიქნები თავმდაბალი და გეტყვით, რომ მე ვარ პირველი ქართველი, რომელიც ამ ნომინაციაზეა წარდგენილი…“ – თამუნა მუსერიძე

05/22/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • მომღერალმა, ჯესი ჯეიმ კიბო დაამარცხა 05/23/2026
  • ცნობილია წერეთლის გამზირზე მოკლული მამაკაცის ვინაობა 05/23/2026
  • სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში 5 ტონაზე მეტი ვადაგასული თევზი გამოავლინა 05/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by