კახეთში, სოფელ წინანდალში, ღვინის კომპანია „შუმის“ საკოლექციო ვენახში, სადაც 400-ზე მეტი ვაზის ჯიშია წარმოდგენილი, რთველი გაიმართა. მასში მონაწილეობა ადგილობრივმა ახალგაზარდებმა და უცხოელმა ტურისტებმა მიიღეს.
როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი აცხადებს, მსგავსი ღონისძიებები ხელს შეუწყობს ღვინის ტურიზმის განვითარებას, ხოლო ქართული ღვინის მრავალფეროვნება მის პოპულარიზაციას მთელს მსოფლიოში.
კომპანია „შუმის“ დირქტორი ამბობს, რომ საკოლექციო ვენახის გაშენება 2004 წლიდან დაიწყო და მასში წარმოდგენილია ვაზის 400-ზე მეტი სხვადასხვა ჯიში საქართველოს ყველა კუთხიდან.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის კრეფის დასრულების შემდეგ, უცხოელი სტუმრებისთვის გაიმართა საინფორმაციო ტური ქართული ღვინის კულტურის, სამზარეულოსა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვნების შესახებ.