• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

,, SDSU-ს სტუდენტები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში ყველაზე მოთხოვნადი კადრები არიან“- უნივერსიტეტის ადმინისტრაცია

8 years ago
კატეგორია: განათლება და მეცნიერება, საზოგადოება
A A
,, SDSU-ს სტუდენტები, როგორც  კერძო, ისე საჯარო სექტორებში ყველაზე მოთხოვნადი კადრები არიან“- უნივერსიტეტის ადმინისტრაცია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

რამდენიმე წელია, რაც საქართველოში სან დიეგოს უნივერსიტეტის ფილიალი გაიხსნა. თუკი ადრე ქართველი ახალგაზრდები უცხოენოვანი დიპლომის ასაღებად საზღვარგარეთ მიდიოდნენ, ახლა მათ საშუალება აქვთ სამშობლოდან გაუსვლელად ამერიკული დიპლომი აიღონ. რაც მთავარია, დიპლომთან ერთად, სან დიეგოს უნივერსიტეტის წარმომადგენლები, სტუდენტებს ხარისხიან განათლებას-დასაქმების პერსპექტივით პირდებიან. ეს, ცხადია, საქართველოში ფუფუნებად ითვლება. როგორ შეიძლება სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩაბარება, რა სტანდარტებით ეუფლებიან სტუდენტები სწავლა-განათლებას, ამ და სხვა საკითხებზე, „თბილისი თაიმსი“ სან დიეგოს უნივერსიტეტის, ქართული ფილიალის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს ესაუბრა.

რამდენი ხანია, რაც სან დიეგოს უნივერსიტეტი ფუნქციონირებს, გახსნის  იდეა ვის ეკუთვნის და უნივერსიტეტის ტერიტორია როგორ განისაზღვრა?

– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში – 35000 სტუდენტით და 130 მილიონ დოლარიანი ბიუჯეტით კვლევითი საქმიანობისთვის. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები-საქართველოში სამშენებლო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას უწყობს ხელს.

პროგრამები სამ პარტნიორ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. პარტნიორ უნივერსიტეტებში გარემონტდა და უახლესი ტექნოლოგიებით აღიჭურვა ლაბორატორიები და საკლასო ოთახები, რათა სტუდენტებმა თეორიულ ნაწილთან ერთად მაღალი დონის პრაქტიკული ცოდნის მიღება შეძლონ.

სან დიეგოს უნივერსიტეტში ჩარიცხვა როგორ ხდება, სწავლა რამდენ წლიანია და სტუდენტებს რა მიმართულებებს სთავაზობთ? კურსდამთავრებულები რომელ ენოვან დიპლომს აიღებენ?

– პროგრამებზე ჩარიცხვა Apply SDSU-ს ადრეული რეგისტრაციის პროგრამით არის შესაძლებელი.

SDSU-საქართველოს პროგრამებზე მიიღებიან სტუდენტები, რომლებიც ერთიან ეროვნულ გამოცდებში დადგენილი კომპეტენციის ზღვარის გადალახვას შეძლებენ. თუმცა, უნდა აღნინიშნოს, რომ ზედიზედ მესამე წელია, ეროვნული გამოცდების შედეგებით ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტები არჩევანს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტზე აკეთებენ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს საბაკალავრო პროგრამებზე 2017 წელს 205 სტუდენტი ჩაირიცხა, აქედან 183 საქართველოს მოქალაქეა, ხოლო 22 საერთაშორისო სტუდენტი, რვა ქვეყნიდან. ამჟამად უნივერსიტეტის პროგრამებზე, საქართველოში, 400-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს.

SDSU სტუდენტებს  მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ოთხწლიან საბაკალავრო პროგრამებს სთავაზობს:

 ელექტრული ინჟინერია

  • კომპიუტერული ინჟინერია
  • სამოქალაქო ინჟინერია
  • სამშენებლო ინჟინერია
  • კომპიუტერული მეცნიერებები
  • ქიმია/ბიოქიმია

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, ამერიკულ დიპლომს მიიღებენ.

სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლა რა თანხებთანაა დაკავშირებული? შიდა საუნივერსიტეტო სტიპენდიები თუ გაქვთ?

– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ნებისმიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე, სწავლის ღირებულება წელიწადში 7500 დოლარს შეადგენს. 

საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით  ჩარიცხულ  სტუდენტებს, სრული ან ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების შესაძლებლობა აქვთ.

სტუდენტებს, აგრეთვე, შეუძლიათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, სრული ან ნაწილობრივი (25%, 50%, 75%, 100%) ფინანსური დახმარება მოიპოვონ.

სწავლების როგორი მეთოდი გაქვთ, სხვა უნივერსიტეტებისგან რა გამოგარჩევთ? სან დიეგოს უნივერსიტეტი რამდენად კონკურენტუნარიანია?

– სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საერთაშორისო აკრედიტაცია აქვს.  სწავლა იგივე პროგრამით ხორციელდება, რომლითაც სან დიეგოში, შედეგად სტუდენტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ  საერთაშორისოდ აკრედიტებულ ამერიკულ დიპლომს იღებენ, რაც მათ მსოფლიო დასაქმების ბაზარზე კონკურენტუნარიანს ხდის. სწავლა  ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს. ლექციებს  ამერიკელი და ამერიკაში გადამზადებული ქართველი პროფესორები კითხულობენ. თეორიული ცოდნის გარდა სტუდენტები, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ლაბორატორიებში,    პრაქტიკულ გამოცდილებასაც იღებენ. დიდი ყურადღება ენიჭება ზოგადი განათლების კომპონენტს, რომელიც სტუდენტებს უვითარებს ისეთ უნარებს როგორიცაა: პრეზენტაციების გაკეთება, საჯარო გამოსვლა, ანალიტიკური უნარები და ა.შ.

შეიძლება ითქვას, რომ SDSU-ს სტუდენტები, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორებში უკვე  ყველაზე მოთხოვნადი კადრები არიან. ჩვენი პროგრამები დაგეგმილია ისე, რომ  სტუდენტები შრომის ბაზრის საჭირობების შესაბამისად მომზადდნენ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, კერძო სექტორსა და სტუდენტების პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირს ინარჩუნებს. სპეციალურად ამ მიზნით, შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრები საქართველოსა და აშშ–ის კერძო და საჯარო სექტორსი წამყვანი კომპანიების ხელმძღვანელები არიან.  აღნიშნული კავშირები, აგრეთვე  ჩვენი სტუდენტებისთვის სტაჟირების პროგრამების შესაქმნელად გამოიყენება. ბევრი სტუდენტი სტაჟირებას პირველივე კურსიდან გადის. ამაში მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეციალური კარიერული განვითარების პროგრამა ეხმარება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტები სწავლობენ კარიერული განვითარების სხვადასხვა ტექნიკებს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოველწლიურ დასაქმებისა და სტაჟირების ფორუმში იღებენ მონაწილეობას.

ნინო ზარიძე

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1

ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში
ახალი ამბები

ცვლილება პირველკლასელების რეგისტრაციაში, მობილურების აკრძალვა, სავალდებულო სასკოლო ფორმები, ე.წ. რეპეტიტორიუმი და ა.შ. – რა იცვლება ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში

12/02/2025
საჯარო სკოლებში,1-ელიდან  მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება
ახალი ამბები

საჯარო სკოლებში,1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება

12/02/2025
მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო
ახალი ამბები

მობილურების აკრძალვა, სასკოლო ფორმები, სახელმძღვანელოების ცვლილება, ნებაყოფლობითი მე-12 კლასი – რა ცვლილებებს აანონსებს სკოლებში მომდევნო სასწავლო წლიდან განათლების სამინისტრო

12/02/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025
სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი
ახალი ამბები

სურსათის ეროვნული სააგენტო თევზის საწარმოებს ამოწმებს – რა დარღვევებია გამოვლენილი

11/21/2025
ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“
ახალი ამბები

ქუთაისი მასპინძლობს მნიშვნელოვან სამედიცინო კონფერენციას — „XXI საუკუნის გამოწვევები მედიცინაში“

11/22/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In