ღვთისმშობლის ხატი – „ბოროტ ფიქრთა და ზრახვათა განმდევნელი“ – ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას არაწმინდა ზრახვების, სასოწარკვეთილების, სევდის, შფოთვისა, შიშების და დეპრესიის დროს…
ლოცვა:
ყოვლადწმიდაო დედუფალო ღმრთის მშობელო,წმიდითა და ყოვლადძლიერითა ვედრებითა შენითა განაშორე ჩემგან,ცოდვილისა და ურგებისა მონისა შენისა,მოწყინებაი,დავიწყებაი, უგუნურებაი,უდებებაი და ყოველი ბილწი,მზაკვარი და გმობადი ზრახვანი საარებულისა გულისა და დაბნელებლისა გონებისა ჩემისანი
დაშრიტე ალი ვნებათა ჩემთა,რამეთუ გლახაკ და წყეულ ვარ,და მიხსენ მე მრავალთა მძიმეთა მოგონებათაგან, განზრახვათაგან და ყოველთა საქმეთაგან ბოროტთა განმათავისუფლე მე. რამეთუ,კურთხეულ ხარ შენ ყოველთა ნათესავთა შორის და დიდებულ არს პატიოსანი სახელი შენი აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.






