თვითმკვლელობა თბილისში – კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია “ცენტრ პოინტის” ერთ-ერთმა ყოფილმა დამფუძნებელმა, 1964 წელს დაბადებულმა გიორგი გურგენიძემ მისივე კუთვნილი იარაღით თავი მოიკლა.
გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გურგენიძეს ფინანსური პრობლემები ჰქონდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში სუიციდის ფაქტი დაადასტურეს. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნინო გიორგობიანის განცხადებით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 115-ე მუხლით აღიძრა.
რა ვერსიები აქვთ გურგენიძის ახლობლებს და ყოფილ კომპანიონებს- იხილეთ ვიდეომასალა.
30.12.13