• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, October 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„სილქ როუდ ჯგუფი“ თანაინვესტირების ფონდთან ერთად ბათუმში „სილქ თაუერს“ ააშენებს

9 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

 

„სილქ როუდ ჯგუფმა“ ბათუმში „სილქ თაუერის“ მშენებლობა დააანონსა.  პროექტის ფინანსური პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი.

“ჩვენი ჯგუფი უკვე ათ წელზე მეტია საქართველოში ახორციელებს ინვესტიციებს  და ამ დრომდე დაახლოებით 600 მილიონ აშშ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში.

ჩვენს საინვესტიციო საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს აჭარის რეგიონს, სადაც 90 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ არაერთ პროექტში, მათ შორის სასტუმრო „რადისონში.“

აღსანიშნავია, რომ მიუხედავად 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომისა, არც თბილისში და არც ბათუმში პროექტები არ შეგვიჩერებია და 2009 წელს თბილისში და 2011 წელს ბათუმში გავხსენით „რადისონის“ ბრენდის სასტუმროები. 2012 წელს ჩვენი მოწვევით საქართველოს ესტუმრა დონალდ ტრამპი, “ტრამპ თაუერის” პროექტის პრეზენტაციისთვის. ბატონ ტრამპს ძალიან მოეწონა საქართველო, ბათუმი და მომავალი „ტრამპ თაუერის“ ლოკაცია, რომელიც ჩვენი აზრით,  საუკეთესოა ბათუმში და ნამდვილად იმსახურებს გამორჩეულ და წარმატებულ პროექტს. მას შემდეგ, რაც ბატონი  ტრამპი ამერიკის პრეზიდენტი გახდა, რეალობა შეიცვალა. ჩვენ ერთობლივი შეთანხმებით შევწყვიტეთ ხელშეკრულება, მაგრამ პირადად მე და ჩვენ გუნდს არც ერთი წუთით არ შეგვიწყვეტია ფიქრი ამ პროექტზე.  ჩვენ გვინდა აჭარაში ავაშენოთ კომპლექსი, რომელიც ბათუმის განვითარების ახალი ეტაპი იქნება: “სილქ თაუერი” და მიმდებარე ტერიტორია, გარემო, რომელიც ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება.  ვიმედოვნებთ, რომ ეს პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მეტი ინვესტიციების მოზიდვაში და მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებაში.

ჩვენი პარტნიორია საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ამ პროექტის თანადაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას” – აცხადებს გიორგი რამიშვილი.

ამ ეტაპზე, „სილქ როუდ ჯგუფის დაკვეთით, საერთაშორისო საკონსულტანციო კომპანია „სერვოტელმა დაასრულა ბაზრის კვლევა. ამჟამად მიმდინარეობს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემუშავება. „სერვოტელის“ წარმომადგენლები თბილისს  5 ნოემბერს ეწვივნენ და „სილქ როუდ ჯგუფსა“ და თანაინვესტირების ფონდს წარუდგინეს პროექტის პარამეტრების პირველადი პრეზენტაცია.

გადაწყდა, რომ პროექტი განხორციელდება რამდენიმე ფაზად: პირველ ეტაპზე იგეგმება „სილქ თაუერის“ მშნებელობა და მის მიმდებარედ არსებული იახტკლუბის  კეთილმოწყობა და განვითარება, რაც ასევე გულისხმობს იახტ კლუბის გასწვრივ  განლაგებული პრომენადის მოწყობას. პროექტის განვითარების შემდგომი ფაზები მოიცავს: დამატებითი საცხოვრებელი კომპლექსების, მაღალი კლასის სასტუმროს, კაზინოს, გასართობი ცენტრის, მულტიფუნქციური დარბაზის და კონგრეს ცენტრის მშენებლობას. წინასწარი გათველებით, მთლიანი პროექტის ღირებულება, ყველა ფაზის გათვალისწინებით, დაახლოებით  250 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

“ძალიან მნიშვნელოვანია ტურისტული სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ახალი სტანდარტების დანერგვა, როგორც აჭარის რეგიონში ასევე მთლიანად საქართველოში. საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიზანია, ქართველ და უცხოელ ინვესტორებთან ერთად, დააფინანსოს და განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას.

ჩვენ 6 თვეზე მეტი ვმუშაობდით ამ პროექტის შესწავლასა და შეფასებაზე და ვთვლით, რომ მისი განხორციელება როგორც ეკონომიკური, ასევე სოციალური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია აჭარის რეგიონისთვის.  ეს იქნება ფონდის რიგით მეოთხე პროექტი ტურიზმისა და უძრავი ქონების მიმართულებით. ამას გარდა, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის დაფუძნებული ტურიზმის განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება დამატებით, სამი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა საქართველოს შავი ზღვისპირეთში.

დიდ მადლობას ვუხდით „სილქ როუდ ჯგუფს“ პარტნიორობის შემოთავაზებისთვის და ვიმედოვნებთ, რომ ბათუმს მომავალშიც შეემატება ასეთი საინტერესო და მიმზიდველი  პროექტები” – განაცხადა საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბაჩიაშვილმა.

ამჟამად სილქ როუდ ჯგუფი აწარმოებს მოლაპარაკებებს ადგილობრივ და საერთაშორისო ბანკებთან, 2018 წელს დასრულდება ტერიტორიის გენგეგმის შემუშავება, ხოლო უშუალოდ „სილქ თაუერის“ მშენებლობის დაწყება 2019 წელს იგეგმება.

 

 

 

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

გორში, პენსიონერს ბანკომატიდან თანხის გამოტანისას ფული გასტაცეს
ახალი ამბები

კარგი სიახლე პენსიონერებისთვის – მთავრობის გადაწყვეტილებით, პენსიები კიდევ იზრდება

10/12/2026
ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს
ახალი ამბები

ბენზინგასამართი სადგურების ასოციაცია გერმანიაში საწვავის ფასის სამ ევროს მიღწევას ვარაუდობს

09/14/2026
კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული
ახალი ამბები

კახეთის მასშტაბით 6 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული

09/14/2026
მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025

საინტერესო

ქართული ქვევრები კანადაში გაიგზავნა

ქართული ქვევრები კანადაში გაიგზავნა

8 years ago
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება 150-ლარამდე გაიზრდება 

4 years ago

„საქართველო ჩვენი ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ჩვენ სტაბილურად მივდივართ დაახლოებისკენ“

11 years ago

გიორგი კვირიკაშვილი ლონდონის 2016 წლის ანტიკორუფციულ სამიტში მიიღებს მონაწილეობას

10 years ago

ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა
ახალი ამბები

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ჩაილურში 22 წლის სალომე ნანუაშვილს გლოვობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი დილით, საწოლიდან წამოდგომის დროს მოულოდნელად გარდაიცვალა....

მეტის ნახვაDetails
„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

„ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი

10/13/2026
ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს

10/12/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

შიო მესამე: როცა მოგვეცემა გარკვეული ამქვეყნიური სიკეთეები, არ მოვიხიბლოთ, არ გახდეს ეს მთავარი ცხოვრებაში, არამედ ყოველთვის გვახსოვდეს მარადიული, ზეციური სიკეთეები

10/12/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა 10/14/2026
  • „ამ ხატის წინაშე ითხოვენ ხსნას შფოთვისა და დეპრესიის დროს…“ – ლოცვა სავედრებელი 10/13/2026
  • ეკლესიებში ელექტრონული შესაწირი აპარატების დადგმაზე, ანდრია ჯაღმაიძე კომენტარს აკეთებს 10/12/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by