• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, September 23, 2023
TTimes.GE
No Result
View All Result
18 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result
Home ექსკლუზივი

ხუდონჰესის მშენებლობა – დადებითი თუ უარყოფითი პროექტი?

2014/02/17
in ექსკლუზივი
Reading Time: 3 min
ხუდონჰესის მშენებლობა  –  დადებითი თუ უარყოფითი პროექტი?
2
SHARES
35
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

  ქართული საზოგადოება სახელმწიფომ ხუდონჰესის შესაძლო აშენების გამო აალაპარაკა და უდიდესი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ობიექტურ მეცნიერთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, რომ ხუდონჰესი არ უნდა აშენდეს და ყოველივეს საკმაოდ საინტერესო არგუმენტებით ამყარებენ. საქართველოს ხელისუფლებას სურს ააშენოს ხუდონჰესი და ბოლო დროს ქართულ ტელესივრცეში სარეკლამო რგოლიც კი გამოჩნდა მოსახლეობის დასარწმუნებლად, თუმცა მოსახლეობის სრული ინფორმირებისთვის გაცილებით მეტია საჭირო. ამ პროცესების უკეთ შესაფასებლად ,,თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ მეცნიერთა შეხედულებებსა და არგუმენტებს. ამჯერად საკითხის უკეთ გასაანალიზებლად ეთნოლოგი, პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი გვესაუბრა.

რა პოზიცია გაქვთ ხუდონჰესის საკითხზე, უნდა აშენდეს თუ არა და რა შედეგებს მოუტანს ეს საქართველოს?

ხუდონჰესის მშენებლობის პროექტთან მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება მაქვს. ამ ტიპის, როგორც სპეციალისტები ასკვნიან, მოძველებული ტექნოლოგიების გიგანტური ჰესების მშენებლობა დამანგრეველი შედეგებისაა, რაც აღიარებულია მსოფლიოს ყველა კულტურულ ქვეყანაში. ხუდონჰესის პროექტს, რომელიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევარშია შექმნილი, დღეისათვის ჩამორჩენილი ტექნოლოგიისა და ძველიენერგორეჟიმის ნიმუშად მიიჩნევენ და იგი ეკოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფულია. რატომ უნდა იყოს საქართველო ასეთანაქრონიზმზე ორიენტირებული? რატომ არ 

მოსდის თავში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ეკოლოგიურად ნაკლები საფრთხის მომტანი მიკროჰესების შენების იდეა? გიგანტური ჰესების მიერ მოტანილი უარყოფითი მაგალითი ხომ უკვე გვაქვს ართვინის რეგიონში (თურქეთის რესპუბლიკა), ისტორიულ კლარჯეთსა და ნიგალის ხეობაში, სადაც მდინარე ჭოროხსა და მის შენაკადებზე (იმერხევისწყალი, დევსქელის წყალი, არტანუჯისწყალი, ქლასკურის წყალი, კატაფხიასწყალი…) აგებულია გიგანტური ჰესები, შედეგად კი დატბორილია ათობით სოფელი და ქართული მატერიალური კულტურის ძეგლი. მკვეთრადაა შეცვლილი ჭოროხის აუზის მიკროკლიმატი, რაც უკვე უარყოფითადაა ასახული მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კულტურულ-სამეურნეო ტიპზე. არანაკლები პრობლემები უკვე არასებობს მესტიის რაიონში: მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ქაღალდის კომბინატი აშენდა (1939 წლიდან), დაიწყო სვანეთის ტყეების მასობრივი განადგურება, პროცესი კიდევ უფრო დაუნდობელი გახდა საქართველოს გათავისუფლების შემდგომ ხანაში. გაიჩეხა ლენხერის ხეობა და უდიდესი ზიანი მიადგა ადგილობრივ ბუნებრივ ინფარსტრუქტურას. ამ მხრივ განსაკუთრებით მძიმე შედეგები სწორედ ხაიშისა და ჭუბერის თემებში ფიქსირდება. ტყის გაჩეხვის პარალელურად, აგებულ იქნა ენგურჰესი, შედეგად კი მკვეთრად იმატა ტენიანობის მაჩვენებელმა ამავე ხეობებში და გაიზარდა ბრონქიალური დაავადებების რაოდენობა. ამ პრობლემებზე წერდნენ მეოცე საუკუნეში ცნობილი ეთნოლოგები (მიხეილ გეგეშიძე, ანზორ ქალდანი), ექიმები (ქალბატონი ლუბა ნიჟარაძე) და სხვები. ამჯერად მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ეკოლოგიური კატასტროფის პროცესი უკვე მიმდინარეობს და რა ბედი ეწევა მესტიის რაიონს ხუდონჰესის აგებისა და მისი მომყოლი შედარებით მიკრო-ჰესების აგების შედეგად? გარდა ამისა დატბორების შექმნა მუდამ საშიშროების შემცველია და  კაშხლის დაზიანების შემთხვევაში დაგუბებული წყალი მასობრივ კატასტროფას გამოიწვევს.  იქმნება დასავლეთ საქართველოს მთელი დაბლობის წალეკვის საშიშროება. მესტიის რაიონი საქართველოს ეკუთვნის და არა რომელიმე ინვესტორს ან სახელმწიფო მოხელეს. სახელმწიფომ, კეთილი ინებოს და გაითვალისწინოს რაიონის მოსახლეობისა და მთელი ხაიშის თემის განწყობა. ამ ადამინებს აქვთ თავიან ისტორიულ მიწა-წყალზე ცხოვრების უფლება. მათ ამ უფლებას სახელმწიფო არ უნდა ართმევდეს.

ვის მოუტანს სარგებელს ხუდონჰესის მშენებლობა?

ხაიში - მესტიის მუნიციპალიტეტი
ხაიში – მესტიის მუნიციპალიტეტი

ობიექტურ სპეციალისტთა დასკვნით, არსებობს არცთუ უსაფუძვლო ვარაუდები, რომ ხუდონჰესი უფრო მეტ სარგებელს ინვესტორსა და ინვესტორის ზურგს უკან მდგომ ლობს  მოუტანს, ვიდრე საქართველოს რესპუბლიკას. ამ პრობლემასთან დაკავშირებით არსებობს ობიექტური ენერგეტიკოსების, ეკონომისტების, გეოლოგების, გეოგრაფებისა და ეკოლოგების კვლევები და მათი მხრიდან ხუდონჰესის პროექტი მკვეთრად უარყოფითადაა შეფასებული.

სხვათაშორის, ბევრ ეჭვს ბადებს ინვესტორის ვინაობაც. საზოგადოებისათვის უცნობია მისი (ან მათი) ზუსტი ვინაობა, სახელმწიფოებრივი მიკუთვნებულობა, შრომითი ბიოგრაფიები. ჩვენ არ ვიცით, პროექტის განხორციელების შემდეგ, ვისი ინტერესების დამფინანსებელი გახდება საქართველოდან გადინებული ფული.

რა შედეგებს მოუტანს საქართველოს ხუდონჰესი და რას ინახავს ხაიშის თემი?

მე როგორც კულტურის სპეციალისტი, ეთნოლოგი, შევეცდები, გამოვკვეთო პროექტის უარყოფითი შედეგები, რომლებიც მიმართულია, ზოგადად, ქართული კულტურისა და, კონკრეტულად, მისი შემადგენელი ნაწილის – სვანეთის სულიერი, სოციალური და მატერიალური კულტურის წინააღმდეგ.

მოგეხსენებათ, სვანეთი მრავალმხრივ უნიკალურია. აქ არსებობს უმდიდრესი მატერიალური, სულიერი და სოციალური კულტურა. ხაიშის თემში შემონახულია საინტერესო საცხოვრებელი, თავდაცვითი, სამეურნეო და რელიგიური ნაგებობები, ზოგიერთი მათგანი, ნანგრევის სახით. ხაიშის თემი მდიდარია არქეოლოგიური მასალითაც. საყოველთაოდაა ცნობილი „ხაიშის განძის“ სახელით აღმოჩენილი არტეფაქტები, რომლებიც საქართველოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ძეგლს წამოადგენს. ამასთანავე, ხაიშის თემი არაა მხოლოდ წარსული, ის ცოცხალი თემია, ცოცხალი მხარეა, აქ მოსახლეობა ჯერ კიდევ ტრადიციული ქართული ცხოვრების წესით ცხოვრობს. მოქმედია ტრადიციული ქართული სოციალური ინსტიტუტები, სრულიად უნიკალური ქართული ნათესაური სისტემა, უაღრესად ჰუმანური ჩვეულებითი სამართალი, ურთიერთდახმარების ფორმები, უმდიდრესი მუსიკალური ფოლკლორი, ქართულ ხალხურ დღეობათა ლოკალური ვარიანტი, ხალხური სამედიცინო ცოდნა, ხალხური ეკოლოგიური ცოდნა, სპეციფიკური ბუნებრივ-სამეურნეო პირობების ადეკვატური გამოყენების ვარიაციები, განსახლების არეალის შერჩევის ცოდნა, განვითარებულია ხალხური მელიორაცია, ნიადაგების არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების გაუმჯობესებისაკენ მიმართული სამეურნეო-ტექნიკური ქმედებების მთელი კომპლექსი და სხვა.

რას ვკარგავთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენს თანამოაზრეთა პოზიციას არ გაითვალისწინებს სახელმწიფო?

წელს ჩატარებული ზედაპირული საველე-ეთნოგრაფიული კვლევითაც, მას დაზვერვითი ექსპედიციის სახე ჰქონდა (ხანგრძლივ, სტაციონარულ ექსეედიციას უახლოეს ხანებში ვგეგმავ  კვალიფიციურ სპეციალისტთა ჯგუფთან ერთად), დადასტურდა ხაიშის თემის მოსახლეობის სრულიად უნიკალური, ემპირიული ეკოლოგიური ცოდნის არაერთი მაგალითი: ცნობილია, საქართველოს ტერიტორია ვერტიკალური ზონალობის არეალია. დიდი რეგიონი საკვლევ მხარეში ლენხერის ხეობის ქვემო წელია (მდინარე ენგურის ქვემო წელი), აქ  ვერტიკალური ზონალობით ერთნაირ, მაგრამ ტერიტორიული ნიშნით განსხვავებულ შიდა მთურ მიკრორეგიონებში კულტურულ-სამეურნეო ტიპის საკუთარი ლოკალური მარკერები არსებობს. ეს სოფლები შედარებით ახალი გაშენებულია (დაახლოებით, 200 წლისაა), მაგრამ სოფლები გაშენებულია ძველი ნამოსახლარების ადგილზე.  მოსახლეობა ფლობს  ცოდნას საცხოვრებელი ადგილის შერჩევისა და დაგეგმარების მიმართულებით. განსახლების ტიპოლოგიაში კი ეს ფაქტორი გადამწყვეტია. ხაიშის თემის ყოველი სოფელი ხალხური ეკოლოგიური ცოდნის შედეგია. მზიანია თუ არა საცხოვრებელი და სამეურნეო ნაკვეთი, წყალი რამდენადაა დაშორებული, როგორია რელიეფური ექსპოზიცია, მიკროკლიმატი, ჰიდროგრაფიული რეჟიმი, ნიადაგების ეროზიული პროცესი, სტიქიური უბედურებების თავიდან აცილებისაკენ მიმართული ქმედებები და სხვ.  ხაიშის თემის ყოველ სოფელს თავისი საინტერესო ბიოგრაფია და მახასიათებელი აქვს, აქ ცოცხალია ხალხური აგროკულტურის მონაპოვრები. განვითარებულია მიწთმოქმედება, მოქმედია შრომის ორგანიზაციის საინტერესო ფორმები, შრომითი ურთიერთდახმრების სახეობები, ნადი, ნადთან დაკავშირებული ხალხური სიმღერები. არსებობს შრომის იარაღების ნაირასხეობები და და მათი ფუნქციური მრვალფეროვნება თვალსაჩინოა. იციან ნიადაგის მორწყვა, მოსილვა, იცნობენ წყლის მოკავების (დჭერის) ხერხებ. ხანგრძლივი წვიმების დროს წყლის ხელოვნურად დაშრობის მექანიზმებს. შემონახულია ნიადაგების განოყიერების, გაპატივების, დასვენების, ე. წ. მიწის გასუქების წესები. მოსახლეობაში არსებობს ცოდნა ამა თუ იმ მდინარისა და წყაროს წყლის სამეურნეო და სამედიცინო თვისებების შესახებ. განვითარებულია მრავალდარგიანი მიწათმოქმედება, რომელიც ავლენს ზონალურ განსხვავებას დაბლობის, ბარის, მთის, მთისძირის, მთის, მაღალმთიანი ზოლის არეალებში. ადგილობრივი სამეურნეო კულტურები სიმაღლის მიხედვით გავრცელებას ემორჩილებიან. ხაიშის თემი, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე ტერიტორიაზეა განთავსებული, მოიცავს სხვადასხვა მიკროკლიმატს და შესაბამის ლოკალურ კულტურულ-სამეურნეო ტიპს. ხაიშის თემში განვითარებულია მესაქონლეობა. ხალხი აქ ბუნებასთან ერთგვარ ჰარმონიულ დამოკიდებულებაშია და არ უყურებს მას მხოლოდ მომხმარებლური თვალით, როგორადაც ჯერ მეფის რუსეთი, შემდეგ საბჭოთა იმპერია და, ჩვენდა სამწუხაროდ, თავისუფალი საქართველოს ხელისუფლება უყურებს სვანეთს.  კვლევის მეორე მიმართულება ადგილობრივი სულიერი და სოციალური ყოფის თავისებურებების გამოვლენა იყო. ხაიშის თემის მოსახლეობამ აღადგინა საკრალური ადგილები, ნაეკლესიარები, აქ მოქმედია ტაძარი და აღევლინება ღვთისმსახურება, აღინიშნება არა მხოლოდ წლიური საეკლესიო კალენდარი, არამედ მისი პაგანიზებული, ხალხური ვარიანტებიც, რაც ქართული სულიერი კულტურის თვალსაჩინო ელემენტებია და სხვ. მოპოვებულ იქნა მასალა ქართული ჩვეულებითი სამართლის სვანური ნაირსახეობის შესახებ და სხვ. საინტერესოა ამ თემის ტოპონიმები. ტოპონიმები ასახავენ, როგორც ეკოლოგიურ ცოდნას, ასევე რელიგიური ცხოვრების სურათს და ზოგიერთი მითოლოგიური გადმოცემის ხსოვნასაც. მრავალმხრივ საინტერესოა ადგილობრივი მეტყველების თავისებურებები, აქ არსებული ხალხური ლექსები, ანდაზები, საბავშვო თამაშობანი და სხვა. კულტურის კომპონენტების განსხვავებული და, რაც მთავარია, ცოცხალი თავისებურებები ქმნის ამ მხარის გადარჩენის აუცილებელ წინაპირობას.

რას ფიქრობს მსოფლიოს კულტურული საზოგადოება ამ საკითხზე?

 აქ არსებული მატერიალური და სულიერი კულტურის რესურსი საინტერესოა ტურისტული ინფრასტრუქტურის გამართვისთვისაც. რაც მთავარია, ეს ტიპი ცოცხალია, მოქმედია. სხვაგან მთის კატასტროფული დაცლის შედეგებს უკვე ვიმკით და რატომ ვცდილობთ, ჯერ კიდევ მჭიდროდ დასახლებული და მოქმედი სოფლების განადგურებას?! სწორედ ეს საკითხები აღელვებს მსოფლიოს კულტურულ ნაწილს, ტექნოკრატებისაგან განსხვავებით.

ინვესტორმა, შესაძლოა, მატერიალური კულტურის ზოგიერთი ძეგლი გადაარჩინოს, სხვა ადგილას მისი გადატანით, მაგრამ როგორ უნდა გადარჩეს არამატერიალური კულტურის ნიმუშები? როგორ უნდა იარსებოს ხაიშის თემმა სხვაგან მისთვის ბუნებრივი ფორმითა და სახით? სწორედ ამგვარი დაცვის კონტექსტში განვიხილავთ, ზოგადად, სვანეთსა და, კონკრეტულად, ხაიშის თემში  არსებულ ცხოვრების წესს, ტრადიციულქართულს, ლამაზს და მობილურს – მზადმყოფნს წარმატებული სიახლეების შეთვისებისა და განვითარებისათვის.

როგორც ეთნოლოგს რა რეკომენდაცია შეგიძლიათ მისცეთ სახელმწიფოს ამ საკითხის ირგვლივ?

ვფიქრობ, სახელმწიფოსათვის ფასეული უნდა იყოს არათუ მთელი ხეობის მოსახლეობის, არამედ ერთი ადამიანის ბედიც. ვთვლი, რომ აქცენტირება სვანებზე არ უნდა ხდებოდეს, დიახ, ხუდონჰესის პროექტი და მისი მომყოლი სხვადასხვა მიკრო ჰესების პროექტები დაღუპვას ზემო სვანეთს, მესტიის რაიონს უქადის, მაგრამ ეს მთელი საქართველოს და, ზოგადად, მსოფლიოს ყველა ჰუმანისტი მოქალაქის პრობლემა უნდა იყოს. საზოგადოების მიზანია, მიაღწიოს შედეგს – ამ პროექტის განხორციელებით დაინტერესებული კერძო თუ სამთავრობო შტოებისათვის მნიშვნელოვანი უნდა გახდეს საქართველოს მთიანეთის სულიერი და მატერიალური კულტურისა და ბუნებრივი გარემოს დაცვა. სხვაგვარად ისინი დარჩებიან უგულო ტექნოკრატებად, უსულო ჩინოვნიკებად და ადამიანური კეთილი საწყისისაგან შორს მდგომ ადამიანებად.

 17.02.14

გიორგი ჩუბინიძე

fb-share-icon
Tweet
Share1Tweet1Share

მსგავსი სტატიები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 
ახალი ამბები

„ლეჩხუმში ვაწარმოებთ  უწამლი ტყის ვაშლისგან  ძმარს, რომელიც გემოვნური და სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა“ 

2022/02/16
“ექსპერიმენტორიუმი” –  ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში
ახალი ამბები

“ექსპერიმენტორიუმი” – ყველაზე უჩვეულო მუზეუმი თბილისში

2022/01/28
სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე
ახალი ამბები

სამაჯური შენი პერსონალური კოვიდ პასპორტის QR კოდით – სიახლე ქართულ ბაზარზე

2022/01/19
„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

„შეგვიძლია, ხელოვნებით ვაჯობოთ ნებისმიერ სნეულებას“ – ვაჟა კაკაბაძის ნახატების გამოფენა გაიმართება

2022/01/14
მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი
ახალი ამბები

მიტოვებული, ძველი სახლების ახალი სიცოცხლე ლეჩხუმში – ლექსო ჩარკვიანის ამბავი

2021/12/11
ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია
ახალი ამბები

ახალგაზრდა და-ძმის დაბრუნება მშობლიურ ლეჩხუმში და მეფუტკრეობის ოჯახური ტრადიცია

2021/11/16

კალენდარი

September 2023
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
« Aug    

სიახლეები

  • „არ უნდა ატეხო განგაში იმის გამო, რომ შენი სიკეთე ვერ დაინახეს,” – მამა შალვა კეკელია 2023/09/23
  • მამას არასრულწლოვანი შვილის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ – მოზარდმა 4-წლიანი დუმილი დედასთან დაარღვია 2023/09/23
  • „სვანეთიდან 3 წლის ფერია მყავდა სტუმრად… ვკითხე რა გინდა გამოხვიდე? „ადამიანიო“ – ბიძინა კულუმბეგოვი 2023/09/23

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Create New Account!

Fill the forms below to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In