• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

Fredo Handmade – ქართული ჩანთები საფრანგეთისა და ამერიკის ბაზარზე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
Fredo Handmade – ქართული ჩანთები საფრანგეთისა და ამერიკის ბაზარზე
37
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ჩანთები, საყურეები, ბეჭდები, ყელსაბამები, ხელით მოხატული ბლოკნოტები   ეს იმ ნამუშევრების ჩამონათვალია, რომლებსაც 23 წლის ქართველი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი  სოფი უზნაძე ქმნის.

სოფიმ ნამუშევრების შექმნა დააახლოებით ერთი წლის წინ დაიწყო, თუმცა დღეს მისი პროდუქცია პოპულარულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვრებს გარეთ. ქართველი გოგონას ხელნაკეთ ჩანთებს კარგად იცნობენ საფრანგეთსა და ამერიკიის შეერთებულ შტატებში.  Fredo Handmade-ის  დამფუძნებელი სოფი უზნაძე „თბილისი თაიმსს“ ბრენდის შექმნისა და მისი წარმატების შესახებ ესაუბრა.

ჩვენს მკითხველს რომ მოუყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ  Fredo Handmade?

– ბებია გერმანიაში ცხოვრობს და ხშირად მიგზავნიდა ნატურალურ ტყავს. ძალიან ბევრი ნატურალური ტყავი დამიგროვდა და  სულ ვფიქრობდი, თუ როგორ შეიძლებოდა გამომეყენებინა.   ერთ დღესაც გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩანთა, რომლის შესაქმნელად ტყავის გარდა, გამოვიყენე ხის მასალაც.  მიუხადავად იმისა, რომ ამ კუთხით არ მქონდა არანაირი გამოცდილება, ძალიან კარგი გამოვიდა. გონებაში მუდმივად ახალი და ახალი იდეები  მომდიოდა და ვცდილობდი განსახვავებული ნამუშევრები შემექმნა.  ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო ეს საქმიანობა და მცირე ბიზნესის სახე მიმეცა.

როგორია თავად შექმნის პროცესი?

– თითოეული ჩანთა იქმნება ხელით. გამოიყენება არავითრი ტექნიკური საშუალებები. ზოგიერთი მათგანი ხელით არის მოხატული. ჩვენი მხატვარი  არის ქეთი ნოზაძე, რომელსაც საოცარი ნიჭი აქვს ფერების სწორად გამოყენების და შეხამების. მისმა ნახატებმა   “ფრედო“ კიდევ უფრო მეტად  მრავალფეროვანი გახადა. რაც შეეხება დიზაინს, რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად ვმუშაობ, ყველაფერი ჩვენი მოფიქრებულია. ინდივიდუალურ დიზაინით შეკვეთებს არ ვამზადებ, რადგან ხშირად მომხმარებლის მოთხოვნები სცდება ჩვენს ხაზს. თუმცა მათი სურვილისამებრ ვხატავთ ჩანთებზე.

როგორია კონკურენცია და რამდენად კონკურენტუნარიანები ხართ ბაზარზე?

– სიმართლე გითხრათ, ამ კუთხით კონკურენციას ვერ ვგრძნობ, რადგან  თვეში დაახლოებით  ას ჩანთას ვყიდით. ეს რაოდენობა ჩემთვის სრულიად საკმარისია, რადგან როგორც გითხარით, დამოუკიდებლად ვქმნი ჩანთებს და ფიზიკურად მეტის გაკეთებას ვერ მოვასწრებ.

საქართველოს გარდა, რომელ ქვეყანაში იყიდება „ფრედო“?

– როდესაც ჩანთების კეთება დავიწყე, შევქმენი ფეისბუკის გვერდი და ჩემი ნამუშევრები  სოციალურ ქსელში განვათავსე. თანდათან ჩანთები პოპულარული გახდა. უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი მწერდა და ინტერესდებოდნენ, როგორ შეიძლებოდა მათი შეძენა. ასე მოხდა უცხოეთის შემთხვევაშიც.თავად დამიკავშირდნენ და მთხოვეს გამეგზავნა ჩანთები. თავდაპირველად „ფრედო“ უკრაინასა და რუსეთში  გავიდა. შემდეგ ჩემი ნამუშევრები საფრანგეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების  ბაზარზეც მოხვდა. ამჟამად ყაზახეთთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები და უახლოეს მომავალში გავაგზავნი ახალ კოლექციას.

როგორია „ფრედო“ ფასები და სად შეიძლება მათი შეძენა?

– ჩემი პროდუქცია რამდენიმე მაღაზიაში იყიდება, თუმცა საკმაოდ მაღალ ფასად. ამიტომ ძირითადად მომხმარებლები ფეისბუკის საშუალებით მწერენ და უკვეთავენ. ჩემთვის და მათთვისაც ასე ბევრად უფრო მოსახერხებელია. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ხელნაკეთი ნივთებია, ვფიქრობ, ფასებიც ხელსაყრელი  და ნორმალურია. რაც შეეხება ფასებს, იწყება 65 ლარიდან და მერყეობს 85 ლარამდე. ნატურალური ტყავის შემთხვევაში 100-120 ლარია.

როგორია „ფრედოს“ სამომავლო გეგემები?

– ვგეგმავთ საინტერესო სიახლეებს და გვაქვს ახალი იდეები. ვცდილობთ, მუდმივად დავხვეწოთ და განვავითაროთ ნამუშევრები.  ასევე, გვინდა, ჩვენს მომხმარებლებს მუდმივად განსხვავებული დიზაინისა და მაღალი ხარისხის ჩანთები შევთავაზოთ.

მარიამ ლეკიშვილი

fb-share-icon
Tweet
Share15Tweet9

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025
EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა
ანალიტიკა

EBRD-ის მონაცემებით, საქართველომ წელს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა დააფიქსირა – ვაკო თურნავა

09/29/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In