• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, October 6, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მაი ფანჯიკიძე: “მე თავს ვალდებულად ვთვლი, განმარტება გავაკეთო და ვთქვა ისეთი რამ, რაც არ მითქვამს აქამდე”

12 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

maia_fanjikidze_106საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა კლიმატის სამიტზე მიხეილ სააკაშვილის სახელზე იყო გამოგზავნილი.

ამის შესახებ ფანჯიკიძემ “რუსთავი 2”-ის მიერ განსაჯაროვებული, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მიმოწერის თემის კომენტირებისას განაცხადა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მიმოწერა, როგორც ჩანს, განსაჯაროებულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, რაც სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი ნაბიჯია.

“პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ახლა მე ვიმყოფები აბუ-დაბიში, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში და ნამდვილად არ მეგონა, თუ აქედანაც დამჭირდება ამ თემაზე კომენტარის გაკეთება. საერთოდ ვფიქრობდი, რომ აღარ იყო ამ თემაზე კომენტარის გაკეთება საჭირო, იმიტომ, რომ ეს ნამდვილად აზიანებს სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ იმის გამო, რომ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა “რუსთავი 2”-ით, მე თავს ვალდებულად ვთვლი, განმარტება გავაკეთო და ვთქვა ისეთი რამ, რაც არ მითქვამს აქამდე არც ერთი კითხვის პასუხად. როდესაც “რუსთავი 2” აქვეყნებს ორი უწყების მიმოწერას და ეს ხდება ისე, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ არაფერი იცის იმის შესახებ, რომ ეს მიმოწერა გადაცემულია “რუსთავი 2”-თვის, პირველ რიგში, მიმაჩნია, რომ არის არაკოლეგიალობის უდიდესი გამოხატულება და სახელმწიფოს დამაზიანებელი მოქმედება. როგორ შეიძლება, ორ უწყებას შორის მიმოწერა იყოს გასაჯაროებული ისე, რომ მეორე მხარემ ეს არ იცოდეს. თანაც, საიდან უვარდება ხელში, ეს მიწერ-მოწერა “რუსთავი 2″-ს, თუ არა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან? თანაც, რატომ არ აქვეყნებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხებს მათ მიერ მოწერილ პასუხებზე, სადაც არგუმენტირებულია, რატომ არ მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტის ვიზიტზე. რაც შეეხება მოწვევას და იმ ბრალდებას, თითქოს თებერვალში მიღებული მოწვევა საგარეო საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ ივნისში გადაუგზავნა პრეზიდენტის ადმინისტრაციას. 25 თებერვლით დათარიღებული მოწვევა მხოლოდ კლიმატის სამიტზე, საქართველოს მისიამ მიიღო 14 მარტს და ეს მოწვევა იყო მიხეილ სააკაშვილის სახელზე. ესეც აჩვენებს იმას, რამდენად ფორმალურია ეს მოწვევა. როდესაც მისიამ გაუგზავნა ინფორმაცია გაეროს იმის თაობაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტი ახლა უკვე იყო გიორგი მარგველაშვილი, ამას კიდევ რამდენიმე კვირა დასჭირდა და 30 მაისს მიიღო საგარეო უწყებამ ახალი მოწვევა უკვე მარგველაშვილის სახელზე, რომელიც მას გადაეგზავნა 5 ივნისს, ანუ სულ რამდენიმე დღეში. ამ პერიოდში იყო შაბათ-კვირა და ამ მოწვევის გადაგზავნა არ შეფერხებულა. პარალელურ რეჟიმში საქართველომ მიიღო მოწვევა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ დელეგაციას უხელმძღვანელებდა პრემიერ-მინისტრი. როდესაც ჩვენ გადავუგზავნეთ პრეზიდენტის ადმინისტრაციას კლიმატის სამიტზე ფორმალური მიწვევა, იქვე შევატყობინეთ, რომ გენერალურ ასამბლეაზე დელეგაცია მიემგზავრებოდა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით და შესაბამისად, იგი უნდა დასწრებოდა ყველა გვერდით მოვლენას”, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
ამასთან, ის სთხოვს პრეზიდენტის ადმინისტრაციას და იმ თანამშრომლებს, რომლებიც საგარეო თემატიკაზე მუშაობენ, “ნუ ეწევიან დეზინფორმაციას და თუკი ამბობენ ერთს, თქვან მეორეც და საზოგადოება ნუ შეჰყავთ შეცდომაში და რაც მთავარია, ნუ აზიანებენ სახელმწიფოს ინტერესებს”.
“რაც შეეხება ვიზიტის ჩაშლას, საგარეო საქმეთა სამინისტროს არ უმუშავია ამ ვიზიტზე. ყველა წერილზე, რომელიც ადმინისტრაციამ ვიზიტის და შეხვედრების დაგეგმვის თხოვნით მოიწერა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, მათ ეგზავნებოდათ პასუხი, რატომ არ იყო მიზანშეწონილი ამ ვიზიტის განხორციელება და შესაბამისად, შეხვედრების დაგეგმვა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვერ ჩაშლიდა იმას, რაზეც არ უმუშავია. თუკი პრეზიდენტის ადმინისტრაციას დოკუმენტების გასაჯაროების გზით უნდა, ნათელი მოჰფინოს იმას, რა ხდებოდა ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ამ ორ უწყებას შორის, მაშინ ძალიან ვთხოვ მათ, ვისაც ეს ეხება, გამოაქვეყნონ ის რეალური მიზეზი, რატომ ვერ მიდის პრეზიდენტი აშშ-ში. მე არ მინდა ამ თემაზე საუბარი სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით”, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 2013 წლის 17 ნოემბერს გაიმართა.
ტელეკომპანია “რუსთავი 2” -ის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილებების სამიტში მონაწილეობასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სახელზე გაეროს გენერალურმა მდივანმა მოწვევა თებერვალში გამოაგზავნა, თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მხოლოდ ივნისში აცნობა.

17.09.14

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

პრეზიდენტს მოქალაქეობის მინიჭების უფლებამოსილება ეზღუდება

ანა ნაცვლიშვილი: “ნინო გვენეტაძემ პრეზიდენტის მოლოდინები ვერ გაამართლა”

8 years ago
“მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, სიამაყე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, საქართველო რუსეთში ჩაითრიოს” – სალომე ზურაბიშვილი

“მზია ამაღლობელი არის ჩვენი სინდისი, ჩვენი სახე, სიამაყე, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ივანიშვილის რეჟიმის მცდელობას, საქართველო რუსეთში ჩაითრიოს” – სალომე ზურაბიშვილი

2 years ago

რუსეთი ერაყს აიარაღებს

13 years ago
თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება

თბილისის ბოტანიკურ ბაღში მსოფლიო ბიომრავალფეროვნების დღე აღინიშნება

7 years ago

ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა
ახალი ამბები

„დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა

10/05/2026

ლოტკინის დასახლებაში 10 სექტემბერს გამთენიისას მოკლული 17 წლის დავით ნარიმანიძის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. „დღეს ჩემი შვილის დავით...

მეტის ნახვაDetails
მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს

10/04/2026
საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა

10/02/2026
საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

საქართველოს საპატრიარქომ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო

10/02/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „დღეს ჩემი შვილის ქალაქის გამოცდა უნდა ყოფილიყო… დიდი იმედით ელოდა“ – მოკლული დავით ნარიმანიძის დედა 10/05/2026
  • მოსკოვში მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლე და 19 წლის ქალიშვილი მოკლული იპოვეს 10/04/2026
  • საქართველოს პარლამენტის ორგანიზებით, საერთაშორისო კონფერენცია – „ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში“ გაიხსნა 10/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by