• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ქართული ენა – თვითნაბადი

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
ქართული ენა – თვითნაბადი
9
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მრავალი ბედკრულობის მიუხედავად, ქართველებმა შეინარჩუნეს თავიანთი ძველი ტიპი და ეთნიკური მთლიანობა, რასაც სამარხებში ბოლო დროს აღმოჩენილი ნივთები მოწმობს,  რომლებიც ჩვენს ერამდე მე–2 საუკუნეს მიეკუთვნება, აგრეთვე, შეძლეს საერთო წარმოშობის კილოკავის შენარჩუნება. მათი მთავარი ენა არის ქართული, რომელსაც არავითარი ნათესაობა არ აქვს აზიურ ენებთან. მეცნიერები ბევრს ეცადნენ, ენათა კლასიფიკაციაში ქართული ენის ადგილი გაერკვიათ, მაგრამ, ვერ შეძლეს. ბევრი კვლევა–ძიების შემდეგ, აღიარეს თავიანთი უძლურება და განაცხადეს, რომ ქართული ენა არის თვითნაბადი და არცერთ ცნობილ ენათა ოჯახს არ ეკუთვნის.

ქართული ენა უძველეს ენა უძველეს ეპოქას ეკუთვნის, რადგან მიაჩნიათ, რომ ქართველი ხალხი წარღვნის დროიდან არსებობს. სხვა მრავალ მეცნიერთან ერთად, ჟ.ა. გატეირია ასკვნის: ქართული გვარების უდიდესი ნაწილი და ყველა ფუძე  ეკუთვნის სპეციალურ ოჯახს, რომელსაც ჩვენ ქართულ ოჯახს ვუწოდებთ.  თუ ამ სიტყვების დიდი ნაწილი სომხურშიც მოიპოვება, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი იმ ენის საშუალებით შემოვიდა ქართულში, რომელიც ადრე დიდი სომხეთის ძალიან დიდ ნაწილზე უნდა ყოფილიყო გავრცელებული არიელების მოსვლამდე.

მართლაც, სომხეთის ლურსმული წარწერები მხოლოდ ქართულით შეიძლება აიხსნას. ფ. ლენორმანმა დაამტკიცა, რომ წარწერების ენის ბუნება დაკავშირებულია ქართული ბრუნების სრულიად განსაკუთრებულ ფორმებთან, რომელთა დაბოლოებანიც მრავლობით რიცხვში იდენტურია. რაც შეეხება ზმნების უღლებას, აქ შესამჩნევია რამდენიმე პატარა განსხვავება, მაგრამ თუ მხედველობაში მივიღებთ უზარმაზარ პერიოდს, რომელიც გვაშორებს ამ წარწერების ეპოქას, დავინახვთ, რომ ეს პატარა განსხვავებები სხვა არაფერია, თუ არა უძველესი ქართული ენის ბუნებრივი და აუცილებელი განვითარება, რაც დროის  ინტერვალითაა გამოწვეული.

ქართული ენა თავის ლექსიკონში აერთიანებს არიული, სპარსული, არაბული და თურქული წარმოშობის მნიშვნელოვანი რაოდენობის სიტყვებს, რომლებიც ქართულში ამ ეპოქაში შემოვიდა, როდესაც ეს ერები ბატონობდნენ ქართველებზე.

ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო ქართველების თავდაპირველი დამწერლობა. სომხური წარწერები გვიჩვენებს, რომ ჩვენს წელთაღრიცხვამდე IX-VIII საუკუნემდე ისინი ასურულ დამწერლობას იყენებდნენ. მოგვიანებით ქრისტეშობამდე სამი საუკუნით ადრე, ფარნავაზმა, ქართველთა მეფემ, შექმნა ანბანი, რომელიც 38 ასოსგან შედგებოდა, რასაც მოგვითხრობს ქართლის ცხოვრება, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ არსებობს ორი ქართული ამბავი, რომელიც მხოლოდ ფორმით განსხვავდება ერთმანეთისგან, მხედრული (საერო), ნუსხური (საეკლესიო).

ძველი სომეხი ისტორიკოსები ამტკიცებდნენ, რომ თითქოს, მესროპი, რომელმაც მათი აზრით, შექმნა და შეავსო სომხური ანბანი, აგრეთვე, ქართული საეკლესიო ანბანის გამომგონებელია. სომეხთა ეს მტკიცება ჩვენ მთლიანად ყალბი გვეჩვენება. ქართველი მემატიანეები არაფერს მიგვანიშნებენ მათი ერისათვის გაწეულ ასეთ სამსახურზე. გარდა ამისა, მეორე ანბანი სულაც არ იყო აუცილებელი, ვინაიდან ქართველებს მრავალი საუკუნის განმავლობაში ჰქონდათ საკუთარი ანბანი, რომელიც მთლიანად აკმაყოფილებდა როგორც მათ საერო, ასევე, მათს სასულიერო მოთხოვნებს. სანამ ქართველებს მეორე ანბანით „გაამზითვებდა“  მესროპს ჯერ თავისი ერისთვის უნდა შეექმნა ის.

საჭირო არ არის, დავმალოთ, რომ მეორე ანბანის შემქმნელს არ ვიცნობთ. ქართლის ცხოვრებაში ამის შესახებ არავითარი ცნობა არ მოიპოვება. ჩვენ უფრო ბუნებრივი გვეჩვენება და ეს ქართველი მეცნიერების აზრია, რომ ორივე ანბანის შექმნა მივაწეროთ ფარნავაზს, რომელმაც ანბანის შექმნის, ან გარდაქმნის შემდეგ იგი გაყო საეკლესიო და საერო დამწერლობად.

გამუდმებულმა შემოსევებმა და ომებმა საქართველოს წინააღმდეგ, მთლიანად მოსპო და გააქრო წარმართული პერიოდისა და ადრექრისტიანული ლიტერატურული ძეგლები.  ქართულ ენაზე არსებული მცირე რაოდენობის  ძველი ძეგლი ეკუთვნის ქრისტიანულ ხანას, მათ შორის უძველესი, მე–5 საუკუნისაა.

ქართულ ენაზე წარმოდგენის შესაქმნელად, შემოვიფარგლებით მეცნიერ–ორიენტალისტის სენ–მარტენის ნაშრომიდან რამდენიმე ნაწყვეტის მოყვანით:

„კავკასიის რეგიონებში არსებული კილოკავებიდან, რომლებიც წარმოშობით ამ მხარეებიდანაა, ქართული ენა ყველაზე გავრცელებულია. მისი გრამატიკა და ლექსიკა სრულიად განსხვავებულია. ამ კილოკავებს არავითარი საგრძნობი კავშირი არ აქვთ კავკასიის სხვა ადგილებში გავრცელებულ დიალექტებთან, არიული აზიის დანარჩენ ნაწილში გავრცელებულ ენებთან.“

მიუხედავად მეზობლობისა და ხშირი ურთიერთობისა ქართველებსა და სომხებს შორის, ქართულში იშვიათად ვხვდებით სომხურ სიტყვებს. გარდა ამისა, შავი ზღვისა და კასპიის ზღვის გამყოფი დიდი ქედის დიალექტებიდან ქართული არის ერთადერთი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში დადასტურებულია დამწერლობით. ეს უდიდესი უპირატესობაა და ბედნიერი შემთხვევა, რომელმაც ქართული ენა ჩვენამდე მოიტანა ცვლილებების გარეშე. გრამატიკული ნორმების შენარჩუნებით, რომელიც მათი სიძველის დამამტკიცებელი საბუთია, ეს სიძველე სადაო არ უნდა იყოს გამხდარი, ვინაიდან საკმაოდ ადვილია მეცნიერული გამოკვლევებით დავადგინოთ ქართული ენის მდგომარეობა უკვე ძალიან ძველი ეპოქისათვის, ბიბლიის მთლიანი რედაქციის საშუალებით, რომელიც ქართველებს აქვთ.

ქართული ენა ძალიან ძველი და მდიდარი ენაა. აქამდე ლინგვისტები მხოლოდ ზედაპირულად განიხილავდნენ ამ საკითხს, ამიტომ გვაქვს ასეთი განსხვავებული აზრები, რათა კარგად მივუჩინოთ ადგილი ქართულს, საჭიროა მისი საფუძვლიანი შესწავლა, განსაკუთრებით, ძველი ლიტერატურული ძეგლებისა. მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია, იგი მივაკუთვნოთ ენათა ამა თუ იმ ოჯახს.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას

Share4Tweet2

ახალი ამბები

ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა
ახალი ამბები

მეუფე გერასიმე ლანა ლატარიას პანაშვიდზე ოჯახში მივიდა

08/06/2026
რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.”  – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე
ახალი ამბები

რომ არა ეს სასულიერო პირები, ლომისის ტაძარში ვერავინ ავიდოდით–კლავიატურაზე წერა და ინტერნეტმორალისტობა ნუ გეგონება საოკუპაციო ხაზს იქით ქართული კერის შენარჩუნება.” – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

08/06/2026
„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში
ახალი ამბები

„სურვილს წერ და დებ… მეორე დღეს ფურცელი სადღაც ქრება და სურვილი სრულდება…“ – სასწაულმოქმედი ტაძარი შიდა ქართლში

08/05/2026
15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

საინტერესო

გირგვლიანის საქმეზე ბრალდებული ათენის საავადმყოფოში იმყოფება

13 years ago
კატალოგი სახელწოდებით – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ გამოიცემა

კატალოგი სახელწოდებით – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ გამოიცემა

11 years ago
სომხეთში ხუთი სამინისტრო გაუქმდა

სომხეთში ხუთი სამინისტრო გაუქმდა

7 years ago
თბილისს ევროკავშირის ექსპერტთა შემფასებელი მისია ეწვევა

ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეორე სხდომა 25-26 აპრილს გაიმართება

10 years ago

ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა
ახალი ამბები

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026

ქართული მოდის კულისებიდან საერთაშორისო ხედვამდე — მაშო ნასყიდაშვილის პროფესიული გზა Screenshot მოდა მხოლოდ ტანსაცმელი და ვიზუალური ესთეტიკა არ არის —...

მეტის ნახვაDetails
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026
  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by