• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Monday, September 28, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

FAO-ს კვლევა: საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებებზე

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
FAO-ს კვლევა: საქართველოში პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებებზე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

FAO-ს ფერმერთა განწყობების კვლევის თანახმად, საქართველოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც, თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს. გამოკითხვა, რომელიც აგვისტო-სექტემბრის თვეში, კავკასიის რესურსების კვლევითმა ცენტრმა (CRRC) ჩაატარა, ჯანმრთელობისა და სურსათის უვნებლობის გარდა, მოიცავს ინფორმაციას ფერმერთა შორის გენდერული როლების განაწილებისა და მათ მიერ მედია და საინფორმაციო საშუალებების გამოყენების შესახებ.

კვლევის მიგნებები

ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებები

ფერმერთა ნახევარზე მეტს (57%) საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნებით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. მიუხედავად ამისა, კვლევამ ცხადყო, რომ მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველისა და ადამიანის ჯანმრთელობას შორის.

კითხვაზე, რამდენად ინფორმირებული ხართ საქონლის დაავადებების შესახებ? შეაფასეთ საკუთარი ცოდნა შკალაზე, სადაც 0 ნიშნავს „საერთოდ არაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, ხოლო, 10 ნიშნავს „ყველაფერი ვიცი ცხოველთა დაავადებების შესახებ“, გამოკითხულთა 29% აღნიშნა, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ფერმერები და მათი ოჯახის წევრები, ცხოველიდან ადამიანზე გადამდები (ზოონოზური) დაავადების პირველად რისკ-ჯგუფის კატეგორიაში არიან.

გამოკითხულთა 58% საკუთარი ცხოველისაგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს, 76-100%  თავად მოიხმარს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ფერმერთა მხოლოდ 4-მა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოში ბოლო 12 თვის მანძილზე.

ცხოველთა ჯანმრთელობის კონტროლის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო 2012 წლიდან ახორციელებს იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროგრამას, რომლის ფარგლებში, ცხოველებს უტარდებათ უფასო ვაქცინაცია როგორც ზოონოზურ, ასევე სხვა დაავადებებზე. 2017 წლიდან კი საქართველო ეტაპობრივად გადადის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის გაუმჯობესებულ სისტემაზე NAITS, რომელიც შესაძლებელს გახდის, როგორც სურსათის უვნებლობის ხარისხის გაუმჯობესებას, აგრეთვე დაავადებების პრევენციას.

„კვლევამ გამოავლინა, სფეროები, სადაც  სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და FAO-მ მუშაობა უნდა გააძლიერონ. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ფერმერებმა გააცნობიერონ საკუთარი წილი პასუხისმგებლობა და უფრო აქტიურად ითანამშრომლონ, როგორც სახელწიფო სტრუქტურებთან, ასევე ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან“ –  განაცხადა FAO-ს NAITS პროგრამის ხელმძღვანელმა მიხეილ სოხაძემ.

გენდერული როლები

კვლევის თანახმად, ქალები და კაცები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას (2 საათი და 40წ.) ასევე ერთობლივად იღებენ გადაწყვეტილებებს, საქონლის მკურნალობასთან დაკავშირებით. თუ კაცები პასუხისმგებლები არიან ცხოველთა საკვებით უზრუნველყოფაზე, ქალების ვალდებულებაა, ცხოველის მოწველა და პროდუქტების წარმოება. ცხოველური პროდუქტის გაყიდვაზე, ძირითადად ქალები არიან პასუხისმგებლები, თუმცა საქონლის გაყიდვა კაცების პრეროგატივაა.

გენდერული როლების გადანაწილებასთან დაკავშირებით, განსხვავებები რეგიონების მიხედვით იკვეთება. მაგალითად, მარნეულში, მამაკაცების მიერ საქონლის გაყიდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, კვლევის სხვა არეალებთან შედარებით.

გენდერული თვალსაზრისით, გამორჩეული ადგილია ახალქალაქში, სადაც ყველაზე მაღალია ქალების მიერ საქონლის და საქონლის პროდუქტის გაყიდვით მიღებული შემოსავალი.

მედია და საკომუნიკაციო არხები

კვლევის ერთ-ერთი მოდული მოიცავს ინფორმაციას მედიისა და საკომუნიკაციო არხების შესახებ – თუ რა გზებით იღებენ ინფორმაციას ფერმერები, რომელ არხებს ანიჭებენ უპირატესობას და ვის მიწოდებულ ინფორმაცია ენდობიან ყველაზე მეტად.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის (82% ყველა ასაკობრივ ჯგუფში), ტელევიზია კვლავ რჩება ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ. მეორე და მესამე ადგილს, ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, მეგობრები/მეზობლები (24%) და ინტერნეტი (10%) ინაწილებენ.

ფერმერებს შორის ყველაზე დიდი პოპულარობით ტელეკომპანიები: „იმედი“ 55% და „რუსთავი2 “(54%) სარგებლობენ, მათ მოსდევთ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 5%, ტელეკომპანია „მაესტრო“ 3% და აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი 2% (აქვე უნდა აღინიშნოს, რეგიონის შიგნით აჭარის საზ. მაუწყებლის ყურების წილი 11%-ია). გამოკითხულთა 19%, უპირატესობას ანიჭებს ან სომხურ, ან აზერბაიჯანულ-თურქულ, ან რუსულ არხებს. როგორც გამოკითხვამ, ასევე ფოკუს ჯგუფებმა აჩვენეს, რომ ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა საერთოდ არ/ვერ (ქართული ენის არცოდნის გამო) უყურებს ქართულ არხებს.

რაც შეეხება ინტერნეტის მოხმარებას, გამოკითხულთა 24%, რომელთა ასაკობრივი ჯგუფი  35 წლამდეა, თითქმის ყოველდღიურად იყენებს ინტერნეტს. ასაკის ზრდასთან ერთად ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი იკლებს. ინტერნეტში ყველაზე ხშირად, სოციალურ ქსელებს, Facebook, (41%) YouTube (34%) Odnaklasniki.ru (15%) იყენებენ, ასევე ინტერნეტ საიტებს: myvideo.ge (12%), ambebi.ge (9%).

რეგიონებში უკიდურესად დაბალია რადიოს და ჟურნალ-გაზეთების მოხმარების პროცენტი. გამოკითხულთა 94% საერთოდ არ უსმენს რადიოს, ხოლო ჟურნალ-გაზეთებს არ კითხულობს 84%.

კვლევის ჩატარება, შესაძლებელი გახდა, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით, რომლებმაც NAITS პროექტის იმპლემენტაციისთვის ჯამში 5 მილიონი დოლარი გამოყვეს.

ShareTweet

ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026

საინტერესო

იტალიაში მოშიმშილეები საკვების მოპარვისთვის აღარ დაისჯებიან

იტალიაში მოშიმშილეები საკვების მოპარვისთვის აღარ დაისჯებიან

10 years ago

„შესაძლებელია გარკვეული პირები ძალთა გადანაწილებით იყვნენ დაინტერესებულები“ – ლევან აბაშიძე

10 years ago
“თავს ვთვლი დამნაშავედ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ აქტივისტს, ნანა სანდერს ბოდიშს უხდის

“თავს ვთვლი დამნაშავედ…” – ნანუკა ჟორჟოლიანი დაკავებულ აქტივისტს, ნანა სანდერს ბოდიშს უხდის

12 months ago

ვაშლიჯვრის დასახლებაში, ახალი საბავშვო ბაგა-ბაღის მშენებლობა დაიწყო

10 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by