• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, May 9, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

2018 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთმა ჩაიბარა

8 years ago
in კატეგორიის გარეშე
A A
გზამკვლევი ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლისთვის – ttimes.ge გილოცავთ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
2018 წლის 1-ელი იანვრიდან ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა ბულგარეთმა ჩაიბარა. ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეურთდა და თავჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.

ოფიციალურმა სოფიამ მომდევნო ექვსი თვის პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროპული პერსპექტივა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

„რთული გამოწვევების პირობებში ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, რომ ორგანიზაცია იყოს უსაფრთხო და სტაბილური. რაც უფრო სტაბილური იქნება გაერთიანება, მით უფრო დიდ პროგრესს მივაღწევთ. ეს ყველამ იცის და ამისთვის ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მოსახლეობას ევროპის სოლიდარობის იმედი უნდა ჰქონდეს”,- განაცხადა ბულგარეთის პრემიერ- მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა.

ბორისოვმა აღნიშნა, რომ ბულგარეთისთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია კანდიდატი ქვეყნების ხელშეწყობა და მხარდაჭერა, რათა მათ გააგრძელონ რეფორმების გატარება და დაუახლოვდნენ ორგანიზაციის წევრობას.

გაფართოების პოლიტიკის შესახებ ორგანიზაციის პოზიცია უცვლელი რჩება. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ გაფართოების პოლიტიკა არის ყველაზე ეფექტიანი ინსტრუმენტი სტაბილურობისა და მშვიდობისათვის. 2018 წლის თებერვალში ევროკომისია დასავლეთ ბალკანეთიდან მოწინავე კანდიდატების, სერბეთისა და მონტენეგროს ევროკავშირში წარმატებით გაწევრიანების თაობაზე სტრატეგიას გამოაქვეყნებს.

17ი–18 მაისს ევროკავშირი – დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების სამიტია დაგეგმილი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა კანდიდატი ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესი უნდა შეაფასონ. პრემიერ-მინისტრი ბორისოვი აცხადებს, რომ ამ ღონისძიებისთვის ევროკავშირი განსაკუთრებით ემზადება.

სოფია ევროკავშირის წევრი ქვეყნების იუსტიციისა და საშინაო საქმეთა მინისტრების შეხვედრას 25 იანვარს პირველად უმასპინძლებს. 15-16 თებერვალს სოფიაში ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ჩავლენ და პირველ არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ. ევროკავშირი საერთო საიმიგრაციო პოლიტიკის და 2020 წლისთვის გრძელვადიანი ფინანსური შეთანხმების მოსამზადებლად აქტიურად მუშაობს.

ბულგარეთი, როგორც ევროკავშირის საბჭოს თავჯდომარე ქვეყანა, აქტიურად გააგრძელებს იმ მექანიზმების იმპლემენტაციას, რომელიც უზრუნველყოფს ევროკავშირის შიდა თუ გარე საზღვრების დაცვას, მიგრაციის პროცესიის ეფექტიან მენეჯმენტსა და ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოებას. ბულგარეთის მიზანია, წევრ ქვეყნებთან ერთად გააკეთოს ყველაფერი, რათა მოხდეს შენგენის ზონის ნორმალური ფუნქციონირება, რაც როგორც ევროკავშირში მიიჩნევენ, საზღვრების ეფექტიანი კონტროლის გარეშე შეუძლებელია.

ბულგარეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ერთ-ერთი უმთავრესი საკითხი „ბრექსიტის“ შესახებ მოლაპარაკებები იქნება. 2017 წლის 15 დეკემბერს, ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების მეორე ფაზაზე გადასვლა დაანონსა.

ბულგარეთი ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა 2016 წელს ევროკომისიის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ორგანიზაციის ყველაზე გაჭირვებულ და კორუმპირებულ ქვეყნად დასახელდა.

ბულგარეთმა და რუმინეთმა შენგენის ზონაში გაწევრიანების შესახებ მიწვევა 2007 წლის 1-ელ იანვარს მიიღეს, მაგრამ ევროკავშირის ორივე წევრი ქვეყანა დღემდე ელოდება ორგანიზაციის საბოლოო გადაწყვეტილებას.

ევროკომისიის მიერ 2017 წლის 16 ნოემბერს გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში გაწევრიანება კიდევ ერთი წლით გადაიდო. ევროკომისია ელოდება დამატებით პროგრესს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის, საზღვრების კონტროლისა და დამოუკიდებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფის კუთხით.

ბულგარეთი 2018 წლის ივნისში ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობას ავსტრიას გადააბარებს.

ShareTweet

ახალი ამბები

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა
კატეგორიის გარეშე

საფრანგეთში ავარიას 30 წლის ქართველი ემსხვერპლა

05/07/2026
„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს
კატეგორიის გარეშე

„გწერს შენი დედაი, შენი გზის მყურებელი…“ – რას წერდა დედა პატრიარქს

03/20/2026
“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?
კატეგორიის გარეშე

“გარდაცვლილისა და დაკავებულის ოჯახები წლების განმავლობაში ახლობლობდნენ, ბიჭებიც მეგობრობდნენ” – რა ხდება ცნობილი შაკო ნათენაძის გარდაცვალებაზე?

05/15/2025
“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე
კატეგორიის გარეშე

“დიდი ალბათობით, ყაველაშვილის მიერ შეწყალებულებს საშიში დანაშაულები უნდა ჰქონდეთ ჩადენილი” – თოლორაია 613 მსჯავრდებულის შეწყალებაზე

01/20/2025
„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა
კატეგორიის გარეშე

„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

12/11/2024
“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა
კატეგორიის გარეშე

“მოსწავლეებმა დროშებით პერფორმანსი მოაწყვეს, კლასში დაბრუნებისას დამლაგებელმა მათ ხელი შეუშალა და მოსწავლეს ხელით შეეხო” | ბათუმის მე-18 სკოლა

12/03/2024

საინტერესო

პრემია “ივერია” საგურამოში

პრემია “ივერია” საგურამოში

8 years ago

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

10 years ago

თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი მამუკა მუმლაძე გახდა

10 years ago

მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე არ გამოცხადდა

11 years ago

ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი
ახალი ამბები

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

შალვა პაპუაშვილი პატრიარქის არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან მონტენეგროში ისაუბრა, სადაც ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. პაპუაშვილმა...

Read moreDetails
“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

“პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი

05/07/2026
„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

„სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა

05/07/2026
გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

გიგა ავალიანის საქმის პროკურორი: ნია იმნაძეს იძულების გზით მოიყვანს პოლიცია და მას მოუწევს კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხის გაცემა

05/07/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი 05/08/2026
  • “პატრიარქმაც თქვა მეუფე შიოზე, რომ წმინდა გიორგიმ გადაწყვიტა, რომ მოსაყდრედ აერჩია… ე.ი. წმინდა გიორგი იმოქმედებს სინოდზეც და ღირსეულ პატრიარქს აირჩევენ“ – დეკანოზი გიორგი გოგიჩაიშვილი 05/07/2026
  • „სუბსიდირების თანხა იზრდება…“ – ვის შეეძლება ცვლილებებით სარგებლობა 05/07/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by