• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, June 26, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

იენს სტოლტენბერგი – “ნატო მოუწოდებს საქართველოს გააღრმავოს რეფორმების თვალსაზრისით მიღწეული პროგრესი”

10 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

14264805_624884974346446_844864915784531818_nსაქართველოს პრეზიდენტის სასახლეში დღეს ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება.

ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გახსნა, რის შემდეგაც საბჭოს წევრებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“ჩრდილოატლანტიკური საბჭოსთვის ეს უკვე მეოთხე ვიზიტია საქართველოში, რაც თვალნათლივ აჩვენებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის, საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანის მიმართ და მე მჯერა, რომ ეს თანამშრომლობა ღრმავდება და ამ პროცესის საბოლოო წერტილი საქართველოს ალიანსში გაერთიანება  იქნება.

ჩვენ გვაქვს ყველა ინსტრუმენტი იმისთვის, რომ გავაღრმავოთ საქართველოს ეფექტიანი სვლა ამ მიმართულებით და დაველოდოთ იმ შესაძლებლობების ფანჯარას, რომელიც საბოლოო მიზნამდე მიგვიყვანს.

უმნიშვნელოვანესია ის თანამშრომლობა, რომელიც მიმართულია საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაგრძელებისაკენ.

სტაბილური და დაცული საქართველო მნივნელოვანია როგორც ქართველებისთვის, ასევე რეგიონისთვის და გლობალურად რეგიონული თანამშრომლობისთვის.

შავი და კასპიის ზღვის რეგიონებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო – კულტურული კავშირების განმტკიცება მისცემს შესაძლებლობებს არამხოლოდ საქართველოს, არამედ ათეულობით ქვეყანას დასავლეთითა და აღმოსავლეთით.

მინდა შეგახსენოთ, რომ ყოველთვის ხაზს ვუსვამდით შავი ზღვის მნიშვნელობას მის აღმოსავლეთ ნაწილში და საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმების აქ არსებობის გაღრმავებას.

ვარშავის კომუნიკეში სწორედ ეს მომენტი იქნა ხაზგასმული და მე მიხარია, რომ საქართველო აქტიური მონაწილე იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების, როგორც რეგიონული თანამშრომლობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტის თაობაზე მსჯელობებსა და დისკუსიაში.

თანამშრომლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე მსოფლიოში. დღეს საგრძნობლად იზრდება არაკონვენციური ომის საფრთხეები და საქართველო ამ საფრთხეებს თავისი გმირი ჯარისკაცების თანამონაწილეობით საერთაშორისო მისიებში პასუხისმგებლიანად პასუხობს.

უაღრესად მნიშვნელოვანია, ჩვენ ყველამ ერთად გავაძლიეროთ იარაღითა და ბირთვული ნარჩენებით უკანონო ვაჭრობის მიმართ ბრძოლა. ამ თვალსაზრისითაც საქართველოს არაერთი მნიშვნელოვანი პროცესი განუხორციელებია და ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ აღვკვეთეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბირთვული ნარჩენებისა და მასალების არალეგალური გატანის არაერთი მცდელობა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თანამშრომლობის გაძლიერება ჰიბრიდული ომის აღკვეთის კონტექსტშიც. საქართველოს ჰიბრიდული ომის სამწუხარო გამოცდილება გააჩნია, რომლის თაობაზეც ჩვენ მზად ვართ ეს გამოცდილება და აქ შეძენილი ცოდნა გავუზიაროთ ჩვენ პარტნიორებს. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი კოორდინირებული მუშაობა ინფორმაციული შეტევების წინააღმდეგაც, რომელიც გეგმაზომიერად მიმართულია და ხორციელდება საქართველოს, ისევე როგორც სხვა ახალგაზრდა დემოკრატიების და ალიანსის წინააღმდეგ.

ეს არის კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთიანობის შერყევას და დაკნინებას. ამ კამპანიის მიზანი ორმხრივია, ერთის მხრივ მიმდინარეობს ჩვენ მეგობარ ქვეყნებში ახალგაზრდა დემოკრატიების დისკრედიტაცია, ხოლო მეორეს მხრივ ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში მიმდინარეობს დასავლური არჩევანის მიუღწევლობის პროპაგანდა.

ამ ფონზე უაღრესად მნიშვნელოვანია ალიანსის ერთიანობა და სიმტკიცე. ნატოს რამდენჯერმე დაუძლევია კონფრონტაციული პარადიგმა და ამ პარადიგმის შედეგად, ამ დაძლევის შედეგად მომხდარა ნატოს გაფართოების არაერთი ტალღა.

მინდა ხაზი გავუსვა, რომ ასეთ გაფართოებას მოუტანია მეტი უსაფრთხოება, როგორც ნატოსთვის, ასევე გლობალურად.

სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვმუშაობთ დაპირისპირებულ პარადიგმაში. დღეს ხდება ახალგაზრდა დემოკრატიების და მათ შორის საქართველოს დასჯა იმ მცდელობებისათვის, რომელიც ჩვენ გვაქვს დასავლური ინტეგრაციის გზით. ეს არის გამოწვევა ყველა ჩვენთაგანისათვის, მათ შორის ნატოსათვისაც და ეს პროცესი ჩვენს საერთო უსაფრთხოების ყველაზე აქტუალური პრობლემაა, მის გადაჭრაშიც ჩვენ ერთიანი უნდა ვიყოთ.

სიმართლე კი იმაში მდგომარეობს, რომ ვერცერთი ქვეყნის, მათ შორის იმ ქვეყნის, რომელთანაც გვაქვს სირთულეები, რომელმაც მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, ანუ რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული საქართველოს, ან რომელიმე მეზობელი ქვეყნის ოკუპაციის გზით.

21-ე საუკუნეში ადამიანებს შორის გამყოფი კედლების აგება არის აბსოლუტურად არაბუნებრივი და არარეალისტური. ამ კონფრონტაციას არ აქვს შედეგი, ამ კონფრონტაციის პროცესში ყველა მხარე წაგებულია.

საქართველოს ოკუპაციით რუსეთმა მძიმე დარტყმა მიაყენა საქართველოს, როგორც სახლემწიფოს, როგორც ქვეყანას, რომელიც დინამიურად ვითარდება რეგიონში. საქართველოს ოკუპაციით ვერ მოიგეს იმ ადამიანებმა, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რადგანაც მათ ძალიან გაურკვეველი პერსპექტივა აქვთ.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციით რუსეთმა თავის თავს მიაყენა სერიოზული დარტყმა თავისი საერთაშორისო იმიჯის თვალსაზრისით. ეს აბსურდული პარადიგმა უნდა შეიცვალოს და მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ საქართველო არ ეძებს კონფრონტაციას რუსეთის ფედერაციასთან, არამედ ჩვენ ვეძებთ დეოკუპაციის გზებს.

ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ჩვენი საზოგადოება სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის განვითარების გზად აღიქვამს.

საქართველოს პარტიებმა, მიუხედავად მათი განსხვავებული შეხედულებისა სხვადასხვა საკითხებზე, სწორედ ვარშავის სამიტის წინ ხელი მოაწერეს ერთობლივ მემორანდუმს, რომელშიც ხაზი გაუსვეს მათ ერთიანობას და მტკიცე არჩევანს ევროპული და ევროატლანტიკური მიმართულებით.

დეკლარაცია გავიზიარე მე, გაიზიარეს და მხარი დაუჭირეს მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ და პრემიერმინისტრმა.

ამ პროცესის გაგრძელება ის დემოკრატიული არჩევნებია, რომლის ჩატარების პროცესში ჩვენ ვიმყოფებით და მე მჯერა, რომ 8 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები იქნება კიდევ ერთი მტკიცედ გადადგმული ნაბიჯი, როგორც საქართველოს დემოკრატიული პროცესის განმტკიცების თვალსაზრისით, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის განმტკიცების თვალსაზრისით.

 

დაბოლოს, წელს თქვენ ბრძანდებით საქართველოში, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ზეიმობს, რომელიც თავიდანვე ორიენტირებული იყო ნატოსა და ევროკავშირის მიმართულებით.

ჩვენ ვიცით, რომ პარტნიორობა ამ 25 წლის განმავლობაში სულ უფრო  და უფრო ღრმავდება, კიდევ ერთხელ მადლობას მოგახსენებთ სტუმრობისათვის“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

როგორც ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა,  ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი  საქართველოს მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი გზავნილის მიმწოდებელია.

„საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სერიოზული მსხვერპლი გაიღო ევროატლანტიკური ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რისთვისაც ღრმად მადლიერები ვართ.

ჩვენი ვიზიტი და შეხვედრები ხაზს უსვამს ნატოს სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. იმ მხარდაჭერას, რომელიც ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ვარშავის სამიტზე.

როგორც ნატოს წევრობის ასპირანტი ქვეყანა, საქართველომ შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა არსებითი რეფორმების თვალსაზრისით – კანონის უზენაესობის გაძლიერების, სასამართლო რეფორმის, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორების წინსვლისა და უფრო სრულყოფილი დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით.

ჩვენ გვჯერა, რომ მომავალი არჩევნები უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად გაიმართება.

ნატო მოუწოდებს საქართველოს განაგრძოს პროგრესი ყველა აღნიშნული რეფორმის მიმართულებით და ჩვენ ვადასტურებთ, რომ ნატო გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას, რომ დაეხმაროს საქართველოს ნატოს წევრობისათვის.

კიდევ ერთხელ ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის და თქვენი წვლილისთვის ნატოსა და საქართველოს მეგობრობის განმტკიცებაში“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა სპეციალური სამთო წვრთნები გაიარეს

10 years ago
ირაკლი ოქრუაშვილმა თავდამსხმელი მონაწილეები დაასახელა

ირაკლი ოქრუაშვილმა თავდამსხმელი მონაწილეები დაასახელა

10 years ago
„რამდენიმე დღეში პარტიის მმართველი გუნდი „ნაციონალურ მოძრაობას“  დატოვებს“ – ნიკა მელია

„ველოდით, რომ ივანიშვილის ხელისუფლება განტევების ვაცის ძიებას „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაიწყებდა“ – ნიკა მელია

9 years ago

“ვიღაცებს ავტორიტარიზმი და გადაწყვეტილების მიღების უნარი ერთმანეთში ერევათ”

10 years ago

ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა
ახალი ამბები

თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა

06/25/2026

თელავში, მართვის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარების დროს, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. თვითმხილველების ინფორმაციით, მამაკაცს საგამოცდო პროცესის დროს გული გაუჩერდა. მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო...

მეტის ნახვაDetails
„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ –  ილია თოფურია

„მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია

06/25/2026
საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს

06/23/2026
„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

„ტრაგედია დატრიალდა… ბევრი იბრძოლეს მის გადასარჩენად, მაგრამ უშედეგოდ…“ – გარდაიცვალა ბიჭი, რომელიც ურეკში, ზღვის დინებამ გაიტაცა

06/18/2026

კალენდარი

June 2026
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930  
« May    

სიახლეები

  • თელავში, მართვის მოწმობის გამოცდისას, კაცი ცუდად გახდა და გარდაიცვალა 06/25/2026
  • „მიყვარხარ, საქართველო, დიდი მადლობა“ – ილია თოფურია 06/25/2026
  • საქართველოს საპატრიარქო ინგუშეთში დატრიალებულ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს 06/23/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by