• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, August 19, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“ეს კამპანია წარმოადგენს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს” – გივი კუპატაძე

13 years ago
კატეგორია: ანალიტიკა, ექსკლუზივი, მთავარი მოვლენები
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

1001624_10201649281939505_1368973588_n“თბილისი თაიმსი”  „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის მენეჯერს გივი კუპატაძეს  დაუკავშირდა. გივი კუპატაძე ტარტუს უნივერსიტეტის მეცნიერებათა მაგისტრია ფინანსურ მათემატიკაში და არასამთავრობო ორგანიზაციათა ევროპის რესურს ბანკის კონფერენციის 2013 წლის კონკურსის გამარჯვებული, როგორც ყველაზე ინოვაციური პროექტის „გადასახადების გადამხდელთა ინდექსის“ ავტორი. თბილისი თაიმსი გივი კუპატაძეს „ერთი პროცენტის კანონი – საქართველოს დროა“ კამპანიის იდეასა და მნიშვნელობაზე ესაუბრა.

“თბილისი თაიმსის”  ჟურნალისტი  დაუკავშირდა „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის მენეჯერს გივი კუპატაძეს.

ბატონო გივი, გთხოვთ აგვიხსნათ რას გულისხმობს „ერთი პროცენტის კანონი“

ერთი პროცენტის კანონი გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადების გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადახდილი გადასახადიდან 1%-ი მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. მაგალითისათვის, როდესაც 20%-ს იხდით საშემოსავლო გადასახადის სახით, საშუალება გექნებათ, რომ გადახდილი 20%-დან ერთი პროცენტი მიმართოთ თქვენთვის მოსაწონი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. კამპანიის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში 15 000-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ხელმისაწვდომი გახდება 27 260 000 ლარი.

გთხოვთ აგვიხსნათ რა არის „ერთი პროცენტის კანონის“ მიზანი

ერთი პროცენტის კანონი სამი უმთავრესი მიზნის მიღწევას ემსახურება. პირველ რიგში, ერთი პროცენტის კანონის მიზანია ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბება ფინანსური და პოლიტიკური დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის გზით. მეორე და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მიზანია პირდაპირი დემოკრატიის განვითარების ხელშეწყობა გადასახადების გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემით, რომ საკუთარი გადასახადიდან 1%-ის  ფარგლებში თავადვე გადაწყვიტონ თუ რომელ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებენ. მესამე მიზანს წარმოადგენს მწვავე სოციალური ფონის შემსუბუქება ახალი სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა და სოციალურად ორიენტირებული პროექტების რაოდენობის გაზრდის საშუალებით.

სამუშაო ადგილების შექმნაში კონკრეტულად რას გულისხმობთ, შეგიძლიათ დააკონკრეტოთ?

როგორც აღვნიშნეთ, 2013 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, 1%-ის კანონის რეალიზების შემთხვევაში მოხდება სამოქალაქო საზოგადოებისათვის 27 260 000 ლარიანი ფონდის მობილიზება. შესაბამისად, შესაძლებელი იქნება 500 ლარიანი ხელფასის პირობებში, რაც მინიმუმ 3-ჯერ აღემატება ქვეყანაში არსებულ საარსებობო მინიმუმს, 2000 ახალი სამუშაო ადგილის შექმნა და ეს ყოველივე ერთი წლის განმავლობაში მოითხოვს 12 მილიონიანი სახელფასო ფონდის შექმნას მთლიანი არასამთავრობო სექტორისათვის (ხელფასებზე გაცემული ხარჯები იქნება 1%-ის კანონის ფარგლებში ორგანიზებული მთლიანი ფონდის 44%-ი, ხოლო დარჩენილი 56%-ი მოხმარდება არასამთავრობო ორგანიზაციების საპროექტო ხარჯებს).

რატომ არის ერთი პროცენტის კანონი საქართველოსათვის მნიშვნელოვანი ახლა ამ ეტაპზე?

დღეისათვის  სამოქალაქო საზოგადოების სისუსტე იმდენად აშკარაა, რომ მასზე ღიად საუბრობენ როგორც სახელისუფლებლო ისე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები. გავიხსენოთ, თუნდაც პრემიერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პოლიტიკიდან წასვლისა და სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შესახებ. ვეთანხმებით ბატონ პრემიერს, რომ სასწრაფო ქმედითი ზომებია მისაღები სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად და სწორედ ამ მიზნის მიღწევის უალტერნატივო, ყველაზე სამართლიან და ეფექტიან გზად მიგვაჩნია ერთი პროცენტის კანონის მოდელის საქართველოში განხორციელება.

გჯერათ, რომ ერთი პროცენტის კანონი წარმატებით განხორციელდება საქართველოში?

ერთი პროცენტის კანონის მექანიზმის საქართველოში წარმატებულად განხორციელების გარანტიას იძლევა პოსტ-კომუნისტური ქვეყნების მდიდარი საერთაშორისო პრაქტიკა. 1996 წლიდან დღემდე 1 პროცენტის კანონი წარმატებით განხორციელდა უნგრეთში, სლოვაკეთში, ლიტვაში, პოლონეთსა და რუმინეთში. 1 პროცენტის კანონმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ქვეყნების დემოკრატიულ განვითარებასა და ევროპულ საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დაკავებაში. დღეს გვაქვს რეალური შანსი, რომ ვისწავლოთ ამ ქვეყნების გამოცდილებით და შევქმნათ ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობის ქართული მაგალითი.

როგორია „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის სამოქმედო გეგმა და რას უნდა მოელოდეს თქვენი კოალიციისგან საზოგადოება?

ჩვენი კოალიციის სამოქმედო გეგმა შემდეგია:

  1. სექტემბრის ბოლოს ორგანიზებას გავუკეთებთ არასამთავრობო ორგანიზაციების კონფერენციას, სადაც ღიად განვიხილავთ ერთი პროცენტის კანონის გამოწვევებს და მათი გადაჭრის გზებს
  2. მივმართავთ ღია წერილით პრეზიდენტობის კანდიდატებს, რომ მხარი დაუჭირონ ერთი პროცენტის კანონის ინიციატივას
  3. გავმართავთ საინფორმაციო კამპანიებს საქართველოს კანცელარიასა და ფინანსთა სამინისტროსთან, რომ დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა პრემიერ მინისტრთან და ფინანსთა მინისტრთან ერთი პროცენტის კანონზე კონსულტაციების გავლასთან დაკავშირებით
  4. დავიწყებთ ხელმოწერების შეგროვებას, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოვახდინოთ ერთი პროცენტის კანონის შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტით პარლამენტში ინიცირება
  5. უზრუნველვყოფთ საზოგადოების დიდი ნაწილის ინფორმირებას ერთი პროცენტის კანონის შესახებ სოციალური მედიის აქტიური გამოყენების საშუალებით.

თქვენს ამ ინიციატივას ფინანსურ უზრუნველყოფას ვინ უკეთებს? ვინ დგას თქვენს უკან?

ერთი პროცენტის კანონის კამპანია მთალიანად დაცლილია ყოველგვარი პოლიტიკური ლობირებისაგან. ეს კამპანია წარმოადგენს საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ უიშვიათეს გამონაკლისს, როდესაც სამოქალაქო სექტორი ერთიანდება საკუთარი ინიციატივის ირგვლივ და პოლიტიკური კავშირების გამოყენების გარეშე ცდილობს ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცვლილების განხორციელებას. შესაბამისად, ერთი პროცენტის კანონის კამპანიის დაფინანსებას ამ ეტაპისათვის უზრუნველყობს კამპანიის საინიციატივო კოალიცია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის,“ რომელიც ორგანიზებულია დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისაგან.

ელოდებით თუ არა წინააღმდეგობას? რა მოლოდინები გაქვთ? როგორია თქვენი მზაობა? შეძლებთ ეს ინიციატივა გაიტანოთ საქართველოში?

ერთი პროცესის კანონის კამპანიის მთავრი გამოწვევა ხელისუფლების მმართველი კოალიციის პოლიტიკური ნების მოპოვებაა. ძალიან რთულია თუნდაც ერთი არგუმენტის მოყვანა, როგორც სოციალურ ასევე ფილოსოფიურ პრინციპებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება გახდეს ერთი პროცენტის კანონის საქართველოში განხორციელებისათვის რეალური საფრთხე. შესაბამისად, თუ ჩვენ მოვახერხებთ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებას ამ კამპანიის შესახებ, ვფიქრობთ, რომ მის წარმატებით განხორციელაბა გარდაუვალია.

The Thbilisi Times

 

 

ShareTweet

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა
ახალი ამბები

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა
ახალი ამბები

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს
ახალი ამბები

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026
„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია
ახალი ამბები

„როცა სასწაულის გარდა, არაფერი დარჩენიათ…“ – ხატი თბილისში, რომელსაც ცხოვრების წამში შეცვლა შეუძლია

08/17/2026
ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ტრაგედია ჩაქვში – მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

08/16/2026

საინტერესო

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო

ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეების შესახებ ფილმის გადაღება დაიწყო

7 years ago

აშშ-ი პალესტინას ისევ ეხმარება

13 years ago
აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

აშშ უკრაინას 625 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოუყოფს

4 years ago
ნიკა მელია: “დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან”

ნიკა მელია: “დროა თბილისი და თბილისელები გათავისუფლდეს დაბოღმილი პოლიტიკისაგან”

12 years ago

ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა
ახალი ამბები

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

12 წლის წინ დაკარგული გურამ დადიანიძის „ფეისბუქის“ გვერდზე, დღეს, 18 აგვისტოს, 21:54 საათზე, ოსურ დიალექტზე პოსტი გამოქვეყნდა „Арцыд рæстæг“, რომელიც...

მეტის ნახვაDetails
„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

„ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა

08/18/2026
ვრცელდება პატრიარქის მიმართვა

კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი

08/18/2026
„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

„პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა…“ – თბილისში ექიმებმა შუახნის კაცი გადაარჩინეს

08/17/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა 08/19/2026
  • „ორი შვილი დარჩა…“ – ცნობილია, სიღნაღში ავარიის დროს დაღუპული კაცის ვინაობა 08/18/2026
  • კათოლიკოს-პატრიარქი: აღსანიშნავია ბადრი ვადაჭკორიას ღვაწლი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე. მისმა ობიექტივმა ასახა ჩვენი ეკლესიის ისტორიისა და მისი უწმინდესობის მოღვაწეობის მრავალი ღირსსახსოვარი კადრი 08/18/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by