შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები ზოოპარკის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობოდნენ, რომ ყველა მტაცებელი ან ვოლიერებშია, ან დაღუპულია, თუმცა აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი მტაცებელი მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნმა, მინდია ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით დაუდგენელი მტაცებელი ჯაჭვშია და მიმდინარეობს მისი დამუშავება.
“შსს, სხვა უწყებები ვეყრდნობოდით ზოოპარკის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომ ყველა მტაცებელი ან დაღუპულია, ან ვოლიერშია, თუმცა ახლა აღმოჩნდა, რომ ერთი მტაცებელი ცხოველი არის მიმდებარე ტერიტორიაზე”, – განაცხადა ჯანელიძემ.













