• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 23, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

არ მისცეთ “ოცნების” ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება – საქართველოს მოქალაქეები ბუნდესტაგს პეტიციით მიმართავენ

2 years ago
კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი მოვლენები
A A
არ მისცეთ “ოცნების” ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება – საქართველოს მოქალაქეები ბუნდესტაგს პეტიციით მიმართავენ
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მოქალაქეები გერმანიის ბუნდესტაგს პეტიციით მიმართავენ და სთხოვენ, “ოცნების” ლიდერებს ევროპის ჩემპიონატზე დასწრების საშუალება არ მისცენ.

 

პატივცემულო ბუნდესტაგის წევრებო,

პატივცემულო ბუნდესტაგის პრეზიდენტო!

მოგმართავთ ქართველი ხალხის სახელით, იმ ადამიანების სახელით, რომლებიც ბოლო 7 კვირაა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში, ევროპული ღირებულებებისა და ევროპული მომავლის დასაცავად დგანან. მათ წინააღმდეგობას მმართველი პარტია ებრძვის უკანონო ქმედებებით, როგორიცაა დაკავებები, ფულადი ჯარიმები და ფიზიკური ანგარიშსწორება.

მოგეხსენებათ, რომ საქართველოს პარლამენტმა, მიმდინარე წლის 28 მაისს, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად, მიიღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ე.წ. “რუსული კანონი”, რომელიც ევროპული ქვეყნების უმრავლესობის, ევროკავშირისა და აშშ–ს მიერ, მიჩნეულ იქნა ანტიდემოკრატიულად და საქართველოს სუსტი დემოკრატიისთვის, საფრთხის შემქმნელად. აღნიშნული კანონი, ფაქტობრივად,  წამოადგენს რუსეთის ფედერაციაში მოქმედი კანონის ანალოგს, რომელიც მიზნად ისახავს, ჩაახშოს სამოქალაქო საზოგადოებისა და აქტიური მოქალაქეების საპროტესტო ხმა. ის, ასევე, რადიკალურად ცვლის საქართველოს ევროპულ კურსს, რომელიც გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით.

რამდენიმე დღეში თქვენს ქვეყანაში წლის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა – ფეხბურთში ევროპის ჩემპიონატი დაიწყება, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული გერმანია პირველად უმასპინძლებს ფანებს მთელი ევროპიდან და არა მხოლოდ.

ეს ჩემპიონატი საქართველოსთვისაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: ჩვენი სახელმწიფოებრიობის მანძილზე, პირველად გვაქვს შანსი, ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე, გავერთიანდეთ  ევროპასთან ფეხბურთით და გავერთიანდეთ ევროპის გულში.

2024 წლის 26 მარტი ყველაზე ბედნიერი დღეა ქართული ფეხბურთის ისტორიაში, როდესაც ქართული ეროვნული ნაკრები პირველად გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. ჩვენი გუნდის სამოტივაციო ფრაზა გადაიქცა აღმაფრთოვანებელ შეძახილად. როდესაც ფეხბურთელები კითხულობდნენ: “სად მივდივართ?“ ჩვენ, ყველანი, ვპასუხობდით: „ევროპაში!” ეს გამარჯვება ჩვენი ევროპული გემისთვის ზურგის ქარი იყო.

აღნიშნულ სასიხარულო მოვლენას ჩრდილს აყენებს ის ფაქტი, რომ ქართველ პოლიტიკოსთა ის ანტიდასავლური ნაწილი, რომლებიც ანტიევროპული რიტორიკითა და რუსული პროპაგანდის ხელშეწყობით გამოირჩევიან, გეგმავენ, რომ დაესწრონ საფეხბურთო მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და აღნიშნული საფეხბურთო დღესასწაული თავიანითი პოლიტიკური რეიტინგისა და ანტიევროპული პროპაგანდისთვის გამოიყენონ. მათი ნარატივით, ევროპა მიუღებელია, რადგან ის ომში ჩაბმას და ჩვენგან ქართულ იდენტობაზე უარის თქმას მოითხოვს.

ანტიევროპული პროპაგანდით გამოირჩევა საქართველოს დედაქალაქის მერი და ყოფილი ფეხბურთელი, ბატონი კალაძე, რომლის ანტიევროპული მოწოდებები განსაკუთებული სიძულვილის მატარებელია. ასევე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ბატონი კობიაშვილი იმავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და ერთ-ერთი იმ 84 დეპუტატიდან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ე.წ. რუსულ კანონს. ორივე ზემოთ ჩამოთვლილი ბატონი აკეთებს ყველაფერს, რათა ჩვენ და ჩვენს მომავალ თაობებს არ ჰქონდეთ ევროპული მომავალი, ჩვენს ქვეყანას არ ჰქონდეს არაფერი საერთო იმ ღირებულებებთან, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია. ისინი არ იშურებენ ძალისხმევას იმისთვის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის ევროპულ კურსზე, ევროკავშირში გაწევრიანებასა და ევროპულ ოჯახში გაერთიანებაზე,

ამიტომ, ჩვენ, ქვემოთ ხელისმომწერი საქართველოს მოქალაქეები, ვგრძნობთ რა გერმანიის მთავრობისა და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოდან მხარდაჭერას, მოგმართავთ თხოვნით, თქვენი უფლებამოსილების ფარგლებში, გაატაროთ შესაბამისი ღონისძიებები ამ ორი ქართველი პოლიტიკოსისთვის, ასევე, საქართველოს პარლამენტის იმ დეპუტატთათვის, რომლებმაც ხმა მისცეს ე.წ. „რუსულ კანონს“, ქვეყანაში შემოსვლისა და ევროპის ჩემპიონატზე დასწრების შეზღუდვის დაწესების შესახებ, რათა ამ პოლიტიკოსებს არ მიეცეთ საშუალება, თავიანთი რუსული პროპაგანდის მიზნებისთვის გამოიყენონ საფეხბურთო ჩემპიონატი და არ შექმნან ცრუ წარმოდგენა, რომ აღნიშნული კანონის მიღების მიუხედავად, აქვთ ევროპული ქვეყნებისა და პოლიტიკოსების  მტკიცე მხარდაჭერა.

ჩვენ მადლიერნი ვართ და ვაფასებთ თქვენს თანადგომას და ღირებულებებს. ჩვენ გვახსოვს ბატონი როთის მხარდაჭერა თბილისში იმ დიდებულ საღამოს, როცა მან განგვიცხადა, რომ მარტონი არ ვართ და არასდროს მიგვატოვებს ევროპისთვის ბრძოლაში. ჩვენ ახლა, ამ ჩემპიონატზე, ძალიან გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და იმის ჩვენება, რომ ევროპის გულში მხოლოდ იმ ხალხის ადგილია, რომელიც ევროპისთვის თავის სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს და შიშველი ხელებით ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის.

წინასწარ გიხდით მადლობას

პატივისცემით, საქართველოს მოქალაქეები.

განცხადებას თან ახლავს დასანქცირებულ პირთა სია:

 

ბიძინა ივანიშვილი – პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე;

ირაკლი ღარიბაშვილი – ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე;

კახა კალაძე – ქ. თბილისის მერი, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი;

ირაკლი კობახიძე – საქართველოს მთავრობის პრემიერმინისტრი.

აქვე, დეპუტატები, რომლებმაც ე.წ. რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს:

ბარვენაშვილი გიორგი

ბენაშვილი გია

ბერაია ირაკლი (დაჩი)

ბერაძე რამინა

ბითაძე მაია

ბოლქვაძე ანზორ

ბოლქვაძე ელისო

ბოჭორიშვილი მაკა

გოცირიძე ელგუჯა

დავითულიანი ბექა

დალაქიშვილი ალექსანდრე

დარგალი ზაურ

დასენი ისკო

დუგლაძე ზაალ

ენუქიძე ავთანდილ

ენუქიძე გოჩა

ვოლსკი გია

ზავრადაშვილი ირმა

ზარქუა ირაკლი

თალაკვაძე არჩილ

თოლორაია ედიშერ

ინჯია ფრიდონ

იონათამიშვილი რატი

კაჭარავა დავით

კახაძე ვლადიმერ

კახიანი გიორგი

კახიშვილი კახა

კვიჟინაძე პაატა

კვიციანი ბაია

კირცხალია ირაკლი

კიურეღიანი სუმბატ

კობიაშვილი ლევან

კონცელიძე რესან

ლაშხი მარიამ

ლომინაძე ზაზა

მათიკაშვილი დავით

მანუკიანი სამველ

მაჭავარიანი ლევან

მაჭარაშვილი გურამ

მგალობლიშვილი ლევან

მეზურნიშვილი ირაკლი

მეშველიანი გოგი

მეძმარიაშვილი ირაკლი

მირზოევი სავალან

მიქანაძე გივი

მიქელაძე ზაალ

ნიკურაძე იმედა

ობოლაშვილი ანტონ

ოდიშარია ბექა

ოხანაშვილი ანრი

პაპუაშვილი შალვა

სამხარაული გელა

სამხარაძე დიმიტრი

სამხარაძე ნიკოლოზ

სანიკიძე ვიქტორ

სეფაშვილი ეკა

სონღულაშვილი დავით

სოსიაშვილი გიორგი

სუბარი სოზარ

ტაბატაძე ალექსანდრე

ტურძელაძე ნოდარ

ქადაგიშვილი ირაკლი

ქარუმიძე ლევან

ქვარაია მერაბ

ქურასბედიანი სალომე

ღუდუშაური ალუდა

ყაველაშვილი მიხეილ

შარმანაშვილი თენგიზ

შატაკიშვილი ირაკლი

ჩაკვეტაძე გიორგი

ჩანქსელიანი გოდერძი

ჩარკვიანი ქეთევან

ჩიგოგიძე ვასილ

ცაგარეიშვილი გიორგი

წაქაძე ბეჟან

წილოსანი ნინო

წილოსანი ხატია

წიწავა გრეტა

ხაბარელი შოთა

ხახუბია გიორგი

ხუნდაძე დიმიტრი

ჯაფარიძე ვიქტორ

ჯინჯოლავა სალომე

ჭიჭინაძე გივი

მდინარაძე მამუკა

ShareTweet

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს
ახალი ამბები

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026
ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

ქორწინების იძულებისა და ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ორ სხვადასხვა ფაქტზე, მარნეულში სამი პირი დააკავეს

10/20/2026
სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება
ახალი ამბები

სეზონური გრიპის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია 21 ოქტომბრიდან დაიწყება

10/19/2026

საინტერესო

შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა

10 years ago
გიორგი მარგველაშვილი სომხეთში იმყოფება

გიორგი მარგველაშვილი სომხეთში იმყოფება

13 years ago

ოთარ დანელია: „მნიშვნელოვანია სამომხმარებლო ბაზრის და სწრაფი კვების ობიექტების მონიტორინგი”

11 years ago

თეა წულუკიანი – პირველი ბლოგერი მინისტრი

13 years ago

ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან
ახალი ამბები

„რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან

10/22/2026

19 ოქტომბერს, გლდანში ტრაგედია დატრიალდა. ხელბურთის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, რატი მსხვილიძე მოულოდნელად გარდაიცვალა. რატი მსხვილიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული...

მეტის ნახვაDetails
„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

„ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან

10/22/2026
„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

„მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს

10/22/2026
ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

ქობულეთში შვილის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამა დააკავეს

10/20/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • „რატო ბიჭოო… გასკდა გული“ – მოულოდნელად გარდაცვლილ სპორტსმენს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „ყველაზე თბილი და მოსიყვარულე ადამიანი აღარ არის…“ – 24 წლის ბიჭს ემშვიდობებიან 10/22/2026
  • „მჭირდება დახმარება! ვარ ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი“ – ნინო მუმლაძე მიმართვას ავრცელებს 10/22/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by