დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას სასულიერო პირი მიაწვდის. საპატრიარქოს წარმომადგენელი საავადმყოფოში რამდენიმე საათში მივა, რომელსაც ხელთ პატრიარქის სამძიმრის წერილი ექნება.
“სასულიერო პირი ეტყვის ჩემს დას, რომ შვილი აღარ ჰყავს. ასევე პატრიარქმა სამძიმრის წერილი მოამზადა, რომელსაც სასულიერო პირი ჩემს დას გადასცემს”, – განაცხადა თემურ გუგეშაშვილმა.
დოდო და ნოდარ გუგეშაშვილებს ამ დრომდე უცნობმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან 7 თებერვალს ესროლა. ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე დაიღუპა, დოდო გუგეშაშვილი კი მკურნალობას ღუდუშაურის საავადმყოფოში აგრძელებს.