• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, September 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება

9 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
მშენებლობებზე პირველივე დარღვევის აღმოჩენის, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობის შემთხვევაში ჯარიმა 30 000 ლარი იქნება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

მშენებლობებზე დარღვევების აღმოჩენის პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა, 30 000 ლარი გახდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

რაც შეეხება იმას, თუ რა ტიპის დარღვევებზეა საუბარი, კახა კალაძის განცხადებით, საუბარია ნებისმიერი ტიპის დარღვევაზე, მათ შორის ჩაფხუტის გარეშე მუშაობაზეც.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა პარლამენტს თანადგომისა და მხარდაჭერისთვის.

“ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია მშენებლობებზე უსაფრთხოების თვალსაზრისით. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება, მაგალითისთვის, დღეს როცა რაიმე დარღვევები იკვეთებოდა, პირველ შემთხვევაში მათ ეძლეოდათ მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება, შემდეგ იყო 3 000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. დაგეგმილი ცვლილებებით პირველივე შემთხვევაზე ჯარიმა იქნება 30 000 ლარის ოდენობის. იმ კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მშენებლობა დარღვევების გამო ჰქონდათ შეჩერებული და მიუხედავად შეჩერებისა, კონკრეტული ინვესტორი კომპანია აგრძლებს მუშაობას, ის დაჯარიმდება 50 000 ლარით, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ თუ მიწა სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაა და უკანონო მშენებლობა მიმდინარეობს, ჯარიმა 25 000 ლარი იქნება, კერძო საკუთრებაზე – 20 000 ლარი. ეს ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, მაგალითად, ის რომ ჩაფხუტების გარეშე მუშაობენ. მაგალითად, ფასადის მოპირკეთების დროს, ყოველგვარი დამცავების გარეშე მუშაობენ. თვითონ მშენებლის ინტერესებში უნდა იყოს ის, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები უსაფრთხოდ მუშაობდნენ. ეს ჯარიმები მგონია, რომ მოგვცემს შესაძლებლობას, რათა მოვაგვაროთ არსებული პრობლემები. არსებობს ასევე მენტალური პრობლემა, რაც იკვეთება სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების თვალსაზრისით და ესეც გადასატეხია. ერთიანი თანადგომით მგონია, რომ ამას შევძლებთ. გვქონდა კონსულტაციები პრემიერთან, ეკონომიკურ გუნდთან და ამ ცვლილებებს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა. ასევე შევხვდით მენაშენეთა ასოციაციას და გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და თანადგომა”, – განაცხადა კალაძემ.

Share1Tweet1

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

ამირან გამყრელიძე – ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება

„იცით რატომ აფეთქდა სიტუაცია აჭარაში? ერთდროულად ცხრა 400-კაციანი ქორწილი გაიმართა“

6 years ago
“არაკომპეტენტურობა, პრეზიდენტის აზრით, არჩილ გეგეშიძემ არა ერთხელ გამოავლინა”

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის ინციდენტის ირგვლივ არსებულ კითხვებს კომპეტენტური პასუხი უნდა გაეცეს

10 years ago
სოფელ დიღომში ახლგაზრდა კაცი მოკლეს – სასიკვდილო ჭრილობები თანასოფლელმა საკუთარ სახლთან მიაყენა

მაჭავარიანის ქუჩაზე ავტომობილი მოპედით მოძრავ კურიერს დაეჯახა – 23 წლის მამაკაცი მძიმე მდგომარეობაშია

2 years ago
საქართველოს პარლამენტის აპარატი ბალტიისპირეთის პარლამენტების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს ქმნის

საქართველოს პარლამენტის აპარატი ბალტიისპირეთის პარლამენტების ადმინისტრაციებთან თანამშრომლობის ახალ ფორმატებს ქმნის

8 years ago

ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა
ახალი ამბები

სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა

09/03/2026

41 წლის ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა და ფინანსისტმა, რომლის ცხოვრებაც ჯონ ლე კარეს ჯაშუშურ რომანს წააგავს, ჰიბისკუსის დაცულ კუნძულზე მდებარე ახალაშენებული მაიამის...

მეტის ნახვაDetails
მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა

08/25/2026
თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

08/24/2026
„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

„მოვიდა დრო“ – 13 წლის შემდეგ, გურამ დადიანიძის „ფეისბუქზე“ პოსტი გამოქვეყნდა

08/19/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • სარეკორდო გარიგება ჰიბისკუსის კუნძულზე: ქართველმა ბიტკოინ-ინვესტორმა სახლი $51.5 მილიონად გაყიდა 09/03/2026
  • მაშო ნასყიდაშვილი: სტილი, კრეატიულობა და ქართული მოდის ახალი პერსპექტივა 08/25/2026
  • თბილისის ზღვაში 15 წლის ბიჭი დაიხრჩო 08/24/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by