• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Sunday, July 5, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

“მიხარია, რომ საზოგადოებამ ამ ყველაფერს კრეატივი უწოდა“ – ნინა ლონდარიძე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
“მიხარია, რომ საზოგადოებამ ამ ყველაფერს კრეატივი უწოდა“ –  ნინა ლონდარიძე
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ზოგჯერ ხელოვნება ქმნის ადამიანს და ან ადამიანი ქმნის ხელოვნებას. საბოლოოდ, ისინი ერთ განუყრელ მთლიანობად იქცევიან ხოლმე და ერთმანეთის გარეშე არსებობა ვეღარ წარმოუდგენიათ. ასე აღმოაჩინა  თავისი თავი ნინა ლონდარიძემ ხელოვნებაში და გადაწყვიტა, საკუთრი თავი ნამუშევრებში გამოეხატა. „ჰობი ჯორჯია“  ხელნაკეთი ჩანთების სტარტაპია, რომელიც  რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ბაზარზე. „თბილისი თაიმსთან“ საუბრისას ბრენდის დამფუძნებელი ჩანთების შექმნისა და იმ პრობლემების შესახებ საუბრობს, რომლებიც განვითარების ეტაპზე შეხვდა.

თავდაპირველად თქვენს შესახებ რომ მომიყვეთ,  საიდან გაგიჩნდათ იდეა შეგექმნათ ხელნაკეთი ნივთები?

– ეს ის არის, რაც თან დამყვება მთელი ცხოვრება უბრალოდ ბოლო პერიოდში გავაცნობიერე, რომ შემიძლია საყვარელი საქმე პროფესიად ვაქციო და ასეც მოვიქეცი.  „ჰობი ჯორჯია“ ქართულ ბაზარს რამოდენიმე თვის წინ გავაცანი. რეალურად გააზრებაც ვერ მოვასწარი ისე მიიქცია ჩემმა ჩანთებმა უამრავი ადამიანის ყურადღება. ყოველდღიურად უამრავი შეტყობინება მომდის. მინდა თქვენი საშუალებით მადლობა გადავუხადო ჰობის ყველა გულშემატკივარს ასე რომ გვანებივრებენ  კომპლიმენტებით.

რა სახის ნივთებს ქმნით ძირითადად და რა მასალა გამოიყენება მათ შესაქმნელად?

– ამ ეტაპზე ვმუშაობ მხოლოდ ჩანთების დიზაინზე. გენდერული ბალანსი რომ არ დავარღვიო, უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ მამაკაცის ხაზს, სადაც გათვალისწინებული იქნება საფულეებიც. რაც შეეხება მასალას, მხოლოდ ერთი ფაქტურით არ შემოვიფარგლები. ვიყენებ ტექსტილს, ტყავს როგორც ორგანულს, ასევე ხელოვნურს, თექას, ზამშს  და ასე შემდეგ.

როგორია შექმნის პროცესი და  რა ადგილი უჭირავს ხელოვნებას თქვენ ცხოვრებაში?

– ჰობი ის საქმიანობაა რომლიც ყველაზე დიდ სიამოვნებას გვანიჭებს, ხოდა მეც ყოველდღიურად ვქმნი დიზაინს თქვენთვის და ვბედნიერდები ამით.  დარწმუნებული ვარ თითოეული მომხმარებელი გრძნობს იმ პოზიტივს, რასაც მე მათ ჩანთებში ვდებ. მას შემდეგ რაც რადიკალური ნაბიჯი გადავდგი და გადავწყვიტე საკუთარი თავისთვის სამსახური თავად შემექმნა მთელი ჩემი ცხოვრება მოიცვა ხელოვნებამ. სხვანაირად არც წარმომედგინა, რადგან როდესაც რაიმეს ქმნი, ჩემი აზრით, აუცილებელია მარაგში გქონდეს უამრავი ემოცია, ემოციების გამოწვევა კი მთლიანად ხელოვნების პრეროგატივაა.

რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყებიდან დღემდე და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?

– ამ ეტაპზე ყველაზე დიდ სირთულეს საქართველოში  ჩემთვის საჭირო ხელსაწყო დანადგარების და მასალის არარასებობა წარმოადგენს. ხშირად მიწევს მათი გამოწერა, რაც ვადებთან არის დაკავშირებული და  დისკომფორტს მიქმნის. ვფიქრობ, ბაზარზე თავის დამკვიდრებას ჰობი თავისი უნიკალური ხელწერის საშუალებით ახერხებს.

რითი ხართ გამორჩეული სხვებისგან? მთავარი განმასხვავებელი ნიშა

– ეს არის სფერო, სადაც თავს შეზღუდვებს არ ვუწესებ. გადმომაქვს ის ფერები რაც ჩემშია, არ ვფიქრობ იმაზე თუ რა იქნება ტრენდული ან გაყიდვადი ან რომელი ფერია მოდაში წელს. არ ვბაძავ, უბრალოდ ვქმნი და მიხარია, რომ საზოგადოებამ ამ ყველაფერს კრეატივი უწოდა. თუ ერთხელ მაინც გინახავთ  ჰობის ჩანთა დარწმუნებული ვარ, ის არასდროს აგერევათ სხვაში.

როგორია ფასები და როგორ ხდება შეძენა?

– თავს ვიწონებ დემოკრატიული ფასებით, მინდა მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. (ფასები იწყება 35 ლარიდან) შეძენა ხდება ონლაინ, კურიერული მომსახურეობა უფასოა.

სამომავლო გეგმების შესახებ რომ მომიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?

– სამომავლოდ უამრავი გეგმა მაქვს და ექსპორტზე გასვლა ამ გეგმებში შედის, რა თქმა უნდა. ამ ეტაპზე დეტლების გასაჯაროებისაგან თავს შევიკავებ თუმცა უახლოეს მომავალში ვაპირებ სასიამოვნოდ გაგაოცოთ.

მარიამ ლეკიაშვილი

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

“2009 წლის ბრძანებით გაცემული ე.წ. ნარუშილოვკები მფლობელებს ჩამოერთმევა და განადგურდება”

11 years ago
მინდია ჯანელიძე აშშ-ის გენერალს შეხვდა

მინდია ჯანელიძე აშშ-ის გენერალს შეხვდა

12 years ago
რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

რუისთან მომხდარი ავარიის დროს დაშავებული ქალი კლინიკაში გარდაიცვალა

2 years ago
მე-6 და მე-10 კლასებში გამოცდები ჩატარდება

მასწავლებლებისთვის კომპეტენციის დადასტურების სააპელაციო განაცხადების მიღება დაიწყო

7 years ago

ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა
ახალი ამბები

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026

კაცი რომელსაც ახალციხეში სამშენებლო ბლოკი დაეცა ერთ თვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. არსებული ინფორმაციით, კაცი ახალციხის რეფერალურ...

მეტის ნახვაDetails
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026
დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026
  • „ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს 07/03/2026
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by