• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, December 5, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ჩემთვის მთავარია მისმენდნენ, სჯეროდეთ ჩემი, ამიტომ მუდამ ვაბამ უხილავ ხაზს გასავლელ გზაზე, რომ არ ავფეთქდე – დავით ქაშიაშვილი

8 years ago
კატეგორია: პერსონა
A A
ჩემთვის მთავარია მისმენდნენ, სჯეროდეთ ჩემი, ამიტომ მუდამ ვაბამ უხილავ ხაზს გასავლელ გზაზე, რომ არ ავფეთქდე – დავით ქაშიაშვილი
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

კრიმინალური ჟურნალისტიკა პრაქტიკული ჟურნალისტიკის ის სფეროა, რომელიც ყველაზე მეტ გამძლეობას, რისკსა და შრომას მოითხოვს. განსაკუთრებით ალბათ მაშინ, როდესაც შენი მაყურებლები შენივე სტუდენტები არიან და გიფასებენ იმ ნაბიჯებს, რომელსაც ლექციაზე თეორიულ ისმენენ. დავით ქაშიაშვილს,  რუსთავი 2-ის ჟურნალისტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორს სწორედ ასეთი პროფესიული ცხოვრების სტილი აქვს. სტუდენტებისთვის უბრალოდ ,,ქაშიკა” – საინტერესო, საჭირო პროფესიული რჩევებითა და სტუდენტებთან მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა. The Tbilisi Times გთავაზობთ დავით ქაშიაშვილთან ექსკლუზიურ და საინტერესო ინტერვიუს.

ბატონო დავით, მოგვიყევით თქვენ შესახებ, რა  გზა  განვლეთ სანამ წარმატებული ჟურნალისტი და ლექტორი გახდებოდით?

– გზას ახლაც გავდივარ. წარმატება რომ ამოვიკითხე თქვენს კითხვაში დავფიქრდი, რას ნიშნავს? რა ფერია? ხილია თუ ბოსტნეული? ჩემთვის მთავარია მისმენდნენ, სჯეროდეთ ჩემი, ამიტომ მუდამ ვაბამ უხილავ ხაზს გასავლელ გზაზე, რომ არ ავფეთქდე. ნაღმებითაა სასვსე კარიერული წინსვლა, ჩემო ბატონო. თსუში თქვენთან ურთიერთობას რაც შეეხება, რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრისგან მივიღე შემოთავაზება, შემექმნა საგანი სამართლებრივი და სასამართლო საკითხების გაშუქების შესახებ. ვიდარდე, შევძლებდი თუ არა, არ ვიცოდი. აბურდული მქონდა თავი, ალიაქოთი და უამრავი შეკითხვა და ასე ფეტვივით დაბნეული შევედი პირველ ლექციაზე, 303-ე აუდიტორიაში.

რატომ აირჩიეთ კრიმინალური  ჟურნალისტიკა  და,  თქვენი  აზრით, რით განსხვავდება  ის  სხვა სტილის ჟურნალისტიკისგან?

– არ ამირჩევია, ასე მოხდა. პირველად სწორედ ასეთ ამბებზე დავიწყე წერა, შემდეგ ტელე-ამბების მომზადება.

ბევრ სათქმელს გაძლევს, შენ წინ დიდი ცარიელი დაფაა, რომელიც უნდა შეავსო , რომ მიუახლოვდე სიმართლეს. ურთიერთობ მძიმე ემოციურ მდგომარეიბაში მყოფ ადამიანებთან, ამიტომ სწავლობ ურთიერთობის საუკეთესო ხერხებს.  ურთიერთიბა გაქვს პოლიციასთან, სასამართლოსთან, საქმეს გამოძიების ყველა ეტაპზე შენც მიყვები, როგორც პროკურორი თუმც შენ მუდამ შორიდან აკვირდები და ეს ძალიან მაგარია.

რომ არა ჟურნალისტის პროფესია, რა სპეციალობით დაკავდებოდით?

– ბერჯერ მიპასუხია ამ შეკითხვისთვის, რომ ვიქნებოდი არქეოლოგი, მაგრამ გულწრფელად გითხრა, არ ვიცი. არ ვიცი, რადგან ჩემი პროფესია – ქუჩის რეპორტიორობა, იმდენად სავსეა ჩემი ცხოვრება ამით, რთულია წარმოვიდგინო, რა გადაწყვეტილებას მივიღებდი 2001 წელს, რომ არა ტელე და რადიო ჟურნალისტიკა.

თქვენ ყოველთვის ისეთ  მძიმე   თემებზე  გიწევთ  მუშაობა, როგორიცაა, ტერორიზმი, მკვლელობა, ძარცვა და ა.შ. ყველაზე მეტად რომელ საკითხზე გაგიჭირდათ მუშაობა?

– ვერ ვიტყვი, რომ რომელიმე მძიმე თემაზე მუშაობა არ მიჭირს. თითქმის თანაბრად, მაგრამ დროდადრო როცა  ვხედავ მამებს, დედებს, რომლებსაც შვილის ცხედარს არ აძლევს ოკუპანტი,  საშინლად მიჭირს შევინარჩუნო სიმშვიდე, მოვიკრიბო ძალა მათათან სალაპარაკოდ. ჩემი პროფესიის ყველაზე მძიმე ნაწილი ჭირისუფალთან ამ პროფესიით ურთიერთობაა.

დაძაბული გრაფიკის შემდეგ, როგორია თქვენი განტვირთვა? ყველაზე კომფორტულად სად ისვენებთ?

– განტვირთვა ჰეი ჰოო…

კონიაკი, ქუჩაში ბორიალი, ჩემს  ბიჭებთან ლაპარაკი ათას რამეზე, ისევ ბორიალი, მშრალ ხიდზე სხვისი ნივთების თვალიერება, გალაკტიონის ხიდის გადაკვეთ-გადმოკვეთა, მის სახლთან ჩავლა.. ბევრი შემიძლია ჩამოვთვალო. თბილისში უსაქმოდ ხეტიალი  განტვირთვაა, განტვირთვაა ის ადგილი , სადაც ვზივარ ღუმელთან და  ამ კითხვაზე პასუხს გცემთ, “კუნძული” დუშეთში. მთავარია დრო დასვენებისთვის- ფორმასა და მდგომარეობას შექმნი ადამიანი…

თქვენ სტუდენტებთან ყოველდღიური ურთიერთობა გაქვთ, როგორ შეაფასებთ ახალი თაობის ჟურნალისტებს? რას ასწავლით მათ პირველ რიგში?

– რაც მე მასწავლა ჩემმა პროოფესიამ, ვცდილობ ამ ყველაფრის მათთვის  გაზიარებას. ვუყვები დანაღმული საზღვრების შესახებ, ვასწავლი აფეთქების გარეშე შემოვლითი გზებით სიარულს, არ ვიცი კიდევ რას, ეს მათ უკეთ იციან. მიყვარს და მაძლიერებს, მამხნევებს, ბევრ რამეს მასწავლის მათთან ურთიერთობა. ისინი მე მაძლევენ საშუალებას მუდამ რიტმში ვიყო, მუდამ მხარდამხარ მივდიო ახალ სტანდარტებს. მომთხოვნები არიან, არ უყვართ ძველ დროის ჟურნალისტიკა, დარღვეულ  ეთიკურ ნორმებზე, ისტერიკულ ტონზე და მიკერძობაზე საშინლად ბრაზდებიან  და ეს ძალიან მაგარია.

რა არის თქვენთვის ჟურნალისტად ყოფნა? თვისება/თვისებები, რომელიც ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს...

– არ მოიტყუო, თუ არ იცი, არ თქვა. ან უთხარი შენს აუდიტორიას, რომ ჯერ ვერ გაარკვიე სიმართლე მათთვის და პასუხებს ამ დრომდე ეძებ.

მოგვიყევით ოჯახზე, თქვენს შვილებზე.. რა არის მთავარი პრინციპი , რომლითაც მათ ზრდით?…

– ჩემი ოჯახი. დიდი სასახლეა პრინცებით, მისტიკური ცხოველებითა და ფერადი ამბებით  სავსე. მუდამ ალიაქოთია, მუდამ უამრავი საქმე და ნაკლები საკოტრიალო დრო. ამ სასახლეში  ყველას თავისი მიზანი აქვს, ყველა თავისუფალია, ყველა საკუთარ ქმედებებზეა პასუხისმგებელი.

როგორ ვზრდი შვილებს? ხშირად ისინი მზრდიან და ცვლიან ჩემში გარკვეულ შეფასებებსა თუ შეხედულებებს. ერთმანეთს ვუცვლით მუსიკას, ამბებს. მე ჩემი წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ ველაპარაკები, როცა მათ სურვილი აქვთ ისინიც მესაუბრებიან. მეკითხებიან ჩემს სიუჟეტებზე, აინტერესებთ გმირების შესახებ უფრო მეტი, რაც ტელევიზორში ვერ ნახეს. ვპირდები, რომ კომპიუტერულ თამაშებს ვისწავლი, ან დავინტერესდები მაინც მათით,  მაგრამ ამ დრომდე ვერ ვუსრულებ ამ დანაპირებს.

გარდა ჟურნალისტიკისა, პოეზიითაც ხართ დაკავებული და როგორც ვიცით, თქვენი წიგნიც მალე გამოიცემა. გვიამბეთ ამის შესახებ. როდის დაიწყეთ წერა და რა  ადგილი  უკავია პოეზიას თქვენს ცხოვრებაში?

– ვფიქრობ, 13 წლისამ განსხვავებული რვეული ვიყიდე კლასგარეშე ამბების, ლექსებისა და მითხრობების საწერად. წიგნზე, რომელზეც მეკითხებით, ბოლო რამდენიმე წელია ვმუშაობ. პატარ-პატარა ამბებისგან შედგება.  ამბები ბევრი ფერადი და მუქი ძაფებითაა გადაბმული. ზოგი ქუჩაში ნანახი, ზოგიც თავს გადავლილი. რომანი ღმერთებზე, კერპებზე, მორალზე, ღლიცინზე, ადამიანების სისასტიკეზეა. სიყვარულისთვის ჩადენილ სასწაულებზე, ხიდიდან ხტომაზე, ოჯახისთვის და შვილებისთვის ჩადენილ გმირიბაზეა.

როგორია თქვენი გეგმები… რისი გაკეთება გსურთ ახლო მომავალში?

– გეგმებისა არაფერი გამეგება…

აკაკი ალაგარდაშვილი

 

 

 

 

 

fb-share-icon
Tweet
Share2Tweet1

ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს
ახალი ამბები

,,მინდა მოგმართოთ ყველას…ნუ იქნებით ზედმეტად კრიტიკული“ – თეონა კბილაშვილი მიმართვას ავრცელებს

11/08/2025
მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა
ახალი ამბები

მატილდა გვარლიანი Victoria’s Secret-ის შოუში კიდევ ერთხელ გამოვა

10/14/2025
“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე
ახალი ამბები

“დაშორება რთულია, ახლაც გამკლავების პროცესში ვარ… არასოდეს წარმომედგინა, რომ ოჯახი დამენგრეოდა” – რუსკა მაყაშვილი პირადზე

09/12/2025
“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?
ახალი ამბები

“მერაბის ოჯახისგან და მერაბისგან მოხდილი ბოდიში მიღებულია და კონფლიქტიც ამოწურულია” – რას წერს გია ნიკოლაძე მერაბ დვალიშვილთან სკანდალური დაპირისპირების შემდეგ?

05/31/2025
გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა
ახალი ამბები

გიორგი გილიგაშვილმა სიმსივნე დაამარცხა

03/19/2025
“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია
ახალი ამბები

“ახალგაზრდობა ყოველთვის იმარჯვებს! ერთიც კი ვერ დავინახე მათ ქცევაში ხელოვნურობა, მეტიჩრობა… დაჩოქილი ვუხდი მადლობას მათ” – მურმან ჯინორია

12/08/2024

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025
  • „ძალიან ვთხოვ ყველას, რომ გააშუქოთ!“ – მერაბ შარიქაძის მიმართვა 12/02/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In