“ჯოვანი მორა” მამაკაცის ხელნაკეთი აქსესუარების და საჩუქრების ქართული ბრენდია. ის ქმნის უნიკალურ ნივთებს, რომლის საშუალებითაც თითოეულ ადამიანს საკუთარი შინაგანი “მეს”გამოხატვა შეუძლია. „თბილისი თაიმსთან“ ბრენდის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მარიამ ლაპიაშვილი „ჯოვანი მორას“ შექმნისა და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.
თავდაპირველად თქვენს შესახებ რომ მომიყვეთ, საიდან გაგიჩნდათ იდეა წამოგეწყოთ ეს საქმიანობა?
– ბრენდის მთავარი ღირებულებაც სწორედ გამოხატვის თავისუფლებაა. ამიტომაც გადაწყვიტა ჯოვანიმ, ქართველებისთვის ძალიან მნიშვნელოვან და მტკივნეული თემისათვის თავისი ბლოგპოსტი და შესაბამისი პროდუქტი მიეძღვნა. ჩვენ ცოტა ხნის წინ დავამატეთ პროდუქციაში საპასპორტეები და იდეაც ამ დროს გაჩნდა – თითოეული დიზაინის მოფიქრების პროცესშივე, რის გამოც ეს თემაც აბსოლუტურად ავთენტურად წამოიჭრა. ვფიქრობთ, რომ საპასპორტე ძალიან სწორი და შესაბამისი მატარებელია ამ გზავნილისა, რომელსაც თითეული ჩვენგანი საზღვრის გადაკვეთისას გაუზიარებს შემხვედრს და ამ გზით ხმას მიაწვდენს მთელ მსოფლიოს. დიზაინის, კონცეფციის ავტორი და შემსრულებელი კი გიორგი პოპიაშვილია, რომლის კეთილი ნებაც იყო ჩვენი იდეისათვის ხორცის შესხმა.
რამდენი ხანია რაც ბაზარზე არსობობთ და როგორ შეხვდა მომხმარებელი თქვენს პროდუქციას?
– “ჯოვანი მორა” 2016 წლის დეკემბერში გამოჩნდა ბაზარზე. გულწრფელად რომ გითხრათ, იმ დროს ჩვენს პრდოქუტზე შექმნილმა მოთხოვნამ ყველ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა. აშკარაა, რომ სულ უფრო მეტ ადამიანს უჩნდება სურვილი, გადაახალისოს თავისი გარდერობი და, იქნება ეს ფორმალური შარვალ-კოსტუმი თუ ე.წ. business casual ჩაცმულობა, ფერადი ნახატებით თუ საყვარელი სუპერგმირის სიმბოლიკით გააფერადოს. სწორედ ეს იყო ბრენდის მიზანიც.
რა სახის ნივთებს ქმნით ძირითადად და რა მასალა გამოიყენება მათ შესაქმნელად?
– რა თქმა უნდა, დავიწყეთ მამაკაცის აქსესუარებით-ბაფთებით, ჰალსტუხებით, საკინძებით, საგულეებით და შემდეგ უკვეწინდებიც დავამზადეთ. მალევე გაჩნდა Giovanni Morra ჯუნიორი, სპეციალურად პატარებისათვის. ახლა კი უკვეთმისბაფთებიცშევმატეთკოლექციას, რამაცსაფუძველიჩაუყარაუკვე for her-ის ხაზზაც.
მასალას ძირირითადად უცხოეთიდან ვიწერთ – ამერიკულ, იტალიურ და იაპონურ ქსოვილებს. საკინძეების შემთხვევაში ვიყენებთ ძირითადად ვერცხლს და მინანქარს.
როგორია შექმნის პროცესი?
– პროდუქტი დახლზე გამოჩენამდე, შეიძლება ითქვას, ძალიან დიდ ციკლს გადის. პირველ ეტაპზე გუნდში ესა თუ ის პროდუქტი იდეის დონეზე ჩნდება, შემდეგ მუშავდება კონცეფცია. მხოლოდ მესამე ეტაპზე იწყება გატესტვის და დამზადების პროცესი. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უმაღლესი ხარისხის და პროდუქტის უნიკალურობის შენარჩუნება, რის გამოც მრავალ ექსპერიმენტს ვატარებთ და მხოლოდ მაშინ ვჩერდებით, როცა შესაბამის ხარისხში ვრწმუნდებით. ხელნაკეთ აქსეუარებს ჩვენი თანაგუნდელი მკერავები უმაღლესი ხარისხის ამერიკული და იტალიური მატერიებით ქმნიან.
რა სირთულეები შეგხვდათ ბიზნესის დაწყებიდან დღემდე და როგორ შეძელით თავის დამკვიდრება?
– მთავარი სირთულე მკერავების შერჩევა იყო. შეიძლება ითქვას, მთელი ნახევარი წელი ძებნასა და ექსპერიმენტების ჩატარებასდავახარჯეთ. პერიოდულად იყო „ჩავარდნებიც“ გვეგონა სასურველ შედეგს და ხარისხს ვერ დავდებდით. თუმცა, მაინც მთავარი შემართება და დიდი სურვილია, აკეთო ის რაც ჩაიფიქრე და გინდა. გამომდინარე იქიდან, რომ პროდუქციის ასორტიმენტს თანდათან ვზრდით, გვიწევს ახალი ექსპერიმენტების ჩატარება, რის გამოც ძიების პროცესში სხვადასხვა ბარიერებს ვეჩეხებით, მაგრამ იდეის ერთგულება და ერთმანეთის მოტივატორის როლის შეთავსება ძალიან გვეხმარება. ჩვენ ეს საქმე მართლაც ძალიან გვიყვარს, ამიტომ ყველა დაბრკოლება უბრალოდ საქმის კეთების განუყრელი ნაწილია.
რითი ხართ გამორჩეული სხვებისგან? მთავარი განმასხვავებელი ნიშა
– ვფიქრობთ, რომ მთავარი განმასხვავებელი ესთეტიკა, ფერები და შინაარსია თითოეული პროდქუტის, რაც ჯოვანი მორას სხვებისგან გამოარჩევს. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ძალიან დიდი აქცენტი გვაქვს გაკეთებული ხარისხზე, რის გამოც არ ვიშურებთ დამატებით ძალისხმევას და დროს იმისათვის, რომ ამ ხარისხის ერთგულები დავრჩეთ. ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, “ჯოვანი მორა” იყოს ე.წ. lifestyleბრენდი და შესაბამისად, თუნდაც ფინანსურ კომპრომისზე ხშირად მივდივართ.
როგორია ფასები და როგორ ხდება შეძენა?
– პროდუქციის ფასები 25 ლარიდან იწყება და პროდუქტის სახეობის მიხედვით იზრდება. თითოეული ნივთი გულდასმით, ხელით მზადდება საქართველოში და მნიიშვნელოვანია, რომ თითოეული პროდუქტი ფასის შესაბამისი იყოს. Giovanni Morra-ს პროდუქციის შეძენა შეიძლება როგორც ონლაინ მაღაზიაში – www.giovannimorra.com, ასევე “გალერეა თბილისის” პირველ სართულზე, Giovanni-ს სტენდზე.
სამომავლო გეგმების შესახებ რომ მომიყვეთ, რას გეგმავთ მომავალში?
– ცოტა ხნის წინ “ჯოვანი მორამ” ქალის აქსესუარების ხაზი FOR HER დაამატა. შესაბამისად, უახლოეს მომავალში პირველ რიგში ამ ასორტიმენტის გაზრდას ვგეგმავთ.
პროდუქციის საქართველოს საზღვრებს გარეთ გატანას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ “ჯოვანიმორა” საერთაშორისო მასშტაბის ბრენდად ვაქციოთ. თუმცა, პრიორიტეტი არსებული და ახალი პროდუქციის განვითარებაა. არ დაგიმალავთ, ჩვენი პროდუქცია უკვე დიდი ხნის წინ გავიდა საზღვრებს გარეთაც, შეიძინეს რა ჩვენი აქსესუარები სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა სტუმრებმა.
მარიამ ლეკიაშვილი