• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, September 30, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

წმინდა ზიარების საიდუმლოს მნიშვნელობა

9 years ago
კატეგორია: რელიგია
A A
22
გაზიარება
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„თბილისი თაიმსი“ გთავაზობთ ინფორმაციას წმინდა ზიარებისა და მისი მნიშვნელობის  შესახებ.

წმინდა ზიარება  ადამიანს განწმენდს და განასპეტაკებს, რომელიც გზაა, მარადიულ ნათელში მიმყვანებელი. ეს არის უდიდესი მადლი, სასწაული და წყალობა. ეს არის საღვთო, ზეციური მსახურება მიწაზე. მორწმუნე გაცნობიერებული უნდა იყოს რას ესწრება, სად დგას. ეკლესია ეს ღვთის სახლია, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის ღიაა.

წმიდა მამათა განმარტებებით, ნოეს კიდობანი პირველსახეა ეკლესიისა. მართალია, იქ არ აღევლინებოდა წირვა-ლოცვა, მაგრამ მაშინაც მხოლოდ ის ადამიანები გადარჩნენ, ვინც იმ სავანეში იმყოფებოდა და დღესაც ასე იქნება.

წირვაში ყველაზე მნიშვნელოვანია, მესამე ნაწილი-მართალთა ლიტურგია. იოანე კრონშტადტელი ამბობს: “ლიტურგიის აღსრულებასა და ქრისტეს სისხლისა და ხორცის წმინდა საიდუმლოსთან ზიარებაზე უმაღლესი საქმე ამქვეყნად არ არსებობს“.

რას ნიშნავს ევქარისტია? ეს ბერძნული სიტყვაა და  ნიშნავს მადლის მიღებას, ჯილდოს, სამადლობელს საჩუქრისათვის.

აქ მადლობა ითქმის არა დამსახურებისამებრ, არამედ წყალობისათვის. იმიტომაა, რომ ეზიარებიან ყვალანი: ნათელღებულნი და ისინი, ვინც ეკლესიისაგან განყენებულნი არ არიან.

ახალ აღთქმაში ზიარების საიდუმლო სხვადასხვაგვარად იწოდება: “სერობა“, „უფლის ტრაპეზი“, “პურის განტეხვა“, „ევქარისტია“, „ქრისტეს სისხლთან და ხორთან ზიარება“.

პირველად, უფალმა თავის მოწაფეებს თვითონ დაბანა ფეხი, რითაც ურთიერთმსახურებისა და თავმდაბლობის მაგალითი უჩვენა.

ქრისტემ აიღო პური, აკურთხა, აქცია თავის ხორცად და საკუთარი ხელით შეაჭამა მოწაფეებს შემდეგი სიტყვებით: “მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის განტეხილი, მისატევებელად ცოდვათა. შემდეგ აიღო წითელი ღვინო, აკურთხა, აქცია თავის სისხლად და უთხრა: “ესე არს სისხლი ჩემი თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული, მისატევებელად ცოდვათა“. და ამას იქმოდეთ ჩემს მეორედ მოსვლამდეო.

საიდუმლო სერობა ადამიანთა მოდგმისადმი ღვთის უზომო სიყვარულის დამადასტურებელი ტრაპეზია. მან ადამიანებამდე პირვანდელი სახით მოაღწია. ისე მოვიდა,როგორც თვით უფალმა, როგორც წმინდა მოციქულებმა იაკობმა და პავლემ შეადგინეს. მათ მასში შეიტანეს ანგელოზებისგან მოსმენილი გალობა. წმინდა ზიარების ეს ნაწილი, ღვთაებრივი ევქარისტია-საიდულოთა საიდუმლო, ქრისტიანული, რელიგიური ცხოვრების   უმთავრესი ღერძი -წეს-განგების მიხედვით, განსაკუთრებული სიზუსტით არის შემუშავებული. ის მთელი ღვთისმსახურების დასრულებული სახეა. სადიდებელია ქრისტეს მსხვერპლისა და გადმოსცემს განკაცებული ღმერთის ამქვეყნიურ ტანჯვა-წამებას, სიკვდილს, დაფლვას, აღდგომას, ცად ამაღლებას,მამაღმერთის მარჯვენით ადგილის დამკვიდრებას და მეორედ მოსვლას. ევქარისტიაში ქრისტიანი უმთავრესად უნდა მადლობდეს და ადიდებდეს უფალს და არა, სთხოვდეს და ევედრებოდეს. ეს ქმედება ადამის მოდგმისათვის ღვთის უზომო სიყვარულის დამადასტურებელია.

„მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან“ – ბრძანებს მაცხოვარი. ეს სიყვარულის კანონია. ევქარისტია სულის ქორწილია უფალთან.

ზიარებაზე უდიდესი ჯილდო ამ ცისქვშეთში არ არსებობს

ზიარებას ღმერთთან მყოფობა ჰქვია. უფალმა, თავისი ნებით, გოლგოთაზე აღმართულ ჯვარს მიამსჭვალა კაცობრიობის ცოდვები.თვითონ იტვირთა  თითოეული ადამიანის  აურაცხელი ცოდვა და სინანული დააწესა გამოსასყიდის აუცილებელ პირობად,რომელიც ზიარებით უნდა დაგვირგვინდეს. შვიდ საიდუმლოებათაგან, აღსარება და სერობა თავის მხრივ უაღრესად მნიშვნელოვანია. ადამიანები უნდა ეცადონ, შეინარჩუნონ ზიარების მადლი და ეკლესიიდან გასვლისთანავე არ განაბნიონ „ღვთაებრივი მარგალიტები“.

რა არის  ღვთაებრივი მარგალიტები? ეს არის კეთილი საქმით, ლოცვითა და ზიარებით მოპოვებული. ადამინის უმთავრესი მიზანი მადლის მოპოვებაა. მის გარეშე ადამიანის ცხოვრებას აზრი არა აქვს, უმადლო ადამიანი დაიღუპება, მადლიანი კი გარდაიცვლება წარმავალი ცხოვრებიდან წარუვალი, მარადიული ნეტარებისთვის. ამის შეგნებასა და გააზრებას ზოგჯერ ადმაინი მთელ ცხოვრებას ანდომებს.

სასწაული, რომელიც მე-8 საუკუნეში მოხდა

ერთ მოძღვარს, რომელიც ლიტურგიას აღასრულებდა, ეჭვი შეეპერა, რომ კვეთისას,სეფისკვერი და ღვინო, ისევე გარდაიქმნებოდა,როგორც ეს მოხდა საიდუმლო სერობაზე, ამის გაფიქრებაზე მან ჩაიხედა ბარძიმში, სადაც ნამდვილად იხილია პური ხორცად გადაქცეულიყო, ღვინო კი სისხლად. შეშინებული გამოვარდნილა საკურთხევლიდან და უფლისათვის შენდობა უთხოვია. აქედან გამომდინარე, ადამიანი უნდა მიხვდეს, რომ მთავარი მსახურებაში მონაწილეობის მიღება კი არა,რწმენაა. ღმერთი განკაცდა და თავისი ხორცი დატოვა საზრდოდ,რათა განიწმინდოს ადამიანთა გულები. ქრისტესთან ზიარებით განიღმრთობა ადამიანი-ანუ, მესიას მიემსგავსება.

მანამდე კი, სანამ  ადმაიანი უდიდეს საიდმულოებაში მიიღებს მონაწილეობას, უნდა მოემზადო მასპინძლობისათვის-სული აღსარებით უნდა განწმინდოს, ხორცი-მარხვით

კიდევ ერთი მაგალითი  ეკლესიის ისტორიიდან

პელაგია რიაზანელი უსინათლო იყო, მაგრამ ხორციელი თვალსაზრისით მიუწვდომელ სიღრმეებს სწვდებოდა მისი მზერა. ერთხელ, დიდ ხუთშაბათს, როცა მღვდელმა 2500-ზე მეტი ადამიანი აზიარა, მან თქვა, ოცდათვრამეტი გახდა ღირსი ნამდვილი ზიარებისაო. ადამიანებს დიდი კრძალულება მართებთ, რომ ამ სასწაულის მიღების დროს, ქრისტე მობრძანდეს და დაივანოს მათ გულში.

ერთდაერთი მომენტი, როცა სატანას არ ესმის ადამიანის ფიქრები და საერთოდ ვერც კი მიუახლოვდება, ესაა ზიარება.

ამ დროს უშუალოდ ესაუბრება ადამიანი უფალს. ეს იმხელა სასწაულია,რომ ამის აღქმა შეუძლებელია. მამა გაბრიელი ამბობდა,რომ იცოდეთ, რამხელა მადლი ტრიალებს ეკლესიაში წირვის დროს, მტვერს მოხვეტდით და სახეზე მოისვმადითო. ამ მსახურებაში ცეზიური ანგელოზები მონაწილეობენ

ყველა ტაძარში, სადაც წირვა აღევლინება,უფალიც იქაა.თვითონ იბარებს ყველას აღსარებას, აძლევს ზიარების კურთხევასა და თვითონვე აზიარებს.

არავინ იცის, რომელი ზიარება იქნება ადმაინისთვის ბოლო. ამიტომ, ყველა უნდა ეცადოს, სასუფევლის გასაღებად შეინახოს წმინდა ზიარება, რათა შემთხვევით კარი არ ჩაიკეტოს.

მაკა გოგებაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Share9Tweet6

ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა
ახალი ამბები

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს
ახალი ამბები

შიო მესამე: მოძღვრები დამეთანხმებიან, რომ ზოგჯერ ადამიანები მოდიან აღსარებაზე, ისე ამბობენ აღსარებას, რაღაცნაირად გულგრილად, რომ შორს არის ნამდვილი სინანულისგან და ქრისტიანული განწყობისგან. ეს არის უკიდურესი დაცემა, როდესაც ადამიანი ვეღარ გრძნობს თავისი ცოდვების ტკივილს და კარგავს ღვთის შიშს

09/21/2026
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო –  ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე
ახალი ამბები

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე – პატრიარქის დაკრძალვისთვის გამოყოფილი თანხის ძირითადი ნაწილი რომ არ დაიხარჯა, ჩვენთვის ცნობილი იყო – ორგანიზაციებმა თუ კერძო პირებმა, სხვადასხვა მომსახურებაში უმეტესად უარი თქვეს ჰონორარსა თუ ხელფასზე

09/16/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

შიო მესამე: გილოცავთ საეკლესიო ახალი წლის და ახალი სასწავლო წლის დაწყებას. სწავლა არის მძიმე შრომა, მოითხოვს დიდ ძალისხმევას და ნებისყოფას, ამიტომ ხშირად უნდა ვევედროთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და მოგვცეს სიბრძნე

09/14/2026
შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას
ახალი ამბები

შიო მესამე: ხშირად უნდა მოვწყდეთ მიწიურ მიჯაჭვულობას და აღვაპყროთ გონება წმინდანებისკენ, მათ ვთხოვოთ შეწევნა, რაც უფრო ხშირად გავაკეთებთ ამას, მეტად მივიღებთ მადლიან შეწევნას, დახმარებას

09/14/2026
14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს
ახალი ამბები

14 სექტემბერს საეკლესიო ახალი წელი აღინიშნება – შიო III სიონის საპატრიარქო ტაძარში პარაკლისს აღავლენს

09/14/2026

საინტერესო

შსს: დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი გაიზარდა, ხოლო დანაშაული შემცირდა

13 years ago

„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე”

10 years ago
მარტვილში მაჟორიტარობის კანდიდატმა სოსო დანელიამ გაიმარჯვა

მეორე ტური და განმეორებითი არჩევნები ექვსი მილიონი ლარი დაჯდება

10 years ago

შალვა გაჩეჩილაძე მსოფლიოს თასის ეტაპის გამარჯვებულია

9 years ago

ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით
ახალი ამბები

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026

სარესტორნო ბიზნესში სავსე დარბაზი ავტომატურად დიდ მოგებას არ ნიშნავს. კაფის, რესტორნისა და სწრაფი კვების ობიექტის რეალური შემოსავალი პირდაპირ სამზარეულოს ხარჯებზეა...

მეტის ნახვაDetails
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026
ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა

09/25/2026
„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

„ექიმმა, გილოცავ, ჯანმრთელი ხარ სრულიადო – მეორედაც დავამარცხე გველეშაპი“ – ლიკა გაგნიძემ სიმსივნე დაამარცხა

09/24/2026

კალენდარი

September 2026
M T W T F S S
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930  
« Aug    

სიახლეები

  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026
  • შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა 09/25/2026
  • ბათუმში კორპუსიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა 09/25/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by