ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის მამართ გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულ 65 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.
სხდომას თავად ბრალდებულიც ესწრებოდა. ის ბრალს არ აღიარებს.
ა(ა)იპ “ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ცენტრისა და კომპლექსური სასპორტო სკოლის გაერთიანების” ყოფილ პედაგოგს მისივე მოსწავლე, ფეხბურთის ქალთა გუნდის ერთ-ერთი წევრი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ორი დღის წინ დააკავეს. მის წინააღმდეგ საქმე სს კოდექსის 141-ე გარყვნილი ქმედების მუხლითაა აღძრული.