„უკრაინაში განვითარებული მოვლენები, საქართველოში პურის ფასზენე ნეგატიურად არ აისახება,“ – ამის შესახებ „თბილისი თაიმსს“ „პურის მწარმოებელთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ განუცხადა.
„ ხორბალი არ გაძვირდება, რადგან ხორბლის მოწოდება ძირითადად ყაზახეთიდან ხდება, უკრაინული ხორბალი კი საერთოდ არ არის ხარისხიანი“.
მან აქვე აღნიშნა, რომ საქართველოში კონკურენცია არაჯანსაღია და მნიშვნელოვანია სახელმწიფო დაეხმაროს წისქვილკომბინატებს.
„თბილისი თაიმსი“ ასევე პურის მწარმოებელ რამოდენიმე კომპანიას დაუკავშირდა. კომპანიები – „მარგი“; „იფქლი“; მხნეობა და „თემქის პური“ ერთხმად აცხადებენ, რომ პურზე ფასის ზდა მოსალოდნელი არ არის.
18.03.14
ლანა წურწუმია