• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, May 13, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ირაკლი კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის

8 years ago
in პოლიტიკა
A A
ირაკლი კობახიძე: საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისთვის
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

„გვწამს, რომ საქართველო მზად არის ნატოში გაწევრიანებისათვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეირაკლი კობახიძემ ნატოს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, სემინარის თემა – „საქართველო და შავი ზღვის რეგიონი ახალ გეოპოლიტიკურ დღისწესრიგში“ ჭეშმარიტად მიმზიდველია, რადგან, მისივე თქმით, შავი ზღვის რეგიონი და მისი უსაფრთხოება არასდროს ყოფილა ასემნიშვნელოვანი.

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უმთავრესიპრიორიტეტია და გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში, ეს უკვე კონსტიტუციურ დონეზე არისგარანტირებული. „ 2016 წლის დეკემბერში პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელშიც ნათლად იყო ხაზგასმული, რომევროატლანტიკური ინტეგრაცია წარმოადგენს საქართველოს საგარეო პოლიტიკის უმთავრეს პრიორიტეტს. გარდა ამისა, აღნიშნულიგანცხადება კიდევ უფრო გამყარდა კონსტიტუციურ დონეზე გასულ წელს განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის ჩარჩოში. ახლა კონსტიტუცია განსაზღვრავს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, როგორც საქართველოს ყველა კონსტიტუციურიორგანოს კონსტიტუციურ მიზანს.

დღესდღეობით, ევროატლანტიკურიინტეგრაცია მყარად არის გარანტირებული, როგორც საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტი. იგიგამოხატავს ქართველი ხალხის ღრმა მისწრაფებას და არის ღირებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. მინდა მოგახსენოთ,რომ ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერდა იმ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც წარმოდგენილი ჰქონდათპროევროპული და პროევროატლანტიკური პლატფორმა 2018 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, მაშინ როდესაც ყველაგამოკითხვამ აჩვენა, რომ ამ კურსს გააჩნია გადამწყვეტი და მზარდი მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მიერ“,- განაცხადაირაკლი კობახიძემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შავი ზღვის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ცვალებადიგეოპოლიტიკური წესრიგისა და მასთან დაკავშირებული საფრთხეების გათვალისწინებით, მჭიდრო შავი ზღვის თანამშრომლობაარის და უნდა იყოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შემადგენელი ნაწილი. რეგიონულ უსაფრთხოებაზესაუბრისას, ირაკლი კობახიძემ უმთავრეს გამოწვევად რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა დაასახელა.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ჩვენ გვწამს, რომ რუსეთის რევანშისტული საგარეო პოლიტიკა უმთავრესი გამოწვევაარეგიონალური უსაფრთხოებისათვის. რუსეთის ქმედებებმა რეგიონში, განსაკუთრებით კი ბოლო ათწლეულში ისეთი უძლიერესიძვრები გამოიწვია, რამაც სერიოზულად შეარყია საერთაშორისო სისტემის სანდოობა და დაემუქრა ევროპული უსაფრთხოებისარქიტექტურის საფუძველსაც კი. ეხლაც კი, იმ დროს, როდესაც ჩვენ ამ დარბაზში შევიკრიბეთ და ვსაუბრობთ, მოსკოვიინტენსიურად ზრდის საკუთარ სამხედრო რესურსებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგიონის გასწვრივ. საქართველოსოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ხოლო სუვერენული ქვეყნების ტერიტორიებისმცოცავი და მკვეთრი ანექსია ნათლად გამოხატავს რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ყოველდღიურად“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ამ აგრესიულ ქმედებებზე თვალი არ უნდა დახუჭოს.

„საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია არსებითი მნიშვნელობისაა და იგი ნათელი გზავნილი უნდა იყოს რუსეთისათვის,რომ აღნიშნული პოლიტიკა, რომელიც მიმართულია საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა დატერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, და რომელიც ევროპის საზღვრებს ახლებურად განსაზრვრავს ოკუპაციის გზით,სრულიად მიუღებელია“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, რეგიონული უსაფრთხოების პრობლემის გადაჭრის საწინდარი რეგიონის თავისუფლებისმოყვარე ერებს შორისთანამშრომლობაა.

„წარმოვადგენთ რა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს, ჩვენ გვწამს, რომ რეგიონალური უსაფრთხოების პრობლემის მოგვარებისსაწინდარი გახლავთ თანამშრომლობა რეგიონის თავისუფლების მოყვარულე ერებს შორის, რადგან შავი ზღვა წარმოადგენსპოლიტიკური დაძაბულობის ასპარეზს, თუმცა ასევე გვთავაზობს აგრესიის წინააღმდეგ მიმართულ კონცენტრირებული ქმედებებისშესაძლებლობას. მშვიდობა და სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში უდიდეს შესაძლებლობებს მოგვცემს იმისათვის, რომწარმატებულად ვითანამშრომლოთ ბიზნესის, ენერგეტიკის, ინოვაციების, ტექნოლოგიების, კულტურისა და სხვა სფეროებში“,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისი თქმით, მიმდინარე წელს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პარლამენტებმა სამმხრივი ფორმატი შეიმუშავეს, რომელიცევროატლანტიკური კურსის გაძლიერებასა და საერთო ინტერესების მისაღწევად მჭიდრო თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

„ჩვენ, რეგიონის მშვიდობიანმა ქვეყნებმა ასევე აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ორმხრივი და მრავალმხრივი ინსტრუმენტები, რათაენთუზიაზმით განვაგრძოთ ხიდების მშენებლობა და დაბრკოლებების აღმოფხვრა.ჩვენ გვწამს, რომ შავი ზღვის რეგიონისუსაფრთხოების უზრუნველყოფის საუკეთესო გზა ამ ტურბულენტურ ეპოქაში არის რეგიონალური ქვეყნების ევროატლანტიკურიმისწრაფების გაძლიერება. შავი ზღვის რეგიონის იმ ქვეყნების წარმატებული განვითარება, რომლებიც უკვე წარმოადგენენევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებს, შესანიშნავი მაგალითია ამ ორგანიზაციების ეფექტური სტაბილიზაციისა. ნაცრისფერმაზონებმა გაამწვავა უსაფრთხოების მდგომარეობა, რაც კარგად უნდა გააცნობიერონ მეგობრებმაც და მოწინააღმდეგეებმაც და მიიღონშესაბამისი ზომები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა და ნატომ, შიდა სირთულეების მიუხედავად,გაფართოებისგან თავი არ უნდა შეიკავონ. მისი შეფასებით, არსებული გეოპოლიტიკური გარეოს გათვალისწინებით, ღია კარისპოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა ევროპის კონტინენტზე გავლენის ზონების და გამყოფი ხაზების წარმოქმნას გამოიწვევს.

„ევროკავშირმა და ნატომ, მიუხედავად შიდა სირთულეებისა, არ უნდა შეიკავონ თავი გაფართოებაზე. გადამწყვეტი მნიშვნელობისაა,რომ ევროკავშირმაც და ნატომაც უფრო აქტიურად ითანამშრომლონ არაწევრ ქვეყნებთან იმისათვის, რომ დაეხმარონ მათ მათიდამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის, ეკონომოკური მისადაგებობის, თავდაცვისუნარიანობისა და მოქნილობის გაძლიერებაში.

არსებული გეოპოლიტიკური გარემოს გათვალისწინებით, ღია კარის პოლიტიკის შეჩერება ან შეწყვეტა გამოიწვევს გავლენისზონებისა და გამყოფი ხაზების წარმოქმნას ევროპის კონტინენტზე და წაახალისებს იმ ნეგატიურ პროცესებს, რომლებიც სრულიადშეუქცევადი შეიძლება გახდეს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნატოს წევრობის კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, ჩვენი ქვეყანაამბიციური რეფორმების დღის წესრიგს ასრულებს. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, განხორციელებულმა საკონსტიტუციორეფორმამ გრძელვადიანი დემოკრატიული და სტაბილური განვითარების ყოვლისმომცველი ჩარჩო შექმნა.

„მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ საქართველო ასრულებს საკუთარი ამბიციური რეფორმების დღის წესრიგს, რათა უზრუნველყოსნატოს წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ახლახანს ჩატარებულმა კონსტიტუციურმა რეფორმამ შექმნა გრძელვადიანიდემოკრატიული და სტაბილური

ShareTweet

ახალი ამბები

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე
ახალი ამბები

ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025
ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ
ახალი ამბები

ირანი აშშ-ს, ბრიტანეთსა და საფრანგეთს ბაზების დაბომბვით ემუქრება, თუ ისრაელს დაიცავენ

06/14/2025
“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი
ახალი ამბები

“ნაკლებად სავარაუდოა, რომ ნიკა მელიას დაკავება ბოლო იყოს, ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა გასცეს პასუხი და უვიზო რეჟიმის გაუქმების პროცესი დაიწყოს“ – მარკო მიხელსონი

05/30/2025

საინტერესო

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“

სოფიო ქაცარავა: „ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველა ის სიკეთე, რაც გააჩნია „უორდროპის სტრატეგიულ დიალოგს“

8 years ago
იენს სტოლტენბერგმა თბილისი დატოვა

იენს სტოლტენბერგმა თბილისი დატოვა

11 years ago
ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა – ლევან ვასაძე

ჩვენი ქვეყანა არასდროს გახდება კაპასი ქალების ქვეყანა – ლევან ვასაძე

5 years ago
საკრებულოში ,,ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელობა დაიბარეს

საკრებულოში ,,ყაზტრანსგაზის” ხელმძღვანელობა დაიბარეს

12 years ago

ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია
ახალი ამბები

დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია

05/12/2026

მსოფლიოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ ქართულ რაგბიში მომხდარ დოპინგ-სკანდალზე საქართველოს ნაკრების მორაგბეებს საბოლოო სასჯელი გამოუტანა. World Rugby-სა და World Anti-Doping Agency-ის ერთობლივი...

Read moreDetails
თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი  დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი”

05/10/2026
გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი

05/10/2026
ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

ყველამ უნდა სცეს პატივი უპირველეს ყოვლისა კათოლიკოს-პატრიარქის ხსოვნას და ყველა ღირსეულად უნდა გაუძღვეს იმ საქმეს, რომელიც მათ ილია მეორემ გადააბარა – შალვა პაპუაშვილი

05/08/2026

კალენდარი

May 2026
M T W T F S S
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031
« Apr    

სიახლეები

  • დოპინგ-სკანდალზე საბოლოო განაჩენი ცნობილია 05/12/2026
  • თბილისში, ერთ-ერთ ბინაში ინკასატორების სახელით შესულმა ყაჩაღებმა, 3 ადამიანს ყურები და თითები დააჭრეს, მათ თითქმის 12 საათი აწამებდნენ – სასტიკი დანაშაულის რა დეტალებს ავრცელებს “ტვ პირველი” 05/10/2026
  • გლდანში, ავტომობილი ტროტუარზე ავარდა – დაღუპულია ქვეითი 05/09/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by