• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, July 10, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„ოქროს ფრინველი უკრაინაში – თორნიკე ტურაბელიძემ გაიმარჯვა“

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
„ოქროს ფრინველი უკრაინაში – თორნიკე ტურაბელიძემ გაიმარჯვა“
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

უკრაინა – საქართველოს მეგობარი ქვეყანა და საერთო ღირებულეებით მცხოვრები ორი ერი – ევროპული ღირებულებებით, კულტურთ, შეგნებით და  ცივილური მაღალი მატერიებით, რომლებიც საუკუნეების მანძილზე დაგროვდა კაცობრიობაში, მაღალი მატერიები, რომლისკენაც ნახევარი მსოფლიო მიისწრაფვის!  «Центр «Культурная ცтратегия – ХХI

კულტურული სტრატეგია XXI

ფესტივალი “ოქროს ფრინველი” უკვე მეოთხედ ჩაატარა უკრაინის ერთ-ერთმა პოპულარულმა ცენტრმა _ “კულტურული სტრატეგია XXI”, რომელიც ევროპაში უკვე ბრენდად არის აღიარებული. “კულტურული სტრატეგია XXI” დირექტორი, მარინა ბუშინსკაია გახლავთ, პროფესიონალი დიზაინერი და ევროპული მასშტაბებით ცნობილი და პოპულარული ხელოვანია, რომელსაც საკუთარი ბრენდი აქვს სამოსის, სამკაულებისა და სხვადასხვა აქსესუარებში.

უკრაინა, ქალაქი ვინიცა – აი, აქ მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სიმღერის საერთაშორისო ფსტივალი, ულამაზესი, თავისი შინაარსითა და ფორმით, რომელიც ყველა მონაწილისათვის და დამსწრესთვის  იქცა ულამაზეს მოგონებად! აღნიშნული ფესტივალი ემსახურებოდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში, ამ შემთხვევაში კულტურის განხრით ჩართულობას და რესოციალიზაციას. ფესტივალი და მსგავსი სახის დიდი თუ პატარა ღონისძიებები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რესოციალიზაციაზეა მიმართული, უმნიშვნელოვანესია. ასე, რომ “ოქროს ფრინველი” (“ზალატოი პტახ”) უკვე ბრენდი გახდა და, შესაბამისად, მასში მონაწილეობაც კი საკმარისია იმისთვის, რომ ადამიანმა სიამაყე იგრძნოს.

სიწმინდეები

უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, მართლმადიდებლური ქრისტიანული ქვეყანაა. ჩვენი ფეხის დადგმა უკრაინის მიწაზე იმით გაძლიერდა, რომ გვიმასპინძლა კიევის პეჩორის ლავრამ. კიევის პეჩორის ლავრა ერთ-ერთი ცნობილი და გამორჩეულია იერუსალიმის შემდეგ, როგორც სიწმინდეების მფლობელი. ეს არის იგივე, რაც ჩვენთვის მცხეთა-სვეტიცხოველი, გარეჯი, ბოდბე და ა.შ.. კიევის პეჩორის ლავრა ძალიან დიდ ფართობზეა გაშლილი და შესაბამისად, ამ ერთ მონაკვეთში მეტი სიწმინდეა, მეტი ტაძარია, მეტი სულიერი სიმშვიდეა და  ადამიანი შინაგან სიძლიერესაც გრძნობს ღმერთისგან მომადლებულს…

მეგობრობა-კოლეგიალობა

ვინიცას ფესტივალზე ჩვენი ყოფნა ერთი უკრაინელი, წარმატებული საზოგადო მოღვაწის ძალისხმევით მოხდა, რომელიც უკრაინაში, კიროვოგრადში ცხოვრობს, – ელმირა ნებესნა. ამ ქალბატონთან მეგობრობა მისი თბილისში სტუმრობით დაიწყო ჯერ კიდევ 2010 წელს და ეს ყველაფერი კოლეგიალობა-თანამშრომლობაში გადაიზარდა, მადლობა მას ამ მეგობრობა-თანამშრომლობისთვის!

უკრაინის პირველი ლედი

გრანდიოზული ფესტივალი “ოქროს ფრინველი” უკრაინის პირველი ლედის, უმშვენიერესი მარინა პოროშენკოს პატრონაჟით განხორციელდა და ეს უკვე ტრადიციად იქცა – ოთხი წელია ასე მიმდინარეობს! პირველმა ლედიმ გახსნა ფესტივალი სიტყვით და მრავალი თბილი, მანუგეშებელი და საინტერესო პერსპექტიული საკითხები განიხილა სამომავლოდ, რომელსაც აუცილებლად განახორციელებს, შესაძლებლობების ფარგლებში. გახსნა იმდენად მაღალი დონისა იყო, რომ ამის მოსაყოლად მრავალგვერდიანი მასალის გამოქვეყნებაა საჭირო… გარდა უკრაინის პირველი ლედის ყურადღებისა, რადას რამდენიმე წევრი, ქალაქ ვინიცას მერი, საკრებულოს თავმჯდომარე და რეგიონის გუბერნატორი, მოკლედ, ადგილობრივი მთავრობა სრულად მობილიზებული და ჩართული იყო აღნიშნულ ღონისძიებაში.

მონაწილეები

ფესტივალ “ოქროს ფრივნელში” მონაწილეობა შეეძლიათ 17-23 წლის ახალგაზრდებს. მათ შორის უმცროსი ასაკის მოზარდებსაც, რამაც ფრიად საინტერესო გახადა ფესტივალი. ყველა მონაწილის შერჩევა იმ ქვეყანას ევალება, რომელიც მონაწილეობს ფესტივალში, რაოდენობაც შეუზღუდავია და ესეც ერთგვარი განსაკუთრებულად სწორი დამოკიდებულებაა ხელოვნების მიმართ.

საქართველოს დელეგაცია

ჩვენი დელეგაცია მცირერიცხოვანი იყო, – თორნიკე ტურაბელიძე – ფანდურით მომღერალი, ვიქტორ ქარქიშვილი და ნუცა გიგაური – მოცეკვავე წყვილი, სპეციალური მიწვევით, რაც ერთადერთი შემთხვევა იყო ამ ფესტივალის (სიმღერის) ისტორიაში და მათი ქორეოგრაფი – ია თავაძე. აქვე აღვნიშნავ, რომ ვიქტორ ქარქიშვილი და ნუცა გიგაური გორის მერიამ,   დააფინანსა და ამით დიდი ნაბიჯი გადადგა შშმ პირთა ხელოვნების განვითარების საქმეში და მადლობა გაწეული სამსახურისთვის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს! ვიქტორისა და ნუცას წარმატებამ უკრაინა აალაპარაკა და მჯერა, რომ მათი შემოქმედება საქართველოშიც და სხვა მრავალ ქვეყანაშიც დაფასდება… დელეგაციას მხარს უმაგრებდა ეტლით მოსარგებლეთათვის დამხმარე-გამყოლი – ლაშა მჭედლიძე და მე, თქვენი მონა-მორჩილი, ამ პატარა, მაგრამ შემდგომ უკვე წარმატებული დელეგაციის ხელმძღვანელი – ნუგზარ ჭიაბერაშვილი.

თორნიკე ტურაბელიძე

ვინაა ეს ახალგაზრდა კაცი?! ეს არის ერთი თბილისელი ბიჭი, რომელსაც ძალიან უყვარს სიმღერა! ეს ნიჭიერი კაცი ტყუპისცალია და ბედნიერია თავისი შემოქმედებით. მას ტყუპისცალის გარდა კიდევ სამი ძმა ჰყავს. მისმა ნიჭმა და განსაკუთრებულმა შესაძლებლობებმა გააოცა ჟიურის შვიდკაციანი შემადგენლობა და აღაფრთოვანა მსმენელი. შესარჩევი ტური სრული უპირატესობით გაიარა და პირველი ადგილი დამსახურებულადაც დაიკავა.

გალაკონცერტი

“ოქროს ფრინველის” გალაკონცერტი დიდებული იყო, რომელიც ვინიცას სახელმწიფო თეატრში შედგა! სრული ანშლაგი, 2500-ზე მეტი ოვაცია-ემოციისგან აღელვებული მაყურებელი… ვამაყობ იმით, რომ გალაკონცერტამდე ამ თეატრში უკრაინულ სპექტაკლს დავესწარი, ვისიამოვნე და დამამახსოვრდა კლასიკური კომედია… ბრავო ვინიცას სახელმწიფო თეატრს, ბრავო! ბისს!!! დავუბრუნდეთ ფესტივალს: როგორც ზემოთ ვთქვი, უკრაინის პირველმა ლედიმ გახსნა ფესტივალი, რასაც მოჰყვა გახსნითი ნაწილი, საკონცერტო ნომრები და უკრაინული ეროვნული ცეკვა, სიმღერა. შემდეგი სვლა უკვე გამარჯვებულთა სიმღერები იყო, რამაც ხელახალი სიამოვნება, სიამაყე და სურვილი აღძრა იმისა, რომ მსგავსი ან უკეთესი შექმნას ადამიანმა.

დაჯილდოება

რთულია ემოციის გადმოცემა იმ დოზით, რაც იქ სუფევდა და ისე, როგორც იქ ღელავდა თავად ემოცია, განსაკუთრებული შემოქმედების გამო… როგორც წესი, დაიწყო გამოცხადება და მესამე ადგილიდან, მეორე ადგილი, პირველი, გრანპრი და ხალხის სიყვარულით გამოშვებულმა ემოციამ ასწლოვანი დრამატული კლასიკური თეატრის დარბაზი ხელმეორედ დაბადა ხელოვნების მსახურად!

თორნიკე ტურაბელიძის გამოცხადებას დიდი, მკვეთრი, გრიალა ტაში მოჰყვა – “გრუზია”! პირველი ადგილი და… თორნიკემ ვერ გააცნობიერა რა მოხდა… დარბაზში ჩემი ლოჟა მივატოვე და ავედი სცენაზე, რათა მიმეღო ემოცია, მიმელოცა თორნიკესთვის ეს დიდი წარმატება სიმღერის საერთაშორისო ფესტივალზე და მეც მიმეღო აპლოდისმენტებით განცდილი სიამოვნება…

პოლონეთი

ჩვენ პირველ ადგილთან ერთად მივიღეთ უფლება ანუ საგზური პოლონეთის შშმ პირთა სიმღერის საერთაშორისო ევროპულ ფესტივალზე! მე და თორნიკე წავალთ ფესტივალზე და იქაც ავაფრიალებთ ქართულ დროშას! მაშ ასე, დაველოდოთ 2018 წლის 24-31 ივლისს და აუცილებლად გამცნობთ ჩვენი გარდაუვალი წარმატების შესახებ…

მადლობა!

მადლობა უკრაინავ, მადლობა ვინიცავ! მადლობა ორგანიზატორებს, მადლობა მხარდამჭერებს, მადლობა მონაწილეებს და მაყურებელს!!!

Share1Tweet1

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

,,მასწავლებლებო, გილოცავთ! ცენზურის მანქანა ჩაირთო…“ – პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი

,,მასწავლებლებო, გილოცავთ! ცენზურის მანქანა ჩაირთო…“ – პედაგოგი ოლიკო გვრიტიშვილი

2 years ago
შესაძლებელია, ღია სივრცეებში პირბადის გამოყენება კვლავ სავალდებულო გახდეს – ტიკარაძე

ახალ შტამზე [ე.წ. მიუ] ბევრი ინფორმაცია არ გვაქვს – ტიკარაძე

5 years ago
მუნიციპალური განვითარების ფონდი  წყალტუბოს საკურორტო ზონის                        სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალტუბოს საკურორტო ზონის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს

11 years ago
თბილისის მერიის ახალი პროგრამების ფარგლებში 1 494-მა შშმ პირმა ფულადი დახმარება მიიღო

თბილისის მერია ელექტრომობილების მფლობელებს პარკირების საფასურისგან გათავისუფლებას სთავაზობს

9 years ago

ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
ახალი ამბები

ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა

07/09/2026

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - დაღუპულია 25 წლის ახალგაზრდა. შემთხვევა სოფელ ცხაკაიასთან მოხდა. ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ არეშფერანში მცხოვრები...

მეტის ნახვაDetails
გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა

07/07/2026
სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა

07/04/2026
„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

„ეს კარგი ამბავია, თან ძალიან…“ – გაბრიელის დედა სასიხარულო ინფორმაციას გვიზიარებს

07/04/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • ლაგოდეხში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა 07/09/2026
  • გიორგი ქოჩორაშვილმა რჩეულს ხელი სთხოვა 07/07/2026
  • სამშენებლო ბლოკის დაცემის შედეგად კაცი გარდაიცვალა 07/04/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by