ახალგაზრდული მოძრაობის #ნუმომკლავ წევრებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან 200-მდე ძველი ფეხსაცმელი მიიტანეს. მათ ამ ფორმით გამოხატეს პროტესტი მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორები მთავრობის გადადგომას ითხოვენ.
„ჩვენ მოვედით აქ, რათა შევახსენოთ მთავრობას, თუ 10 ივნისამდე არ დააკმაყოფილებენ მოთხოვნებს, ჩვენ ისევე შევცვლით მთავრობას, როგორც ხალხმა ეს ძველი ფეხსაცმელები გამოცვალა.
ჩვენ ნათლად ვხედავთ სისტემურ დანაშაულებს მაჩალიკაშვილის და სარალიძის საქმეში და ეს სისტემური დანაშაულები საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენელმა ტიტე გედენიძემ.
მომღერალმა ჯესი ჯეიმ განაცხადა, რომ კიბო დაამარცხა. 38 წლის მომღერალმა ეს ამბავი Instagram-ზე გააზიარა მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში ყოველწლიურ შემოწმებაზე...
Read moreDetails