• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, December 6, 2025
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ ექვსი კანდიდატურა წარადგინეს

7 years ago
კატეგორია: სამართალი
A A
ტრეფიკინგში ბრალდებულ თურქეთის  მოქალაქეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს მთავარი პროკურორის პოსტზე კიდევ ექვსი კანდიდატის − გიორგი შაშიაშვილის, ნინო გოგნიაშვილის, ედიშერ ფუტკარაძის, შალვა თადუმაძის, ირაკლი ნადარეიშვილისა და შალვა შავგულიძის − წარდგინების წერილები შემოვიდა, – ინფორმაციას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სხვა კანდიდატთა მსგავსად, მათი წარდგინება საპროკურორო საბჭოს საიტზე − http://pc.gov.ge − აიტვირთა. წარდგენილი კანდიდატების ვინაობა, რეკომენდატორი ორგანიზაციები და სხვა დოკუმენტები ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომია.

გიორგი შაშიაშვილი მთავარი პროკურორის პოსტზე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა წარადგინა; ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე და შალვა თადუმაძე − თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა; ირაკლი ნადარეიშვილი თბილისის ღია უნივერსიტეტის რექტორმა ნოდარ პაპუკაშვილმა, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ და უმაღლესი სასწავლებელი „განათლების აკადემიის“ დამფუძნებელმა მარიამ მესხიშვილი-ეფაძემ წარადგინეს; შალვა შავგულიძე − პოლიტიკური პარტიის − „ევროპული საქართველო − მოძრაობა თავისუფლებისთვის“ − გენერალურმა მდივანმა გიორგი (გიგი) უგულავამ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის მთავარი პროკურორის პოსტზე 15 კანდიდატურაა წარდგენილი: პაატა შავაძე, ზურაბ ჯორბენაძე, გია ბერძენიძე, ნანა რევაზიშვილი, თამარ კერესელიძე, გრიგოლ გაგნიძე, იოსებ ბაჩიაშვილი, მაია ცაცანაშვილი, ჯემალ გახოკიძე, გიორგი შაშიაშვილი, ნინო გოგნიაშვილი, ედიშერ ფუტკარაძე, შალვა თადუმაძე, ირაკლი ნადარეიშვილი და შალვა შავგულიძე. კიდევ ერთმა კანდიდატმა, მთავარი პროკურორის მოქმედმა მოადგილე გიორგი გოგაძემ თავისი კანდიდატურა 22 ივნისს მოხსნა.

კანონის შესაბამისად, მთავარ პროკურორად შეიძლება არჩეულ იქნეს ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სისხლის სამართლის საქმეების განმხილველ მოსამართლედ, პროკურორად ან საერთო, ან სისხლის სამართლის სპეციალიზაციით სისხლის სამართლის საქმეებზე ადვოკატად მუშაობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან რომელიც არის სისხლის სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტი უმაღლესი სასწავლებლიდან ან სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციიდან და რომელსაც აქვს იურისტის პროფესიით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება. მთავარი პროკურორობის კანდიდატი თავისი ზნეობისა და პროფესიული თვისებების გამო მაღალი ავტორიტეტით უნდა სარგებლობდეს.

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის მეცხრე პრიმა მუხლის თანახმად, იუსტიციის მინისტრმა − საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარემ მთავარი პროკურორის შესარჩევად საჯარო კონსულტაციები 4 ივნისს დაიწყო. აკადემიურ წრეებს, სამართლის დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონით გათვალისწინებული წესით პროკურორობის კანდიდატების წარდგენა შეუძლიათ. კონსულტაციების მიმდინარეობის ერთთვიან პერიოდში მინისტრისათვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციას, აკადემიური წრეების დაინტერესებულ წარმომადგენელს ან/და სამართლის დარგის სპეციალისტს.

კონსულტაციების შედეგად, იუსტიციის მინისტრი კანონით დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით შეარჩევს და საპროკურორო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მთავარი პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს. მთავარი პროკურორობის კანდიდატების შესახებ წარდგინება უნდა დასაბუთდეს.

იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი. კენჭისყრა ფარულია. დამტკიცებულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა. საპროკურორო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მთავარი პროკურორის კანდიდატურას იუსტიციის მინისტრი თანხმობის მისაღებად დაუყოვნებლივ წარუდგენს საქართველოს მთავრობას. საქართველოს მთავრობა ორი კვირის ვადაში თანხმობას აცხადებს ან უარს ამბობს მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე. თუ საქართველოს მთავრობა იუსტიციის მინისტრის მიერ წარდგენილ მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე თანხმობას განაცხადებს, აღნიშნული კანდიდატურა დაუყოვნებლივ წარედგინება საქართველოს პარლამენტს. საქართველოს პარლამენტი ფარული კენჭისყრით სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს მთავარ პროკურორს.

საპროკურორო საბჭო მთავარი პროკურორობის კანდიდატს მეორედ ირჩევს. პირველად არჩევნები 2015 წელს გაიმართა. საპროკურორო საბჭოსათვის წარსადგენი კანდიდატურების შესარჩევად იუსტიციის მინისტრი ერთთვიან კონსულტაციებს აწარმოებდა სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებსა და აკადემიურ წრეებთან.

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

„გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები და გასაჯაროებით დაემუქრნენ…“ – მარნეულში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რომლის შედეგად სამი პირი დააკავეს
ახალი ამბები

„გააშიშვლეს, გადაუღეს ფოტო და ვიდეო კადრები და გასაჯაროებით დაემუქრნენ…“ – მარნეულში მომხდარი დანაშაულის დეტალები, რომლის შედეგად სამი პირი დააკავეს

12/02/2025
“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

“ნუ მაქცევთ მკვლელად, თქვენ ხედავთ 35-37კგ, ძაძებით შემოსილ ქალს, რომელიც უსუსურის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ ცდებით” – მოკლული მასწავლებლის დედა

11/18/2025
ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ
ახალი ამბები

ზურაბ ზვიადაურს იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების საქმეზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა – მკვლელობის საქმეზე კი მის საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ

11/16/2025
„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს
ახალი ამბები

„სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გივი წულეისკირი დააკავეს

11/10/2025
“ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!” – რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს
ახალი ამბები

“ბავშვი შეუტყუებია, ხბოს გაჩუქებო.. ობლად გაზრდილ ბავშვს ეს როგორ გაუკეთა?!” – რას ამბობენ სოფელში, სადაც 11 წლის ბიჭის გაუპატიურებისთვის 73 წლის კაცი დააკავეს

11/05/2025
საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა
ახალი ამბები

საქმეში პოლიცია ჩაერთო – გართობა თუ დანაშაული?! ვინ არის კაცი, რომლის საჯარო ვიდეოებში მშობლის თანხმობის გარეშე ასობით ბავშვი მოხვდა

11/01/2025

კალენდარი

December 2025
M T W T F S S
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
« Nov    

სიახლეები

  • ლუკა კურტანიძის განაჩენი ცნობილია 12/05/2025
  • “კარი გახსნა და გზაზე გადაირბინა…” – თელავში, 3 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა 12/04/2025
  • „ყურადღებით იყავით, აკონტროლეთ ბავშვები!“ – პედიატრი მშობლებს მიმართავს 12/03/2025

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In