უბერში მთის დიდი ნაწილის ჩამოშლის გამო, მდინარე ნენსკრა ადიდდა. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, წაღებულია ოთხი ხიდი, ასევე დატბორილია მდინარის გასწვრივ ტერიტორიები და ჭუბერის ცენტრი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები ადგილზე უკვე გაემართნენ.






