• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, October 16, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

დიღმის ტყე-პარკში მრავალფუნქციური კომპლექსი – „ორანჟერეა“ მოეწყობა

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
თბილისის მერია მშენებლებს მწვანე ნერგების გადარგვასა და მოვლა-პატრონობას მოსთხოვს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დიღმის ტყე-პარკში „კია მოტორსის“ შენობის ადგილზე, მრავალფუნქციური კომპლექსი – „ორანჟერეა“ მოეწყობა, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძე ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ინფორმაციას გამოეხმაურა, თითქოს, დედაქალაქის მთავრობა აპირებს, მიწის ნაკვეთს, სადაც „კია მოტორსის“ ცენტრი მდებარეობს, ზონის სტატუსი შეუცვალოს და მშენებლობა დაიწყოს.

„ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, თითქოს დედაქალაქის მთავრობა და მერი, დიღმის ტყე-პარკში მშენებლობის განხორციელებას აპირებს. პირდაპირ შემიძლია ვუთხრა მოსახლეობას, რომ ეს ძალიან დიდი შეცდომა და ტყუილია. ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ნაწილია, საუბარი იყო იმაზეც, რომ ჩვენ ზონის სტატუსი შევუცვალეთ არსებულ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს, სადაც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, რაც სრული სიცრუეა. ჩვენი მხრიდან, არანაირი ზონის ცვლილება არ განხორციელებულა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აღნიშნული ტერიტორიის 2009 და 2011 წლების ზონალური რუკები წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ტერიტორიას, რომელზეც დღეს „კიას“ ცენტრი მდებარეობს, 2011 წლიდან საზოგადოებრივი საქმიანობის ზონის სტატუსი აქვს მინიჭებული.

„2011 წელს, ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „კიას“ ცენტრი ამ მონაკვეთში მდებარეობს. ეს კომპანია „ანაგის“ საკუთრებაა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული შენობის ნაცვლად, იგივე მოცულობის, თანამედროვე ტიპის შენობა-ნაგებობა – საგამოფენო „ორანჟერეა“ ააშენონ. პროექტი დამტკიცებული ჯერ კიდევ არ არის, მუშაობა მიმდინარეობს და საბოლოო პროექტთან დაკავშირებით, საზოგადოებას დეტალებს ვაცნობებთ“, –  აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე განმარტებით, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების მოვლა-პატრონობა და ახლის შექმნაა.

„ჩვენმა ოპონენტებმა გენგეგმას ვერანაირი ხარვეზი ვერ უპოვეს და ყველანაირად ცდილობენ, რომ ყოველგვარი სიცრუით, ზიანი მიაყენონ დოკუმენტს, რომელიც თბილისის საკრებულოშია გადაგზავნილი. სწორედ ჩვენი დავალებით, დაიწყო მუშაობა დიღმის ტყე-პარკთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთები კერძო საკუთრებაშია, გაყიდულია. ამიტომ, დავიწყეთ ამ ადამიანებთან კომუნიკაცია, რათა მოხდეს ნაკვეთების გამოსყიდვა, ადგილმონაცვლეობა იმისთვის, რომ რომ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მწვანე სივრცეები შევქმნათ“, – განაცხადა თბილისის მერმა.

მიმდინარე წლის 20 ივნისს, თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ, დიღმის ტყე-პარკის მომიჯნავედ არსებულ შპს „ანაგის“ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები შეთანხმდა. შეთანხმება ნაკვეთზე, სადაც ამჟამად, „კიას“ ავტოსალონი და ავტომომსახურების ცენტრი ფუნქციონირებს, მრავალფუნქციური კომპლექსის – „ორანჟერეის“ მოწყობას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით, კომპანიას განზრახული აქვს ავტოტექმომსახურების ცენტრი, რომელიც საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, გარემოზე მავნე ზემოქმედებას ახდენს, ისეთი ფუნქციისა და იერსახის შენობით ჩაანაცვლოს, რომელიც დიღმის ტყე-პარკის სამომავლო განვითარების კონცეფციაში ორგანულად ჩაეწერება და მასთან ერთად, არეალის საზოგადოებრივ-საპარკე ინფრასტრუქტურის განვითარებას უზრუნველყოფს.

„ორანჟერეა“ თავისი ფუნქციით საგამოფენო, საკონცერტო და სადღესასწაულო ცენტრი იქნება. საპროექტო კომპანია ამჟამად, კონკრეტულ პროექტს ამუშავებს, რომლის მიხედვითაც, მსუბუქი კონსტრუქციის შენობა ენერგოეფექტური მასალებით აიგება და ორიგინალური არქიტექტურული გადაწყვეტით, გარე და შიდა მწვანე სივრცეების ერთიანობას უზრუნველყოფს.

Share1Tweet1

ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა
ახალი ამბები

მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ რუსეთის მოქალაქე ალექსანდრე პოპოვი, რომელმაც აივნიდან მოშარდა, სამართალდამრღვევად ცნო, 15-დღიანი პატიმრობა და ქვეყნიდან გაძევება შეუფარდა

10/01/2026
დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება
ახალი ამბები

დედაქალაქში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის სარეაბილიტაციო ცენტრი აშენდება

09/16/2026
ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026

საინტერესო

საკრებულოებში “ქართულ ოცნებას” 811 მაჟორიტარი ეყოლება

12 years ago
გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების ანულირების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

8 years ago
მეუფე იოანე – ეკლესიის მისიაა აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ

მეუფე იოანე – ეკლესიის მისიაა აკურთხოს, მადლი მისცეს, გაამხნევოს ადამიანი და ღვთის მადლით დაცული ვიყოთ

7 years ago

რომელი საკვების ყიდვას ანიჭებთ უპირატესობას?

12 years ago

ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს
ახალი ამბები

“ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს

10/15/2026

სპეციალური პენიტენციური სამსახური მწუხარებას გამოთქვამს ბრალდებულ გ.გ.-ს გარდაცვალების გამო და მის ოჯახს და ახლობლებს უსამძიმრებს. მომხდართან დაკავშირებით კი უწყება განმარტავს,...

მეტის ნახვაDetails
„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

„ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან

10/15/2026
ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ

10/14/2026
„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

„3 წლის გოგონა და 3 თვის ვაჟი დარჩა…“ – საგარეჯოში 22 წლის გოგო მოულოდნელად გარდაიცვალა

10/14/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • “ საწოლიდან გადმოვარდა და იატაკზე პირქვე დაეცა” – პენიტენციური სამსახური სათვალთვალო კამერის ჩანაწერს აქვეყნებს 10/15/2026
  • „ჩემო ოქროს ბიჭო, ძალიან მენანები…“ – ტრაგიკულად დაღუპულ ახალგაზრდას ემშვიდობებიან 10/15/2026
  • ნათია დიაკვნიშვილს ეძებენ 10/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by