• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Friday, August 14, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
ფრანგული საჰაერო თავდაცვის საშუალებები უკვე საქართველოშია
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

დღეიდან საქართველოს საჰაერო სივრცე კიდევ უფრო დაცული და ეფექტიანად კონტროლირებული იქნება. ფრანგულ კომპანიებთან გაფორმებული კონტრაქტებით გათვალისწინებული რადიოლოკაციური სადგურები და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები უკვე საქართველოშია. დღეს საჰაერო თავდაცვის საშუალებები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ  ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე დაათვალიერეს, სადაც სამხედრო ავიაციის დღე აღინიშნა.

ღონისძიება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ბრძოლებში დაღუპული მფრინავების მემორიალის გვირგვინით შემკობით დაიწყო. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებისა და წუთიერი დუმილი შემდეგ, პირად შემადგენლობას სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა მიმართეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია თანამედროვე სტანდარტების მქონე და თავდაცვისუნარიანი შეიარაღებული ძალების განვითარება, რომელიც სრულ თანხვედრაში იქნებას ნატოს სტანდრატებთან. ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას. თავდაცვის მინისტრმა კი, ყურადღება საჰაერო თავდაცვის მიმართულების განვითარების შემდეგ ეტაპზე გაამახვილა და აღნიშნა: „გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ შემდეგ წლებში გადავიდეთ მეორე ეტაპზე და მაქსიმალურად აღვჭურვოთ საქართველო საჰაერო თავდაცვის კომპონენტებით, რათა ჩვენი სივრცე მაქსიმალურად დაცული იყოს. ავიაციასთან დაკავშირებით წელს ბიუჯეტიდან 23 მილიონი გამოიყო, პარალელურად ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა –  აშშ-მა გამოთქვა მზადყოფნა გამოყოს ფინანსები ჩვენი საავიაციო შესაძლებლობების რემონტისა და მოდერნიზებისთვის, რათა თავდაცვითი ამოცანების შესრულებასთან ერთად, შესაძლებელი გახდეს სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციების განხორციელება“.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი, რომელიც ტექნიკის დათვალიერებით დასრულდა.

საავიაციო ბაზაზე ფრანგული კომპანიისგან Thales LAS SAS და MBDA-დან შესყიდული რადიოლოკაციური სადგურები, მართვისა და მოხსენების მობილური ცენტრი და ახლო მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები გამოიფინა. საზენიტო-სარაკეტო სისტემები მსოფლიოში ამ კლასის საშუალებებს შორის საუკეთესოა და მეტად ეფექტურია როგორც მხარდამჭერი ოპერაციებისათვის, ასევე მაღალი მნიშვნელობის ობიექტების დასაცავად.

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე გამოფენილი იყო ასევე, ვერტმფრენები, რომლის პარკის განახლება და მოდერნიზაცია აშშ-ის მხარის დახმარებით მიმდინარეობს. ვერტმფრენების პარკის განახლების შემდეგ, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს მნიშვნელოვნად მაღალი შესაძლებლობების მქონე შვეულმფრენები ეყოლება, რომლებიც ეფექტიანად შეძლებენ არამარტო თავდაცვის სამინისტროს დავალებების შესრულებას, არამედ, საჭიროების შემთხვევაში, ქვეყნის მასშტაბით სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვებიან.

საჰაერო თავდაცვის სისტემების გარდა, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა სამხედრო ავიაციის დღეს სხვა სიახლეებითაც ხვდება. ფრანგული ტექნიკის ექსპლუატაციის მიზნით, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობაში კადრების რეორგანიზაცია განხორციელდა, შეიქმნა ახალი შტატები და მოეწყო ტექნიკის მიღებისათვის საჭირო საწვრთნელ-სატესტო ბაზა.

ShareTweet

ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”
ახალი ამბები

ნია იმნაძის ბებია მიმართვას ავრცელებს – “კონკრეტულად როდის, სად და რა სიტყვებით წააქეზა ნია იმნაძემ ალექსანდრე გაბაშვილი? ერთი ოჯახის ენით აღუწერელი ტკივილი არ შეიძლება გახდეს მეორე ოჯახის 16 წლის ბავშვის საჯაროდ განადგურების საფუძველი”

08/10/2026
ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს
ახალი ამბები

ქართულ-ესპანური სპეცოპერაცია ვალენსიაში – შსს ქართველების დაკავების კადრებს აქვეყნებს

08/05/2026
ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო
ახალი ამბები

ეროვნული გამოცდების უპრეცედენტო შედეგი – ვინ არის აბიტურიენტი, რომელმაც ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მიიღო

08/02/2026
შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა
ახალი ამბები

შპს „თამოსკინს“ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაუდგინდა

07/17/2026
ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს
ახალი ამბები

ნატა ვიბლიანის საქმეზე, გამოძიება გაუპატიურების მუხლით მიმდინარეობს

07/18/2026
მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026

საინტერესო

“ყოველი შობის დღესასწაული უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა

“ყოველი შობის დღესასწაული უკეთესი მომავლის იმედი და რწმენაა

12 years ago
საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა დანიშნა

საქართველოს პრეზიდენტმა რიგგარეშე საპარლამენტო სხდომა დანიშნა

11 years ago
არადეკლარირებული საქონლის შემოტანის ფაქტი გამოვლინდა

ნოდარ ხადურმა საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ და მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა დაათვალიერა

10 years ago

საქართველოს აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა

12 years ago

ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა
ახალი ამბები

„ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა

08/13/2026

4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა და მძიმე დაზიანება მიაყენა. გადაწყვეტილება გორის სასამართლოს...

მეტის ნახვაDetails
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა

08/13/2026
ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი

08/13/2026
„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

„მანქანა მშობლების დაუკითხავად წაიყვანა…“ – ფონიჭალაში ავარიას 12 წლის ბიჭი ემსხვერპლა

08/13/2026

კალენდარი

August 2026
M T W T F S S
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31  
« Jul    

სიახლეები

  • „ბოლო წუთამდე ნიაკოს და თათულის ადანაშაულებდა ავარიაში…“ – განაჩენი გამოუტანეს მძღოლს, რომელიც ხაშურში მანქანით ორ მოზარდს დაეჯახა 08/13/2026
  • ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან მატარებლის შეჯახების შედეგად 16 წლის გოგო დაიღუპა 08/13/2026
  • ავარია ავტობანზე – არის მსხვერპლი 08/13/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by