• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Saturday, July 4, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს

8 years ago
კატეგორია: საზოგადოება
A A
საქართველო ინტერნეტმმართველობის მასშტაბურ ფორუმს GeoIGF Tbilisi 2016-ს მასპინძლობს
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ განცხადებებს პასუხობს. კომუნიკაციების კომისია მოუწოდებს არასამთავრობო ორგანიზაციებს მეტი ყურადღებით მოეკიდონ საკუთარ განცხადებებს, რომ არ აცდნენ კანონის მოთხოვნებს  და  ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში. კომისია ყოველთვის მზად არის დასაბუთებულ და არგუმენტირებულ კრიტიკას მოუსმინოს, მაგრამ  როდესაც საქმე გვაქვს დაუსაბუთებელ და არაარგუმენტირებულ ბრალდებებთან, ასეთ შემთხვევებზე კომისიის პოზიცია და პასუხი იქნება ძალიან მკაფიო და კანონის მოთხოვნების შესაბამისი.

კომუნიკაციების კომისიისთვის კატეგორიულად მიუღებელია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს“ განცხადება იმის თაობაზე, რომ ,,რუსთავი 2“-ის მიერ უფასო პოლიტიკური რეკლამის გაზრდასთან დაკავშირებით, კომისიის მიერ გაკეთებული განცხადება  ეჭვქვეშ აყენებს მარეგულირებლის ინსტიტუციურ მიუკერძოებლობას  და შეიცავს საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ნიშნებს მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ. არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან ასეთი დასკვნების გაკეთება და ბრალდებები, როგორიც მათ განცხადებაშია, სწორედ მათ მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ.

ა) შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-მა წინასაარჩევნო უფასო პოლიტიკური რეკლამის ლიმიტი, რომელიც  ყოველ სამ საათში 7,5  წუთს შეადგენს, 17 სექტემბრიდან გაზარდა. “რუსთავი 2“-მა 2018 წლის 17 სექტემბრიდან 21 სექტემბრამდე უფასო პოლიტიკურ რეკლამას ყოველ 3 საათში 10 წუთი, 2018 წლის 21 სექტემბრიდან 25 სექტემბრამდე 14 წუთი, ხოლო 26 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე კვლავ 10 წუთი დაუთმო.

კომისიამ, შპს ,,სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“-ის უპრეცედენტო გადაწყვეტილება უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის ლიმიტის გაზრდის თაობაზე, პოლიტიკური პლურალიზმისთვის საფრთხის შემცვლელად შეაფასა, ვინაიდან:

რამდენიმე კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის წინასაარჩევნო რეკლამა მიმართული იყო ერთი და იგივესაპრეზიდენტო კანდიდატის არჩევისთვის ხელის შეშლისკენ და არ ემსახურებოდა მათი საპრეზიდენტოკანდიდატების არჩევის ხელშეწყობას.

უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის 14 წუთამდე გაზრდას, 8 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის არსებობისას, შესაძლოა, გამოეწვია ერთი საარჩევნო სუბიექტისთვის 90 წამზე მეტი სარეკლამო დროის გამოყოფა, ხოლო კანონმდებლობით, ერთი საარჩევნო სუბიექტისათვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამს არ უნდა აღემატებოდეს.

საერთო ეროვნული მაუწყებლის მიერ უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის სავალდებულო ლიმიტის მნიშვნელოვნად გაზრდას, ასევე, შესაძლოა გამოეწვია კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ ფასიანი პოლიტიკური/წინასაარჩევნო  რეკლამის შესყიდვის მოთხოვნის შემცირება, რაც უარყოფითად აისახებოდა შედარებით მცირე ბაზრის წილის მქონე მაუწყებლებზე, განსაკუთრებით კი რეგიონალური მაუწყებლების ფინანსურ შემოსავლებზე.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და წინასაარჩევნო პერიოდში დისკრიმინაციული მიდგომის თავიდან აცილების მიზნით, კომისიამ კიდევ ერთხელ შეახსენა მაუწყებლებს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მოუწოდა  უფასო პოლიტიკური/წინასაარჩევნო რეკლამის საეთერო დრო სამართლიანად,  თანაბრად და არადისკრიმინაციულად გადაენაწილებინათ თითოეულ კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტებზე ისე, რომ ერთისაარჩევნო სუბიექტისთვის გამოყოფილი სარეკლამო დრო 90 წამზე მეტი არ ყოფილიყო, რაც ემსახურება ყველა საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს და არა ერთ საარჩევნო სუბიექტის ინტერესებს, როგორც ამას უთითებს საერთაშორისო გამჭირვალობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი პოლიტიკურ წინასაარჩევნო რეკლამას ეხება, კომისია ვერც ამ საკითხთან დაკავშირებით გაიზიარებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“  და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ პოზიციას. მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე დეტალური განმარტება გაკეთდა ამ საკითხზე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

არასამთავრობოებს უნდა მოეხსენებოდეთ, რომ სამაუწყებლო  რეკლამის, რომლის ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენსპოლიტიკური რეკლამა[1], საკითხები რეგულირდება  საქართველოს კანონით ,,მაუწყებლობის შესახებ“. აღნიშნულიკანონით იკრძალება არასათანადო და არაეთიკური რეკლამის განთავსება[2]. მაუწყებელი ვალდებულიაუზრუნველყოს მის მიერ გადაცემული  რეკლამის საქართველოს კანონმდებლობასთან და ავტორიზაციის პირობებთანშესაბამისობა[3]. შესაბამისად, მაუწყებელმა, როგორც რეკლამის გამავრცელებელმა, არ უნდა დაუშვას არასათანადოდა არაეთიკური რეკლამის ეთერში განთავსება.

შევახსენებთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ კომისიას „ტვ პირველმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა და ტელეკომპანია „იმედმა“   წერილობით მიმართეს, სადაც მაუწყებლები საარჩევნო სუბიექტების მიერ მათთან წარდგენილი ვიდეორგოლების კანონმდებლობასთან შესაბამისობისა და მათი უფასო პოლიტიკური რეკლამის სახით განთავსებასთან დაკავშირებით ითხოვდნენ კომისიის პოზიციას.

აქედან გამომდინარე, კომისიის მიერ 25 სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილი არის პასუხი მაუწყებლების შეკითხვაზე, რომელიც ტელეკომპანიებს შეახსენებს ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს სამაუწყებლო პოლიტიკურ რეკლამებთან მიმართებით.

შესაბამისად, უსაფუძვლოა არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება იმის თაობაზე, რომ მიმდინარე წლის 25სექტემბერს მაუწყებლებისთვის გაგზავნილი წერილებში საუბარი იყო პოლიტიკური რეკლამის შინაარსის განხილვაზე და კომისიამ უკვე იმსჯელა კონკრეტულ რგოლებთან დაკავშირებით და გარკვეული სახისდირექტივებიც გაუგზავნა მაუწყებლებს.

აქვე უნდა მოეხსენებოდეთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ მაუწყებლობის სფეროში საქმიანობას არეგულირებს კომისია[4]. მაუწყებლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კომისია ვალდებულია განიხილოს შესაბამისი საკითხი[5]. შესაბამისად, მაუწყებლის მიერ, სამაუწყებლო რეკლამებთან დაკავშირებული ,,მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევის საკითხის განხილვა არავითარ შემთხვევაში არ  სცდება კომისიის უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან,  კომისიის მიერ კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულება  დაუშვებელია  შეფასდეს, როგორც გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ საფრთხედ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი ხმამაღალი და საფუძველს მოკლებული შეფასებები ნამდვილად არის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

კომისიის მიერ გაკეთებული განცხადებები და მაუწყებლებთან გაგზავნილი წერილიც ემსახურება იმას, რომ წინასაარჩევნო მედია გარემო იყოს თავისუფალი, პლურალისტული და არ ჰქონდეს ადგილი ვინმეს მიმართ დისკრიმინაციულ მიდგომას.  კომისიის მიზანია მისი რეგულირების სფეროში შემავალი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის პრევენცია, რაც ვერ  შეფასდება, როგორც ტელევიზიებისა და ოპოზიციური პარტიების ქმედებების შეზღუდვა, მითუმეტეს  საარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებად.

ShareTweet

ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III
ახალი ამბები

მისი უწმინდესობის და უნეტარესობის გარდაცვალების შემდეგ და გასვენების დღეებში, გამოჩნდა ჩვენი ხალხის დიდი სულიერება, დიდი გონიერება და დიდი რწმენა – პატრიარქი შიო III

05/22/2026
5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა
ახალი ამბები

5 დღე-ღამე თბილისიდან მარტვილამდე ფეხით გაიარა! – 20 წლის შემდეგ შეძენილი ნანატრი შვილი და შესრულებული პირობა

04/24/2026
1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)
ახალი ამბები

1000 ლარი ოჯახებს მერიისგან – ვინ მიიღებს ბენეფიტს (დეტალები)

02/08/2026
თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს
ახალი ამბები

თბილისში სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა ახალგაზრდას გაჩერებული გული აუმუშავეს და სიკვდილს გადაარჩინეს

02/06/2026
ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს
ახალი ამბები

ქალების უმეტესობა, ვინც შვილი 33 წლის შემდეგ გააჩინა, 95 წლამდე და უფრო ჯანმრთელად ცოცხლობს

02/03/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026

საინტერესო

საბავშვო ბაღების სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა, ბიუჯეტს დაახლოებით 60 მილიონი ლარი დაუჯდება

13 years ago

დღეს წმინდა 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეა

13 years ago
“პანდემიის შემდეგ საქართველომ EU-სგან ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება მიიღო” – ჰარცელი

“პანდემიის შემდეგ საქართველომ EU-სგან ერთ მოსახლეზე ყველაზე მეტი დახმარება მიიღო” – ჰარცელი

5 years ago

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი პოლიტიკურ პარტიებს მოუწოდებს

9 years ago

ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
ახალი ამბები

დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა

07/02/2026

ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე დუშეთის პოლიციამ 1 პირი დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა დუშეთში, ერთ-ერთი სუპერმარკეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის...

მეტის ნახვაDetails
გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად

07/01/2026
არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს

07/01/2026
საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

საფრანგეთში 20 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა – რას წერს ჭიათურის N2 საჯარო სკოლა

07/01/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა 07/02/2026
  • გასაშლელი მაგიდა პატარა ბინისთვის: როგორ დაზოგოთ სივრცე ყოველდღიურად 07/01/2026
  • არუნ ხათრი კიბოს საწინააღმდეგო მცენარეს ასახელებს 07/01/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by