• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Tuesday, February 3, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

კობა გვენეტაძეს Global Finance-ის 2018 წლის საუკეთესო ცენტრალური ბანკირის ჯილდო გადაეცა

7 years ago
კატეგორია: ეკონომიკა, საზოგადოება
A A
იანვარში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადი შემცირდა
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე
ინდონეზიაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველთა წლიურ შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა 
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, რომელთაც წელს ინდონეზია მასპინძლობს, წამყვანი ფინანსური გამოცემის Global Finance მიერ გამოვლენილი საუკეთესო ცენტრალური ბანკირების დაჯილდოების 25-ე ცერემონია გაიმართა. 

წელს პირველად საერთაშორისო ავტორიტეტულმა გამოცემამ Global Finance საქართველო ცენტრალური ბანკირების შეფასების რეიტინგში ჩართო და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე 2018 წლის 16 საუკეთესო ცენტრალური ბანკების მმართველთა შორის დაასახელა. 90 ცენტრალური ბანკირის შეფასება მონეტარული და სავალუტო პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებს უკავშირდება.

დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე, რომელმაც ინტრევიუ მისცა ამ გავლენიან გამოცემას. ინტერვიუში – “შეინარჩუნე სიძლიერე (Stay Strong)” კობა გვენეტაძემ ისაუბრა საქართველოს ეკონომიკურ ზრდაზე, შეეხო თურქეთში არსებულ ეკონომიკური და სავალუტო კრიზისის გავლენას საქართველოზე. ასევე, ყურადღება გაამახვილა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის მიმართულებით მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე.  

“2014-2015 წლების კრიზისის შემდეგ, პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკური გაჯანსაღების კვალდაკვალ, ეკონომიკური ზრდა საქართველოში დაჩქარდა. ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესებას ასევე შიდა მოთხოვნის გააქტიურება უწყობს ხელს. კერძოდ, მნიშვნელოვნად გაზრდილია ექსპორტის მოცულობა, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოსავლები. გაუმჯობესებული საშინაო მაკროეკონომიკური გარემო და საერთაშორისო ეკონომიკური ვითარება ინვესტიციების ზრდასაც განაპირობებს. 2017 წლის განმავლობაში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. 

თუმცა, თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გავლენას ახდენს რეგიონის ეკონომიკებზე. კერძოდ, ეს კრიზისი საქართველოზე უმთავრესად უნდა გადმოეცეს  ექსპორტის და ტურისტული შემოსავლების შემცირებისა და გაზრდილი იმპორტის გზით. თუ თურქეთში ვითარება უფრო მეტად არ გამწვავდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთში არსებულ მდგომარეობას მნიშვნელოვანი გავლენა არ ექნება. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა კვლავაც იქნება ორიენტირებული ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაზე, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში. აღნიშნული რეჟიმი საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას უზრუნველყოფს, მათ შორის რთული პერიოდების დროსაც.

საქართველო არის მცირე ზომის ღია ეკონომიკა, რომელიც დამოკიდებულია იმპორტზე და რომელსაც ისტორიულად მაღალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი აქვს. შესაბამისად,  მსოფლიო ფინანსურ ბაზრებზე გაცვლითი კურსის მერყეობას განსაკუთრებული მნიშვნელობა გააჩნია რისკებისა და მოწყვლადობების შემცირების კუთხით, ეროვნული ბანკისთვის ამ ეტაპზე მთავარ გამოწვევას ფინანსური დოლარიზაცია წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია დედოლარიზაციის პროცესების წახალისება და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერება”, – განაცხადა კობა გვენეტაძემ ინტერვიუში. 

ინდონეზიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა შეხვედრები გამართა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ტაო ჟენგთან; სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორთან ჯიჰად აზურთან; მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტთან სირილ მიულერთან; ასევე, სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორთან ენტონი დე ლანოისთან და ალტერნატიულ აღმასრულებელი დირექტორთან რიჩარდ დურნბოშთან. შეხვედრა გაიმართა სსფ-ის ფულად-საკრედიტო და კაპიტალის ბაზრების დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს ეროვნული ბანკისთვის ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის ფარგლებში დაგეგმილი პროექტები. 

fb-share-icon
Tweet
ShareTweet

ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა
ახალი ამბები

ან ყველას აგებინებთ პასუხს, ან მოგვიწევს შერკინება! ვერ მომერევით ბატონო პროკურორო და ნუ შეეწირებით! – მოკლული მასწავლებლის დედა

01/10/2026
ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი
ახალი ამბები

ლოცვა, ახალი წლის ღამეს წასაკითხი

12/31/2025
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
ახალი ამბები

სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია

12/10/2025
BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს
ახალი ამბები

BBC – საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს

12/02/2025

კალენდარი

February 2026
M T W T F S S
 1
2345678
9101112131415
16171819202122
232425262728  
« Jan    

სიახლეები

  • „ჯერ კიდევ შოკში ვარ…“ – ბებია, რომელმაც შვილიშვილს “ტიკ-ტოკის” ლაივში სცემა, ციხიდან გაათავისუფლეს 02/02/2026
  • იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ – ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება 01/30/2026
  • „19 წლის ბიჭი ოჯახის წევრს სცემდა, აუპატიურებდა და მოკვლით ემუქრებოდა“ – პოლიციამ ბრალდებული დააკავა 01/30/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In