• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Thursday, October 1, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს

8 years ago
კატეგორია: პოლიტიკა
A A
საქართველოს პარლამენტი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრას მასპინძლობს

????????????????????????????????????

გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

საქართველოს პარლამენტში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა იმართება.

ქვეკომიტეტების გაერთიანებული სხდომის მონაწილეებს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ ყაველაშვილი მიესალმა, რომელმაც ღონისძიების საქართველოში გამართვის მნიშვნელობასა და ზოგადად, სპორტის განვითარების საკითხებზე ისაუბრა.

„როგორც ყოფილი სპორტსმენისთვის, სახელმწიფო მოხელისთვისა და ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, ჩემთვის დიდი პატივია, რომ საქართველო პირველად მასპინძლობს, ევროპის საბჭოს სპორტზე პასუხისმგებელ მინისტრთა კონფერენციას და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის, და ბავშვთა ქვეკომიტეტის გაერთიანებულ შეხვედრას. იმედს ვიტოვებ, რომ საქართველოს მასპინძლობა იქნება დიდი წარმატების მომტანი ჩვენი საერთო ძალისხმევისთვის – დავიცვათ სპორტის მთლიანობა და ხელი შევუწყოთ სპორტის პოტენციალის სრულად გამოყენებას. ყველანი ვთანხმდებით, რომ სპორტს აქვს უნიკალური პოტენციალი ხელი შეუწყოს: ადამიანის ჯანმრთელობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვას და ზოგადად სტიმული მისცეს საზოგადოების სოციალური და ეკონომიკურ განვითარებას“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ სპორტის სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი დაძლევის გზებზე საუბრისას, აღნიშნა რომ „სამი ძირითადი პრინციპის გამოყენების პირობებში, ჩვენ უფრო მალე მივაღწევთ საერთო წარმატებას და ეს სამი პრინციპია – პასუხისმგებლობა, თანამშრომლობა და ძალების კონსოლიდაცია!“.

გამოსვლის დასასრულს მიხეილ ყაველაშვილმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ სუბიექტს, ვინც თითო აგურს დებს სპორტული მთლიანობის დაცვის პროცესში.

„მინდა გამოვიყენეო ეს შესაძლებლობა და დიდი მადლობა გადავუხადო ევროპის საბჭოს მინისტერიალისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ერთობლივი ქვეკომიტეტების საორგანიზაციო ჯგუფს. განსაკუთრებით გამოვყოფ ევროპის საბჭოს შესაბამისი კომიტეტის სამდივნოს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის და რა თქმა უნდა საქართველოს პარლამეტის აპარატის თანამშრომლებს“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

გაერთიანებული შეხვედრის გახსნით ნაწილზე მისასალმებელი სიტყვით განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, შალვა გოგოლაძე და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია წარსდგნენ. შალვა გოგოლაძის განცხადებით, დღევანდელი შეხვედრა ევროსაბჭოს მინისტერიალის გაგრძელებაა, რომელიც 15-16 ოქტომბერს თბილისში ჩატარდა და რომლის განსახილველ თემებს სპორტში ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. „ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, სამინისტრო ახორციელებს შესაბამის ქმედებებს, რათა აღნიშნული გამოწვევები – ადამიანის უფლებების დაცვა და სპორტში კორუფციული ელემენტები რაც შეიძლება მეტად იქნეს აღმოფხვრილი“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბავშვთა უფლებების დაცვის პრობლემატიკის დროულ იდენტიფიცირებაზე და სამინისტროს მხრიდან, შესაბამისი რეფერირების მნიშვნელობაზე ისაუბრა თავის გამოსვლაში თამილა ბარკალაიამ. მისი განცხადებით, მსხვერპლი ბავშვისთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სწორედ სპორტში ჩართულობაა. ამიტომ სპორტი სექსუალური შევიწროვებისა და ძალადობისგან თავისუფალი უნდა იყოს.

საპარლამენტო ასამბლეის ქვეკომიტეტების გაერთიანებული შეხვედრა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვით გაგრძელდა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PAჩE) განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის და ბავშვთა საკითხების ქვეკომიტეტების გაერთიანებულ შეხვედრაზე ორი დღის განმავლობაში, საპარლამენტო ასამბლეის დელეგატები დახურულ ფორმატში, სპორტში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, სპორტში ადამიანის უფლებების დაცვის და სპორტში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ საპარლამენტო ქმედებების გაძლიერების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობიან და დისკუსიას გამართავენ.

ShareTweet

ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა
ახალი ამბები

კახა კალაძე: 1 600 ოჯახისთვის ცხოვრება ახალ მისამართზე იწყება – მოხარული ვარ, რომ თბილისს კიდევ ერთი მოწესრიგებული, თანამედროვე და კეთილმოწყობილი უბანი შეემატა

09/20/2026
ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ
ახალი ამბები

ტრამპი: უკრაინა დათანხმდა, არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკულ ობიექტებს – რუსეთმაც იგივე ვალდებულება აიღო უკრაინის მიმართ

09/14/2026
რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს
ანალიტიკა

რა უთხრა საქართველოზე პუტინმა ბუშს აგვისტოს ომამდე 4 თვით ადრე – გამოქვეყნდა ფაილი, რომელიც პუტინისა და ბუშის სოჭში გამართულ მოლაპარაკებებს აღწერს

01/02/2026
“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე
ახალი ამბები

“ჯილდოს ვაორმაგებ და 400 ათას დოლარს ვთავაზობთ ძალოვანს, რომელიც არ დაარბევს საკუთარ მოქალაქეებს” – ანა წითლიძე

09/12/2025
ვინც გვლანძღავდა, რადგან იძულებით არ გამოვიყვანეთ სადგურის მოედანზე მდებარე კორპუსის მცხოვრებლები საკუთარი ბინებიდან, დღეს უტიფრად აცხადებენ, რომ მე-4 კატეგორიის შენობებში შეჭრილი ხალხის იძულებით გაყვანა, რომელიც მათი საკუთრება არაა, დანაშაულია – კალაძე

07/24/2025
მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა
ახალი ამბები

მიხეილ ყაველაშვილი თურქეთის ვაჭრობის მინისტრს, ომერ ბოლათს შეხვდა

07/16/2025

საინტერესო

“36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო” – შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა

“36 წლის ნიკოლოზ ჩალაძის ცხედარი მეუღლემ ჯვრით ამოიცნო” – შოვის ტრაგედიის კიდევ ერთი მსხვერპლის გარდაცვალება დადასტურდა

3 years ago
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მეხანძრე-მაშველს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა

სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულ მეხანძრე-მაშველს მეუღლე და ერთი შვილი დარჩა

6 years ago
,,პოზიტიური ამბებიც ხდება“

კახა კალაძე: “ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება”

8 years ago
რა თქმა უნდა, მინდა ევროპა ჩემთვის, შვილებისთვის, ქვეყნისთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უარი უნდა ვთქვათ ჩვენს ადათ- წესებზე, წარსულზე, კულტურაზე – პირიქით, ამით ვართ ევროპაში საინტერესო, რომ ამხელა კულტურის ქვეყანა ვართ – კალაძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“

10/01/2026

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია. სტუმრები უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა...

მეტის ნახვაDetails
საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია

09/30/2026
როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით

09/28/2026
შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

შიო მესამე: თუ გვეგონება, რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას, ძალიან შევცდებით, ამისთვის კიდევ საჭიროა ღვთის ნება და შეწევნა

09/25/2026

კალენდარი

October 2026
M T W T F S S
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
262728293031  
« Sep    

სიახლეები

  • დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე რუსეთის საპატრიარქოს დელეგაციასთან შეხვედრაზე: “აღინიშნა, რომ არსებობს გარკვეული რესურსი, ვიმუშაოთ საკითხებზე, რომელიც საეკლესიო წეს-ცხოვრებას ოკუპირებულ რეგიონებში მოაწესრიგებს – შეხვედრა იმედს ტოვებს.“ 10/01/2026
  • საქართველოს საპატრიარქოს მოსკოვის საპატრიარქოს დელეგაცია ეწვია 09/30/2026
  • როგორ ვაკონტროლოთ კერძის თვითღირებულება და ინგრედიენტების დანაკარგი სავაჭრო პროგრამით 09/28/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი

© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by