• რეკლამა საიტზე
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
Wednesday, July 15, 2026
TTimes.GE
No Result
View All Result
19 °c
Tbilisi
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები
No Result
View All Result
TTimes.GE
No Result
View All Result

„მომხმარებლებს აღარ ექნებათ შესაძლებლობა,სესხი აიღონ და საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყონ“- ექსპერტი დავით კიკვიძე

8 years ago
კატეგორია: ეკონომიკა
A A
გააზიარე Facebook-ზეგააზიარე Twitter-ზე

ბოლო დროს, ეროვნული ბანკის მიერ ამოქმედებული არაერთი რეგულაციის კვალდაკვალ, პირველი ნოემბრიდან სესხის გაცემის შესაძლებლობები და შესაბამისი გარემოებები იცვლება. უფრო კონკრეტულად კი – იზღუდება ისინი. რა შედეგების მომტანი იქნება ეს პროცესები მსესხებლებისა და, ზოგადად, ქვეყნისთვის? ხსენებულ საკითხებზე „თბილისის თაიმსის“ შეკითხვებს საბანკო პროდუქტების ექსპერტი, დავით კიკვიძე პასუხობს:

ვისთვის იზღუდება სესხის აღების შესაძლებლობები და რა იგულისხმება შესაბამის შეზღუდვებში?

შეზღუდვებს საქართველოს ეროვნული ბანკი აწესებს. ეს შეზღუდვები შეეხება ფიზიკური პირების დაკრედიტების გამკაცრებას. საუბარია შემოსავლების კოეფიციენტის დადგენაზე, რომლის მიხედვითაც მსესხებელს ეროვნული ბანკი, კანონის საფუძველზე, განუმარტავს და უწესებს მას სესხის გადახდის მაქსიმალურ ლიმიტს – შემოსავლის რაოდენობიდან გამომდინარე. რეალურად, ეს გამოიწვევს იმას, რომ ეკონომიკაზე დაკრედიტება მკვეთრად შემცირდება. ეს ყველაფერი, ბუნებრივია, აისახება მომხმარებელზე იმიტომ, რომ მომხმარებელთა შემოსავალი ფიზიკურად ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ დაიკმაყოფილონ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მოთხოვნილებები.

ამის გამო, იძულებულები ხდებიან, რომ კრედიტებს მიმართონ. შესაბამისად, კრედიტების აკრძალვით მათი ცხოვრების დონე შემცირება. ასე ვთქვათ, შემცირდება მათი კეთილდღეობის ხარისხი. მათ აღარ ექნებათ შესაძლებლობა, რომ სესხი აიღონ და საკუთარი კეთილდღეობა უზრუნველყონ, მეტ-ნაკლებად. ამ რეგულაციების საფუძველზე, საკმაო პრობლემები შეიქმნება.

რაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა რაოდენობის სესხის მიღება შეეძლება მსესხებელს?

მაგალითად, 500 ლარიანი შემოსავლის შემთხვევაში, (ბუნებრივია, თუ ეს შემოსავალი არის დადასტურებული), ახალი დებულების მიხედვით, მას შეეძლება, საკუთარი შემოსავლის მხოლოდ 20 % გადაიხადოს – საუბარია ას ლარზე. შესაბამისად, ამ ადამიანს ნებისმიერი საფინანსო ორგანიზაცია სესხს მისცემს იმის მიხედვით, თუკი ყველა ბანკში მისი ჯამური ვალდებულება არ  აღემატება მისი შემოსავლის 100 ლარს.

ჯამში, სესხებში, მას მხოლოდ 100 ლარის გადახდა შეუძლია. მეტის გადახდას მას კანონი უკრძალავს. ასეთი ტიპის მაგალითზე, სადღაც, ალბათ, საუბარია იმაზე, რომ მსესხებელმა, მაქსიმუმ, 1 000-2 000 ლარი აიღოს სესხად 500 ლარიანი შემოსავლით. ეს, რეალურად, ზღუდავს დაკრედიტებას და, აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანს დაჭირდა და ერთხელ გამოიტანა სესხი, სანამ ამ სესხს არ დაფარავს, ან ძირს მნიშვნელოვნად არ შეამცირებს, მანამდე მას, კანონის ძალით, აღარ ექნება სესხის აღების საშუალება.

ეს სიახლე სესხის გამცემ ყველა ფინანსურ ინსტიტუტს ეხება?

მიმდინარე ეტაპზე, ეს მხოლოდ კომერციულ ბანკებს ეხება. კომერციულ საბანკო სექტორში შემოსავლის დადასტურება აუცილებელია და, შესაბამისად, ამ შემოსავლების დათვლის შედეგად, გამოყენებული იქნება ის კოეფიციენტები, რომლებსაც ეროვნული ბანკი ადგენს.

სესხის აღების ხანგრძლივობა თუ არის განსაზღვრული?

ყველაზე უარყოფითი, რაც გაკეთდა, არის ის, რომ იპოთეკურ სესხებთან დაკავშირებით არის განსაკუთრებით დიდი პრობლემა იქედან გამომდინარე, რომ ეროვნულმა ბანკმა იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალურივადა განსაზღვრა თხუთმეტი წლის ოდენობით. ეს იმას ნიშნავს, რომ იპოთეკური დაკრედიტება მკვეთრად შემცირდება. თუკი ახლა, იპოთეკური სესხების მხრივ, ძალიან კარგი პერიოდია და უძრავი ქონების ბაზარი მკვეთრად ვითარდება, ის განპირობებულია იპოთეკური სესხების მოქნილობის გამო. აქამდე  ოცი წელი იყო იპოთეკური სესხის ხანგრძლივობა.დაბალი შემოსავლის მქონე მსესხებელსაც შეუძლია აიღოს გრძელვადიანი იპოთეკური სესხი და ყოველთვიური გადასახადი შეუმცირდეს. სამაგიეროდ, შეეძლება, იყიდოს ბინა. ეროვნულმა ბანკმა კი შეამცირა სესხის მაქსიმალური ვადა – თუკი აქამდე იყო ოცი წელი, ახლა გახდა – თხუთმეტი წელი. კომერციული ბანკები აქამდე თვითონ ადგენდა სესხის გაცემის მაქსიმალურ ვადას. დღეს უკვე ეროვნულმა ბანკმა ასე დააკანონა.

იპოთეკურ სესხებზე მაქსიმალური ვადა იქნება თხუთმეტი  წელი, სამომხმარებლო სესხებზე კი მაქსიმალურ ვადად განისაზღვრა ოთხი წელი. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ეკონომიკის დაკრედიტებას – ანუ სესხების გაცემის შესაძლებლობები და საშუალებები მკვეთრად შემცირდება. ეს პროცესები კი თავისთავად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე.

მარიამ ტიელიძე

ShareTweet

ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის
ახალი ამბები

მნიშვნელოვანი ინფორმაცია სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის

02/08/2026
ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა
ახალი ამბები

ოქროს ფასმა ისტორიაში პირველად $5 000-ს გადააჭარბა

01/27/2026
პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში
ახალი ამბები

პაატა კურტანიძე: საქართველოში არ არის მაღალი გადასახადები, არ არის კორუფცია, ზეწოლა – არანაირი სურვილი არ მაქვს რომ ვთქვა, რომელიმე მეზობელ ქვეყანაში ჩავალ, ან კლინიკას გავხსნი, ან აფთიაქებს და მერე ვეძებო, ვინ უნდა მყავდეს იქ მფარველი მთავრობაში

12/15/2025
“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი
ახალი ამბები

“ მთავარი არის ის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველწლიურად იზრდება” – გურამ მაჭარაშვილი

11/12/2025
“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები

“თუ ორგან მუშაობის მიზეზი არის ის, რომ საკმარისი არ არის შემოსავალი, ამისათვის შესაბამის პირს ანაზღაურება უნდა გავუზარდოთ“ – ირაკლი კობახიძე

11/01/2025
2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა
ანალიტიკა

2027 წლიდან, შესაძლოა, წყლის ახალი ტარიფები ამოქმედდეს – რა განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა

10/29/2025

საინტერესო

სესხების განულების პროცესი, ხუთი წლის განმავლობაში, მსესხებლების ისტორიაში  კვალს მაინც ტოვებს-გიორგი კეპულაძე

სესხების განულების პროცესი, ხუთი წლის განმავლობაში, მსესხებლების ისტორიაში კვალს მაინც ტოვებს-გიორგი კეპულაძე

8 years ago
ლარი კვლავ გაიფასურდა

ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4155 ლარი გახდა

11 years ago
„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

„თუ მეხსიერება გაგიუარესდა, ეს 8 ანალიზი ჩააბარე“ – გიორგი ღოღობერიძის რეკომენდაცია

6 months ago

ჩინეთის პრეზიდენტი ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

8 years ago

ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
ახალი ამბები

15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

07/15/2026

15 ივლისს ვლაქერნობაა. წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან...

მეტის ნახვაDetails
იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

07/15/2026
„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

„პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

07/14/2026
„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

„ყველაზე რთული არის სიხარულის გაზიარება… ტკივილს შური არ აქვს“ – მამა შალვა

07/14/2026

კალენდარი

July 2026
M T W T F S S
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  
« Jun    

სიახლეები

  • 15 ივლისს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ 07/15/2026
  • იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა 07/15/2026
  • „პირდაპირი ბილეთია უშვილობის“ – გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება 07/14/2026

Categories

  • ანალიტიკა
  • ახალი ამბები
  • გამოკითხვების არქივი
  • განათლება და მეცნიერება
  • დიპ.დაიჯესტი
  • ეკონომიკა
  • ექსკლუზივი
  • ვიდეო
  • თბილისური ამბები
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მთავარი მოვლენები
  • მკითხველის ბლოგი
  • მოგზაურობა
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • პოლიტიკა
  • რელიგია
  • რჩევები
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სპორტი


© 2020 Created by

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password?

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In

Add New Playlist

No Result
View All Result
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ექსკლუზივი
  • მსოფლიო
  • პერსონა
  • საზოგადოება
  • სპორტი
  • რელიგია
  • კატეგორიები
    • თბილისური ამბები
    • ბიზნესი და ეკონომიკა
    • სამართალი
    • ანალიტიკა
    • კულტურა
    • განათლება და მეცნიერება
    • მოგზაურობა
    • მკითხველის ბლოგი
    • რჩევები

© 2024 Created by